01 ნოემბერი, 2014
ჩხუბი ჰელოუინზე - „ერთმანეთს დასცხეს ზორომ, ლურჯმა კაცმა, ბებიამ და სატანამ...“
ჩემს გოგოსთან ერთად ვნარნარებდი გუშინ სხვადასხვა კლუბში ჰელოუინის დღესასწაული ქართველებმაც აღნიშნეს. ცნობილმა სახეებმა სპეციალური კოსტიუმები მოირგეს, სახე გრიმით დაიფარეს და საშინელებათა ფილმის პერსონაჟებსა და წიგნის გმირებს დაემსგავსნენ.

დღეს სოციალურ ქსელში ჰელოუინის საუკეთესო კოსტიუმები და ამალია ჯიბლაძის შესახებ გავრცელებული ახალი ფაქტები თუ მოგხვდებათ თვალში, მაგრამ იუმორისტ ნიკა გრიგოლიას სტატუსმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

როგორც ირკვევა ნიკა საყვარელ გოგონასთან ერთად ერთ-ერთ კლუბში ატარებდა დროს, როდესაც ეს ფაქტი მოხდა:

„ჩემი ჰელოუინი შედგა! გუშინ ერთ-ერთ კლუბში ჩემს წინ კააააი, ქართული
ტრადიციული ამბავი დატრიალდა.

კარგ მუსიკას ვუსმენდი, იქ მყოფების ჩაცმულობითაც ერთობ ნასიამოვნები ჩემს გოგოსთან ერთად ვნარნარებდი. ამ დროს კი, სად იყო და სად არა, უცებ ოჰოჰოიდაააა!

ჩემს წინ დიდი ამბავი დატრიალდა.. ერთმანეთს დასცხეს ზორომ, ლურჯმა კაცმა, ბებიამ და სატანამ. მოკლედ როგორც მახსოვს, ზორო ათრიეს მაგრად. ბოლოს ჩხუბში მედდა და დათვი ჩაერივნენ და სიტუაციაც განიმუხტა

პ.ს.
ვგიჟდები ჩვენზე :)“ - წერს გრიგოლია.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლელა
იკითხე ახლა ეს რიგითი სისულელე. ბავშვი არ მოიგონებს და მოყვება ასეთ ბანძობებს.
20:52 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS