01 ნოემბერი, 2014
სულ სხვანაირი ამალია - რუსთაველი კონკიას ფოტომ სოციალური ქსელი შოკში ჩააგდო
აი, ამალია სტავროპოლში ერთ - ერთ ფესტივალზე „ნიჭიერის“ სცენაზე გამოსულმა ამალია ჯიბლაძემ მთელი საქართველო აალაპარაკა. მისმა სულისშემძვრელმა ისტორიამ და ნიჭმა ყველას თვალზე ცრემლი მოჰგვარა. თუმცა ამალიას ნამღერს ზოგი კრიტიკით შეხვდა და აღნიშნა, რომ ფონოგრამაზე მღეროდა.

სკანდალში გაეხვა მომღერალი ანრი ჯოხაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აფერისტობასთან გვქონდა საქმე და ამალია ფონოგრამაზე მღეროდა. იგივე აზრს აფიქსირებდა პარლამენტარი გოგა ხაჩიძეც.

„რუსთავი 2“-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ამალიას ფონოგრამაზე არ უმღერია ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში მაია ასათიანს და ნანუკა
ჟორჟოლიანს მიმართა, რომ მათ შოუში იმ ადამიანების სტუმრობას არ მიესალმებოდა, ვინც არხს თაღლითობაში ადანაშაულებდა. ამ ყველაფრის შედეგად ანრიმ ამალიას ბოდიში მოუხადა და ვარდები მიართვა. გოგა ხაჩიძეს კი „ბრავოში“ ლობისტობა ჩამოართვეს.

თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ჟურნალისტმა მაია კახიძემ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში ამალია ჯიბლაძის რამდენიმე წლის წინ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:

„აი, ამალია სტავროპოლში ერთ-ერთ ფესტივალზე. გამარჯვებები ვუსურვოთ, არა?..“

ფოტომ ყველა შოკში ჩააგდო და უამრავი კომენტარი მოჰყვა:

„მუსორგსკის სახელობის მუსიკალური კოლეჯი აქვს დამთვარებული რუსეთში“.

„ვა, მოკლედ ტყუილი ტყუილზე. ამის გარეშეც მოგვეწონებოდა“.

„ყველა საქართველოში რატომ ბეჩავდება, გამაგებინეთ, პლიიზ“

„აქ რომ კოჭებამდე კაბით იყო გამოსული“

მაია კახიძე: „ვა.. მოკლედ ტყუილი ტყუილზე. ამების გარეშეც მოგვეწონებოდა, ახლა ეს ჩემი მოპოვებული ფოტო ირბენს ინტერნეტში, არადა, იქ სადაც იდო, აღარ დევს, რა მალე წაშალეს“.

„საწყალი ადამიანის იმიჯი იმარჯვებს საქართველოში და ეს ფსიქიური გადახვევაა. სხვა არაფერი. მარტო ამალია კი არა ყველა სფეროში ეგრეა. გამარჯვებული და შემდგარი ადამიანები არავის ჭირდება, ეგრევე მტერი ჰყავს და მიწა აქვს მოზომილი ნაადრევად ჩასამარხად“.

„რუსთავი 2“ ამ თემაზე კომენტარს სავარაუდოდ ხვალ გააკეთებს, რასაც აუცილებლად შემოგთავაზებთ.

სალომე დადიანი

ასევე იხილეთ

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 55 /
მარი
ნუ რაც მართალია მართალია, იმ შესრულებას და ვიზუალს შორის ძალიან დიდი კონტრასტი იყო. როგორი გაჭირვებულიც არ უნდა იყოს (დღეს შეიძლება ძალიან უჭირს) ცოტა უფრო მოწესრიგებული გამოსვლა ამდენ აჟიოტაჟს არ შექმნიდა.
11:52 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
მოკლედ, სიტყვა ''ბოღმა'' ჩაანაცვლეთ რა სხვა შესატყვისით. ვინც ამ სიტყვას ხმარობს უკვე უმეცარი მგონია, რადგან უნდა ხვდებოდეს, რომ ბანალურია. მე მინდა ვიკითხო, რას აკეთებს ამალია ამ სცენაზე, ალბათ მღერის. რას?
11:40 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
მოკლედ, სიტყვა ''ბოღმა'' ჩაანაცვლეთ რა სხვა შესატყვისით. ვინც ამ სიტყვას ხმარობს უკვე უმეცარი მგონია, რადგან უნდა ხვდებოდეს, რომ ბანალურია. მე მინდა ვიკითხო, რას აკეთებს ამალია ამ სცენაზე, ალბათ მღერის. რას?
11:40 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ერთ დროს მეც დავდიოდი ნორკის შუბით,მაგრამ ყველაფერი დავკარგე და ახლა უკანასკნელი ბომჟივით დავდივარ. ამალია ძალიან კარგად მღერის,ადრე რა ეცვა მაგას რა მნიშვნელობა აქვს.
11:32 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რა იცით ხალხო ამ ქალს ცხოვრებამ რა დაიწერა .ან ვინ იყო ,სად იყო და ეხლა რას შვება.განა ასე შეიძლება ადამიანი ცოცხლად ჩააწვინოთ მიწაში.განა თქვენ თითოეული თქვენგანი დედისმუცლიდან უპრობლემონი გაიზარდეთ?კი ყველანი გადარჩენისთვის ვიბრძვით, მაგრამ ღირსება სადღაც შეაწუღეთ.რა გააკეთა ამისთანა,ტყელ დღევანდელი მიკროფონ მომარჯვებული პიარს იკეთებს და ამ ადამიანმა თავისი თავი ამ ფორმით წარმოადგინა.თუ გინდათ ქი მოუსმინეთ თუ არა მონახე შენი დონის მომღერალი.
11:02 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
აქ ბოღმასა და შურზე არ არის ლაპარაკი.აქ ხალხის მოტყუებაზეა აქცენტი.რასაც რუსთავი 2 ხშირად სჩადის
11:00 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
აქ ბოღმასა და შურზე არ არის ლაპარაკი.აქ ხალხის მოტყუებაზეა აქცენტი.რასაც რუსთავი 2 ხშირად სჩადის
11:00 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ლია გეთანხმები აბსოლუტურად.... ხალხი იმენნა შურით ბოღმით და ერთმანეთზე ცუდის კეთებით და საუბრით ცხოვრობს. იკვევბება ამითი...
10:42 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ეს არის და ეს!
რას ვიზამთ, წარმატებული ადამიანი არავის მოსწონს ჩვენთან. ეს კარგად იცის ამალიამ, იცის ისიც, რომ ნიჭიერს ბევრი მოშურნე ჰყავს. ამიტომაც ეცადა თავისი დიდი ნიჭი (და ამაში ალბათ არავინ შემდავება) საწყალი ადამიანის გარსში გაეხვია. ეს არის და ეს! ისე, მიტთხარით, რას ცვლის ის ფაქტი, რომ ამ ქალს მანამდე რუსეთშიც აქვს ნამღერი?! ამით ნიჭი აკლდება?!
09:54 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
იზა გიორგაძე
კახიძე ხარ თუ კვახიძე ვერ გავიგე ამალიას კაბას აფასებთ თუ ტალანტს და შესრულებას?
09:40 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS