01 ნოემბერი, 2014
სულ სხვანაირი ამალია - რუსთაველი კონკიას ფოტომ სოციალური ქსელი შოკში ჩააგდო
აი, ამალია სტავროპოლში ერთ - ერთ ფესტივალზე „ნიჭიერის“ სცენაზე გამოსულმა ამალია ჯიბლაძემ მთელი საქართველო აალაპარაკა. მისმა სულისშემძვრელმა ისტორიამ და ნიჭმა ყველას თვალზე ცრემლი მოჰგვარა. თუმცა ამალიას ნამღერს ზოგი კრიტიკით შეხვდა და აღნიშნა, რომ ფონოგრამაზე მღეროდა.

სკანდალში გაეხვა მომღერალი ანრი ჯოხაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აფერისტობასთან გვქონდა საქმე და ამალია ფონოგრამაზე მღეროდა. იგივე აზრს აფიქსირებდა პარლამენტარი გოგა ხაჩიძეც.

„რუსთავი 2“-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ამალიას ფონოგრამაზე არ უმღერია ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში მაია ასათიანს და ნანუკა
ჟორჟოლიანს მიმართა, რომ მათ შოუში იმ ადამიანების სტუმრობას არ მიესალმებოდა, ვინც არხს თაღლითობაში ადანაშაულებდა. ამ ყველაფრის შედეგად ანრიმ ამალიას ბოდიში მოუხადა და ვარდები მიართვა. გოგა ხაჩიძეს კი „ბრავოში“ ლობისტობა ჩამოართვეს.

თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ჟურნალისტმა მაია კახიძემ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში ამალია ჯიბლაძის რამდენიმე წლის წინ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:

„აი, ამალია სტავროპოლში ერთ-ერთ ფესტივალზე. გამარჯვებები ვუსურვოთ, არა?..“

ფოტომ ყველა შოკში ჩააგდო და უამრავი კომენტარი მოჰყვა:

„მუსორგსკის სახელობის მუსიკალური კოლეჯი აქვს დამთვარებული რუსეთში“.

„ვა, მოკლედ ტყუილი ტყუილზე. ამის გარეშეც მოგვეწონებოდა“.

„ყველა საქართველოში რატომ ბეჩავდება, გამაგებინეთ, პლიიზ“

„აქ რომ კოჭებამდე კაბით იყო გამოსული“

მაია კახიძე: „ვა.. მოკლედ ტყუილი ტყუილზე. ამების გარეშეც მოგვეწონებოდა, ახლა ეს ჩემი მოპოვებული ფოტო ირბენს ინტერნეტში, არადა, იქ სადაც იდო, აღარ დევს, რა მალე წაშალეს“.

„საწყალი ადამიანის იმიჯი იმარჯვებს საქართველოში და ეს ფსიქიური გადახვევაა. სხვა არაფერი. მარტო ამალია კი არა ყველა სფეროში ეგრეა. გამარჯვებული და შემდგარი ადამიანები არავის ჭირდება, ეგრევე მტერი ჰყავს და მიწა აქვს მოზომილი ნაადრევად ჩასამარხად“.

„რუსთავი 2“ ამ თემაზე კომენტარს სავარაუდოდ ხვალ გააკეთებს, რასაც აუცილებლად შემოგთავაზებთ.

სალომე დადიანი

ასევე იხილეთ

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 55 /
აკაკი
არ აპატიეს ქალს 10 წლის წინ მუხლს ზევით ჩაცმული კაბა და რესტორანში ახლობლებთან ერთად გადაღებული მომღიმარი ფოტო... ჩაქოლეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას წლების წინ სახეზე ნაოჭი არ ჰქონდა და "კლეჩატი" ჩანთით, ბაზრიდან ბაზარში არ დარბოდა სარჩოს საშოვად... თქვენთვის აღმოჩენა, მხოლოდ მისი წარსული აღმოჩნდა და არა ნიჭი, რასაც შეიძლება აღეფრთოვენებინეთ. გასკდა ქართველ უგემოვნო ვარსკვლავთა ბოღმიანი გული და არანაკლებ უგემოვნო ხელოვნებასთან ნაზიარებმა ბრბომაც მახრი აუბა მათ ღვარძლიან ქილიკს... შურის და სიძულვილის ღვარცოფში ჩაახრჩეს ადამიანი, რომელმაც არვის არაფერი დაუშავა და ახლა ბედნიერნი ესვრიან ტალახს, ტალახს რომელიც საკუთარ სულზე დადებული ბინძური მტვერით მოზილეს. "ვარსკვლევებო" გახსოვდეთ - თქვენი სიკაშკაშე იმ ნათურას ჰგავს, რომელიც საკუთარი ენერგიით არასოდეს ინთება. მას ანთებენ და აქრობენ სხვები... ამლია ვარსკვლავი არ არის, ის ცაა, რომელიც თქვნნაირ ვარსკვლავებს ზედ დაიკიდებს.
10:04 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
ვკიტხულბ აბსოლუტურად გულუბრყვილო( ან კიდევ უმეცარი) ადამიანების კომენტარს და გული მწყდება: ეს ადამიენები გადაარჩენენ საკარტველოს??? ასეტი სიბნელე, უმეცრება ხალხში რომ არის იმიტომაც არის ყველა მტავრობა რომ ტავზე გაზიტ ხალხნო!!!! ეს რომ რუსტავი 2 დადგმული სპეკტაკლი არის ტავის ანრი ჯოხაძიანად და ა-შ. ამას აკამდე ტუ კიდევ ვერ მიმხვდარხარ , მარტლა კარგად ყოპილა ჩვენი საკმე. სიბნელე საკარტველოში და სიბეცე...მაპატიეტ ვისაც ესა არ გეხებატ...
05:32 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლენა
ფიქრიას ვეთანხმები, ბოღმა გაგანადგურებთ თვითონ თქვენ!! არ მინდა დავიჯერო, რომ საქართველოში ასეთი გესლიანი ხალხი ჩვენს გარშემო ტრიალებს...
02:48 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ფიქრია
რა გველები ხართ ხალხო რა დაგემართატ,დააცადეთ თუ კიდევ აგარ მოგეწონათხმას ნუ მისცემთ და გავარდება მერე და დაისვენებთ,ამდენი შური და ბოროტება საიდან მოგდით ან და არაგყავტ, ან დედა, ან შვილი, მეზიზგებით ყველა შურიანი ადამიანი. ვითომ სხვა საფიქრალი და სადარდელი არ გაქვთ თქვე დალოცვილებო სიკეთის მარცვალიც კი არ გაგაჩნიათ.
22:44 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
აი ასე
არც ერტი მესიჯი მიხუიას ტელევიზიას.ფონოგრამაზე იმგერა აბა რა?მარყუარა რუსტავი 2.
21:25 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ინა
მეც არ მჯეროდა თანამედროვე "კონკია"-ს. საბრალო ანრი რა ტყუილა მოახდევინეს ბოდისში
20:19 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ფუ ფუ ფუ
ნეტა არ გრცხვენია ნანუკა, ია, ნიკა და ბატონო ლევან ტქვენც ჩაგითრიეს ამ სპეკტაკლში დავიჯერო.......................რუსთავი2კვადრატში ცოცარია
19:14 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
მთელი თავისი არსებობის მანძილზე სერიალებს (თანაც იდიოტურს) გაყურებინებთ რუსთავი-2 და ახლა გაგახსენდათ გაპროტესტება?
17:49 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
უსაქმურებს
მეტი საქმე არა გაქვთ? ამ ქალმა ის კი არ თქვა არასცოდეს მიმღერიაო, თქვა, რომ მუსიკალური განათლება არა მაქვსო, თორე... ვინც წაიკითხა ინტერვიუ, იქ იმასაც ამბობს, ტაძარშიც ვგალობდი და მოყვარულის დონეზე ყოველთვის ვმღეროდიო. ადამიანს რომ არ აქვს დალხენილი ცხოვრება ფაქტია... რაც რუსთავი2-მა ისევ შოუსთვის გამოიყენა.
17:29 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მანანა
კომენტარის გაკეთებაც არ ღირს ამაზე, ნიჭიერია ეს ქალბატონი და შეეგუეთ
17:29 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS