გიორგი ბერიძის კონკურენტ მარიტა როხვაძის, კარგი შესრულების მიუხედავად, ყურადღება მისმა საოცარმა გარეგნობამ მიიქცია. მარიტა გამჭვირვალე, იასამნისფერ კაბაში იყო გამოწყობილი, საიდანაც ტრუსი ილანდებოდა. მარიტას თამამი
გიორგი ბერიძის შეყვარებული მაიკო ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ყველა ჩემს მეგობარს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც გვერდში დამიდგა... იმდენი ხმა ავაგროვეთ, არც წარმომედგინა, მაგრამ სამწუხაროდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ყველას დიდი მადლობა.
ახლა რაც შეეხება პროექტს და მის შედეგს: ალბათ, ვისაც ოდნავ მაინც აქვს სმენა, ან სულ მცირე კარგ გემოვნებაზე პრეტენზია, მიხვდებოდა სუპერფინალში გადასვლის ღირსი ვინ იყო. მე მრცხვენია ყველა იმ ადამიანის მაგივრად, ვინც თეთრი ტრუსი არჩია გემოვნებიან მუსიკას და პროფესიონალურ შესრულებას.
ფეხები გაშალე საქართველო, შენ შემდეგ ტურში გადახვალ! - ნაცადია და აპრობირებული!“
„ეს არის გიორგი ბერიძის ბოლო სატელევიზიო კონკურსი. ორივე პროექტში მიწვევით იყო და ორივეჯერ უსამართლოდ დაატოვებინეს პროექტი... მე არ ვიკვლევ, ეს რისი ან ვისი ბრალია, უბრალოდ ამ უსამართლობას როდესმე იქნებ მოეღოს ბოლო. სასაცილოა უკვე ეს ყველაფერი!
რაც საბოლოოდ მიიღეთ, მშვიდობაში მოიხმარეთ ყველამ ერთად და ყველამ სათითაოდ!“
სალომე დადიანი




















