საქართველოში რომ ორმაგი სტანდარტები გვიყვარს, არახალია. ალბათ, როცა ყვითელი პრესის ჟურნალისტი დაგისვამს იმავე კითხვას,
გადაცემის წამყვანი, როგორც იცით, გამორჩეულად უხერხული შეკითხვების დასმას არ ერიდება, თუმცა ამჯერად საკუთარ თავსაც გადააჭარბა. ის-ის იყო, „ნაციონალების“ ერთ-ერთმა სახემ ქართული ფეხბურთისა და მისი აღორძინების გზების შესახებ ვრცელი მონოლოგი დაასრულა და გვამცნო, რომ ფეხბურთი საქართველოში 85-მილიონიანი ინვესტიციის გარეშე ძველ დიდებას ვერ დაიბრუნებს, რომ გადაცემის წამყვანმა ჰკითხა - „სექსი დილას უფრო გიყვარს თუ საღამოს?“ პასუხმაც არ დააყოვნა და რასაკვირველია, ღიმილის თანხლებით გაბაშვილისგან მოვისმინეთ - „საღამოს“.
ამის შემდეგ წამოვიდა კითხვა - „რატომ შეზიზღდა ხალხს ასე ნაციონალური მოძრაობა“. გოკა გაბაშვილი შეკითხვის ფორმულირებას არ დაეთანხმა და თქვა, „ასეც ვერ ვიტყოდი, რომ შეზიზღდა“, შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა „კონსოლიდირებულ, მაგრამ თავზეხელაღებულ, მიზანმიმართულად ძალად“. შეცდომა კი, გაბაშვილის თქმით, ძალიან ბევრი იყო...
ქეთი მელაძე




















