01 ნოემბერი, 2014
სულ სხვანაირი ამალია - რუსთაველი კონკიას ფოტომ სოციალური ქსელი შოკში ჩააგდო
აი, ამალია სტავროპოლში ერთ - ერთ ფესტივალზე „ნიჭიერის“ სცენაზე გამოსულმა ამალია ჯიბლაძემ მთელი საქართველო აალაპარაკა. მისმა სულისშემძვრელმა ისტორიამ და ნიჭმა ყველას თვალზე ცრემლი მოჰგვარა. თუმცა ამალიას ნამღერს ზოგი კრიტიკით შეხვდა და აღნიშნა, რომ ფონოგრამაზე მღეროდა.

სკანდალში გაეხვა მომღერალი ანრი ჯოხაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აფერისტობასთან გვქონდა საქმე და ამალია ფონოგრამაზე მღეროდა. იგივე აზრს აფიქსირებდა პარლამენტარი გოგა ხაჩიძეც.

„რუსთავი 2“-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ამალიას ფონოგრამაზე არ უმღერია ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში მაია ასათიანს და ნანუკა
ჟორჟოლიანს მიმართა, რომ მათ შოუში იმ ადამიანების სტუმრობას არ მიესალმებოდა, ვინც არხს თაღლითობაში ადანაშაულებდა. ამ ყველაფრის შედეგად ანრიმ ამალიას ბოდიში მოუხადა და ვარდები მიართვა. გოგა ხაჩიძეს კი „ბრავოში“ ლობისტობა ჩამოართვეს.

თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ჟურნალისტმა მაია კახიძემ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში ამალია ჯიბლაძის რამდენიმე წლის წინ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:

„აი, ამალია სტავროპოლში ერთ-ერთ ფესტივალზე. გამარჯვებები ვუსურვოთ, არა?..“

ფოტომ ყველა შოკში ჩააგდო და უამრავი კომენტარი მოჰყვა:

„მუსორგსკის სახელობის მუსიკალური კოლეჯი აქვს დამთვარებული რუსეთში“.

„ვა, მოკლედ ტყუილი ტყუილზე. ამის გარეშეც მოგვეწონებოდა“.

„ყველა საქართველოში რატომ ბეჩავდება, გამაგებინეთ, პლიიზ“

„აქ რომ კოჭებამდე კაბით იყო გამოსული“

მაია კახიძე: „ვა.. მოკლედ ტყუილი ტყუილზე. ამების გარეშეც მოგვეწონებოდა, ახლა ეს ჩემი მოპოვებული ფოტო ირბენს ინტერნეტში, არადა, იქ სადაც იდო, აღარ დევს, რა მალე წაშალეს“.

„საწყალი ადამიანის იმიჯი იმარჯვებს საქართველოში და ეს ფსიქიური გადახვევაა. სხვა არაფერი. მარტო ამალია კი არა ყველა სფეროში ეგრეა. გამარჯვებული და შემდგარი ადამიანები არავის ჭირდება, ეგრევე მტერი ჰყავს და მიწა აქვს მოზომილი ნაადრევად ჩასამარხად“.

„რუსთავი 2“ ამ თემაზე კომენტარს სავარაუდოდ ხვალ გააკეთებს, რასაც აუცილებლად შემოგთავაზებთ.

სალომე დადიანი

ასევე იხილეთ

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 55 /
ლია
ეს ტყუილი არ არის, ყველა შოუში(უცხოურშიც)იგონებენ რაიმე ისეთს რომ შოუ საინტერესო იყოს. ეს ერთგვარი ხრიკია წარმატებული შოუს გასაკეთებლად. რუსთავი 2-ს ეს კარგად გამოსდის
14:08 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თემო "რუსთავი 2"-ს
აქ არც ამალიაა არაფერ შუაში და არც მისი კრიტიკოსები. ამალია კი არ არის აფერისტი, "რუსთავი2"-ა უზნეო და მატყუარა. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და არა ამალიაზე. ეთერში ათქმევინეს იმ საცოდავს, მუსიკალური განათლება არ მაქვსო (?!). აქ ზოგიერთი წერს, არაუშავს, თუ მოგვატყუესო... ასეთი დამოკიდებულება რომ არსებობს, იმიტომაა კარგად ჩვენი საქმე და იმიტომაც სულ იტყუება და გვაბოლებს "ყველაზე რეიტინგული არხი".
13:42 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
tamari
რა მნისჰვნელობა აქვს, მოკლე კაბას ცჰაიცვამს, ტუ კოცჰებამდე,, ტუნდაც კოლეჯი ქონდეს დამტავრებული, კარგი იქნებოდა, გვარამიას სჰეკიტხვაზე, ,, ჰქონდა ტუ არა რაიმე მუსიკალური განატლება მიგებული,''-სიმარტლე ეტქვა; ნიცჰიერი ნადვილად არის..
13:37 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ტატა
მისმა ნამღერმა მართლაც თავბრუ დაახვია ყველას,მაგრამ იგივე შეფასება--"კონკიას ზღაპარი" უწოდა ჩემმა ქალიშვილმა.ვარსკვლავები ვერგამოდიან სცენაზე დიდი რეპეტიციების გარეშე და პირველად აღებს პირს ფილოარმონიის დიდსაკონცერტო დარბაზში და ბულბულის ხმაზე ამღერდეს,მანერების ხელშეწყობით!??..მართლაც რომ დაუჯერებელია..თვალთმაქცობა არაა საჭირო,თორემ უდაოდ ნიჭიერი რომაა,ამაზე ორი აზრი არარსებობს.
13:29 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
თვითონ რუსთავი 2-ა შოუ:)
12:42 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
გია
მოკლედ რ2 ვერ ეშვება ტყუილების ლაპარაკს
12:39 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
maia
ორ დიპლომიანი ტაქსისტი ხომ ყველას გვინახავს? თავის დროზე რომ ვერ გარისკა საზღვარგარეთ წასვლა და დაბეჩავდა უმუშევრობით?? ვერ ვხვდები ამ ჟურნალისტს რისი თქმა უნდა-ანუ მუსორგსკის სახელობის მუსიკალური კოლეჯი ვინც დაამთავრა,ყველა შემდგარია და "კლეჩატი" ჩანთით ვერ ივლის...ჟურნალისტო შენ მოგმართავ,მეც 2 ქართული უნივერსიტეტი დავამთავრე და სადაც მინდოდა მუშაობა,ყველგან მისწრებული მხვდებოდა,უბრალოდ მე არ დავბეჩავდი-მადლობა ღმერთს...ამალიასნაირი იცით რამდენია საქართველოში?? დიდი მიზნები რომ ქონდათ და საქართველოში დაბრუნებულებს დამლაგებლის ადგილზე მიღებისას ინგლისურის ცოდნას რომ სთხოვენ და უმუშევარს რომ ტოვებეენ???... მე მოგცემთ 100მდე გვარს,ყველაზე დაწერთ??
12:39 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მზია გრემელი
იცი რა მაინტერესებს?ეს კონკურსები ცარსულის კეკვიტაა დაკავებული ტუ კონკურსანტის ნიცჰის გამოსავლენად?მგერის კარგად?მხოლოდ ეს სჰეაპასეტ დანარცჰენს რას კეკავტ ვერ გავიგე.
12:23 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარეხი.
კალბატონო მაია დიდი ბოგმის ბუკეტი ბრზანდებიტ, რას იკეკებიტ სხვის ცხოვრებასჰი, ხალხს აინტერესებს ტალანტი, ნისი პიროვნების და არა მისი ცხოვრებისეული ისტორიები. ტალანტი რომ სახეზეა უდაოა და ხალხი ამას დააპასებს. გასკდი გულზე.....
12:02 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნარგიზი
საქმე იმასჰი კი არ არის რა ჰქონდა და რა დაკარგა ან როგორ მგერის.უბრალოდ ხალხს საწკალი ადამიანი უფრო მოსწონს და ეცოდება.რუსტავი 2 ც რომ აბოლებს ამ გაცჰუ=ირვებულ ხალხს?როცა იმგერა მას ჰკიტხეს რომ მუსიკალური განატლება ტუ გაკვტო და მან უპასუხა არაო.მერე გვაცჰვენეს რომ ტურმე YouTub იიდან სწავლობს სიმგერას.ქალს მუსორგსკის სახელობის მუსიკალური კოლეჯი ქონია დამტავრებული,ფესტივალებზეც გამოსულა და რასჰი სცჰირდებოდატ ეს ტკუილი ან ერტს და ან მეორეს. კარგი მომგერალი ისედაც მოგვეწონებოდა.
12:01 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS