01 ნოემბერი, 2014
როდის უყვარს სექსი გოკა გაბაშვილს
საქართველოში რომ ორმაგი სტანდარტები გვიყვარს, არახალია „მძიმე კაცს“ გასულ კვირას გოკა გაბაშვილი სტუმრობდა. საინტერესოა, მისთვის ჩვენ ან ყვითელი პრესის რომელიმე სხვა ჟურნალისტს იგივე შეკითხვა რომ დაესვა, რაზეც ამ გადაცემაში პასუხის გაცემამ მოუწია, რა რეაქცია ექნებოდა მას ან ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსს. ალბათ, სერიოზულად აღშფოთდებოდა და შესაძლოა, სპეციალური სტატუსითაც გამოხმაურებოდა სოციალურ ქსელში, ყვითელი პრესის ჟურნალისტები რამდენს ბედავენ და ადამიანების პირად ცხოვრებაში როგორ უხეშად ერევიანო.

საქართველოში რომ ორმაგი სტანდარტები გვიყვარს, არახალია. ალბათ, როცა ყვითელი პრესის ჟურნალისტი დაგისვამს იმავე კითხვას,
თავში ხელები უნდა შემოირტყა და მძიმე კაცისგან იგივე კითხვა უფრო „სვეცკურად“ ჟღერს.

გადაცემის წამყვანი, როგორც იცით, გამორჩეულად უხერხული შეკითხვების დასმას არ ერიდება, თუმცა ამჯერად საკუთარ თავსაც გადააჭარბა. ის-ის იყო, „ნაციონალების“ ერთ-ერთმა სახემ ქართული ფეხბურთისა და მისი აღორძინების გზების შესახებ ვრცელი მონოლოგი დაასრულა და გვამცნო, რომ ფეხბურთი საქართველოში 85-მილიონიანი ინვესტიციის გარეშე ძველ დიდებას ვერ დაიბრუნებს, რომ გადაცემის წამყვანმა ჰკითხა - „სექსი დილას უფრო გიყვარს თუ საღამოს?“ პასუხმაც არ დააყოვნა და რასაკვირველია, ღიმილის თანხლებით გაბაშვილისგან მოვისმინეთ - „საღამოს“.

ამის შემდეგ წამოვიდა კითხვა - „რატომ შეზიზღდა ხალხს ასე ნაციონალური მოძრაობა“. გოკა გაბაშვილი შეკითხვის ფორმულირებას არ დაეთანხმა და თქვა, „ასეც ვერ ვიტყოდი, რომ შეზიზღდა“, შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა „კონსოლიდირებულ, მაგრამ თავზეხელაღებულ, მიზანმიმართულად ძალად“. შეცდომა კი, გაბაშვილის თქმით, ძალიან ბევრი იყო...

ქეთი მელაძე




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
gokas
Sagamos- vaxshmamde tu vaxshmis mere?
02:46 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ტომი და ჯერი
ჰოდა, საღამოს გამოგივლით!
14:43 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS