01 ნოემბერი, 2014
სულ სხვანაირი ამალია - რუსთაველი კონკიას ფოტომ სოციალური ქსელი შოკში ჩააგდო
აი, ამალია სტავროპოლში ერთ - ერთ ფესტივალზე „ნიჭიერის“ სცენაზე გამოსულმა ამალია ჯიბლაძემ მთელი საქართველო აალაპარაკა. მისმა სულისშემძვრელმა ისტორიამ და ნიჭმა ყველას თვალზე ცრემლი მოჰგვარა. თუმცა ამალიას ნამღერს ზოგი კრიტიკით შეხვდა და აღნიშნა, რომ ფონოგრამაზე მღეროდა.

სკანდალში გაეხვა მომღერალი ანრი ჯოხაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აფერისტობასთან გვქონდა საქმე და ამალია ფონოგრამაზე მღეროდა. იგივე აზრს აფიქსირებდა პარლამენტარი გოგა ხაჩიძეც.

„რუსთავი 2“-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ამალიას ფონოგრამაზე არ უმღერია ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში მაია ასათიანს და ნანუკა
ჟორჟოლიანს მიმართა, რომ მათ შოუში იმ ადამიანების სტუმრობას არ მიესალმებოდა, ვინც არხს თაღლითობაში ადანაშაულებდა. ამ ყველაფრის შედეგად ანრიმ ამალიას ბოდიში მოუხადა და ვარდები მიართვა. გოგა ხაჩიძეს კი „ბრავოში“ ლობისტობა ჩამოართვეს.

თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ჟურნალისტმა მაია კახიძემ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში ამალია ჯიბლაძის რამდენიმე წლის წინ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:

„აი, ამალია სტავროპოლში ერთ-ერთ ფესტივალზე. გამარჯვებები ვუსურვოთ, არა?..“

ფოტომ ყველა შოკში ჩააგდო და უამრავი კომენტარი მოჰყვა:

„მუსორგსკის სახელობის მუსიკალური კოლეჯი აქვს დამთვარებული რუსეთში“.

„ვა, მოკლედ ტყუილი ტყუილზე. ამის გარეშეც მოგვეწონებოდა“.

„ყველა საქართველოში რატომ ბეჩავდება, გამაგებინეთ, პლიიზ“

„აქ რომ კოჭებამდე კაბით იყო გამოსული“

მაია კახიძე: „ვა.. მოკლედ ტყუილი ტყუილზე. ამების გარეშეც მოგვეწონებოდა, ახლა ეს ჩემი მოპოვებული ფოტო ირბენს ინტერნეტში, არადა, იქ სადაც იდო, აღარ დევს, რა მალე წაშალეს“.

„საწყალი ადამიანის იმიჯი იმარჯვებს საქართველოში და ეს ფსიქიური გადახვევაა. სხვა არაფერი. მარტო ამალია კი არა ყველა სფეროში ეგრეა. გამარჯვებული და შემდგარი ადამიანები არავის ჭირდება, ეგრევე მტერი ჰყავს და მიწა აქვს მოზომილი ნაადრევად ჩასამარხად“.

„რუსთავი 2“ ამ თემაზე კომენტარს სავარაუდოდ ხვალ გააკეთებს, რასაც აუცილებლად შემოგთავაზებთ.

სალომე დადიანი

ასევე იხილეთ

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 55 /
ექსპერტი
ერთი მიზეზი მაინც დაასახელეთ რატომ ჩააგდო ამ ფოტომ "საზოგადოება" შოკში?
17:01 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ამას დააკვირდით
რო გამოვიდა სპეციალურად აჩვენეს ჟიურის სახეები,როგორც მათხოვარს რო უყურებდნენ და შემდეგ მოხდა მაგარი უცებ რა მიმიკებს იღებენ განცვიფრებულს,დედა რა ნიჭიერი სცენარისტი ჰყავს ამ რუსთავი 2-ს მოკლედ რა ნიჭიერიიი.ხაჩიძე არაკაცის დამცველი არ ვარ მაგრამ მაგარი გახეთქა მაგანაც და ჯოხაძემ ხო საერთოდ,ვარდები და ბოდიშები,მაგრამ გაგიბაზრდათ ტო...ვა ხა ხა ხა ხა ხა ხა ხა
16:43 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
გ-ო-ჩ-ა
რუსთავი 2 იმენნა ისე არის ატეხილი სამგლე გოჭივით რო სერიოზულს გაიჩაალიჩებს,თუმცა რაღა უნდა გაიჩალიჩოს მეტიი?უსირცხვილოები არიან და ეგ უკვე კულმინაციაა...ამალიას რაც შეეხება ღმერთმა ყველას გაუმარჯოს თავის გზაზე,არაფერი არავისი არ მშურს,რასაც დათესავს ადამიანი უბრალოდ იმას რო მოიმკის აი ეგ მერე აღმოჩნდება რა მოიმკა... რუსთავი 2 არამზადების ბუდეა მე მოვკვდე რაა.უყურებდი მაგ ამალიას სიმღერას და ვერც მე ვერ მივხვდი ფონოგრამა იყო თუ ცოცხალი შესრულება და მეც მომადგა თვალზე ცრემლი.გამოდის რო კარგი დადგმული თაღლითობა ყოფილა. :-)))) გაგვეღადავნენ რა...
16:34 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ხე-ხე
რას ერჩით კაცო ცოცარ2 -ს? როდის იყო სიმართლე ისმოდა მაგათი ეკრანიდან? მაგათ ტყუილების გარეშე ერთი წამიც აღარ შეუძლიათ :),ასე გაზარდა და დაავაჟკაცა ცოცარმაღალმა! :)
15:22 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ედო
სანამ რუსთავი-2 არ დაასრულებს ხალხის მოტყუებას მანამდე ასე უსინდისოდ მოგვექცევა
15:17 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ორსაბათს უფრო დიდი სკანდალია მოსალოდნელი. ეხლა მახეთ ლამაზი და არტისტული ქალბატონი გამოვა სცენაზ ედა ნახეტ როგორ დაიწყებენ მის დაკნინებას, რუსთავი-2 წინასწარ აქვს დადგმული სცენარი: საწყალი ბაზარში მომუშავე ქალი, რომელისაც მუსიკალირი განათლების ორი კლასი აქვს დამტავრებული და იმდენად უცოდინარია, რომ სცენაზე ბაზრის ჩანტებითაპირებს გასსვლას , ნახეთ როგორ ქალად იქცა-ნიჭიერ და მაგარ ქალად, ხოლო ლამაზი, არტისტული, თანაც მსახიობი ქალი უბრალო და დამცირებული გაყავთ სტვენით სცენიდან. როგორც კი ამ ქალბატონის ცანაცერი გავა ტელევიზიით, ნახეთ რა მოხდება, უკვე ვიცით ჩვენ მაყურებლები ვართ და და იქ რაც მოხდა ჩუმად ჩავწერეთ, ანას მთელ საზოგადოებას ვაჩვენებთ, თუ როგორ უსტვენენ იმ მშვენიერ ქალბატონს . პარტერის კუთხესი უყენიათ ვიღაც ბიჭი, რომელიც მაყურებელს ანიშნებს ცერა თითებით დაბლა დასწიეთ და დაუსტვინეთო, რომ ჩაეგდოთ ამ კონკურსსანთის ნომერი და არ გამოეცინათ მისი ნიჭი და ამალია ბაზარში გაწამებული ქალი აეღზევებინთ. ამალია მართლა კარგად მღერის მაგრამ სუსან ბოიელის პონტი გაუჩალიჩეს. თუ ეს ნომერი გაუშვეს , ხმა ავიმარლოთ ხალხო. ვიღაცის ხარჯზე ვირაცას არ უნდა ამცირებნენ. აბა ორსაბატამდე. დაველოდოთ ორშაბათს.
15:16 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ხე-ხე
რას ერჩით კაცო ცოცარ2 -ს? როდის იყო სიმართლე ისმოდა მაგათი ეკრანიდან? მაგათ ტყუილების გარეშე ერთი წამიც აღარ შეუძლიათ :),ასე გაზარდა და დაავაჟკაცა ცოცარმაღალმა! :)
15:13 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ხატია
ძირს რუსთავი 2...
14:32 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მიშა
დღეს ტყული მოდის ტენდენციად იქცა...ის რომ სცენაზე მაგ ჭრელი ჩანთის გატანას აპირებდა მეც მომხვდა თვალში,როგორც პიარის სპეციალისტს...დავეჭვდი,რომ აქ საქმე გვქონდა ხელოვნურ ჩარევასთან ,მაგრამ რ 2 ის ფანტაზიები ასე შორს რომ იფრენდა ამას არ მოველოდი..:-)
14:26 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
zeta
რუსთავი 2-სგან ტყუილი და შეთითხნილი ისტორიები რომ უკვირს მე იმ ხალხის გამკვირვებია თორემ რუსთავი 2-სგან რა უნდა გამიკვირდეს, მთელი თავისი არსებობა ტყუილზე აქვს აგებული...
14:23 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS