01 ნოემბერი, 2014
სულ სხვანაირი ამალია - რუსთაველი კონკიას ფოტომ სოციალური ქსელი შოკში ჩააგდო
აი, ამალია სტავროპოლში ერთ - ერთ ფესტივალზე „ნიჭიერის“ სცენაზე გამოსულმა ამალია ჯიბლაძემ მთელი საქართველო აალაპარაკა. მისმა სულისშემძვრელმა ისტორიამ და ნიჭმა ყველას თვალზე ცრემლი მოჰგვარა. თუმცა ამალიას ნამღერს ზოგი კრიტიკით შეხვდა და აღნიშნა, რომ ფონოგრამაზე მღეროდა.

სკანდალში გაეხვა მომღერალი ანრი ჯოხაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აფერისტობასთან გვქონდა საქმე და ამალია ფონოგრამაზე მღეროდა. იგივე აზრს აფიქსირებდა პარლამენტარი გოგა ხაჩიძეც.

„რუსთავი 2“-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ამალიას ფონოგრამაზე არ უმღერია ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში მაია ასათიანს და ნანუკა
ჟორჟოლიანს მიმართა, რომ მათ შოუში იმ ადამიანების სტუმრობას არ მიესალმებოდა, ვინც არხს თაღლითობაში ადანაშაულებდა. ამ ყველაფრის შედეგად ანრიმ ამალიას ბოდიში მოუხადა და ვარდები მიართვა. გოგა ხაჩიძეს კი „ბრავოში“ ლობისტობა ჩამოართვეს.

თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ჟურნალისტმა მაია კახიძემ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში ამალია ჯიბლაძის რამდენიმე წლის წინ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:

„აი, ამალია სტავროპოლში ერთ-ერთ ფესტივალზე. გამარჯვებები ვუსურვოთ, არა?..“

ფოტომ ყველა შოკში ჩააგდო და უამრავი კომენტარი მოჰყვა:

„მუსორგსკის სახელობის მუსიკალური კოლეჯი აქვს დამთვარებული რუსეთში“.

„ვა, მოკლედ ტყუილი ტყუილზე. ამის გარეშეც მოგვეწონებოდა“.

„ყველა საქართველოში რატომ ბეჩავდება, გამაგებინეთ, პლიიზ“

„აქ რომ კოჭებამდე კაბით იყო გამოსული“

მაია კახიძე: „ვა.. მოკლედ ტყუილი ტყუილზე. ამების გარეშეც მოგვეწონებოდა, ახლა ეს ჩემი მოპოვებული ფოტო ირბენს ინტერნეტში, არადა, იქ სადაც იდო, აღარ დევს, რა მალე წაშალეს“.

„საწყალი ადამიანის იმიჯი იმარჯვებს საქართველოში და ეს ფსიქიური გადახვევაა. სხვა არაფერი. მარტო ამალია კი არა ყველა სფეროში ეგრეა. გამარჯვებული და შემდგარი ადამიანები არავის ჭირდება, ეგრევე მტერი ჰყავს და მიწა აქვს მოზომილი ნაადრევად ჩასამარხად“.

„რუსთავი 2“ ამ თემაზე კომენტარს სავარაუდოდ ხვალ გააკეთებს, რასაც აუცილებლად შემოგთავაზებთ.

სალომე დადიანი

ასევე იხილეთ

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 55 /
ხათუნა
ამალია მალე პუტინის პირადი წარმომადგენელიც აღმოჩნდება )))) ანრიმ იქნებ იჩქარამონანიება?))))
09:39 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ინდ
პირადად ჩემთვის ამას მნიშვნელობბა არ აქვს , თუმცა ტყუილების გარეშეც ამალია პოპულარული გახდებოდა. მთავარია ის ნიჭიერია, ძლიერია...ასეთ ხალხს ყოველთვის ყავს მტერი,,, აღარ შეარგეთ ადამიანს ერთი პატარა წარმატება...ალბათ რა ბედნიერი იყო..სულ მცირე ხნით....ალბათ ახლა შეესევიან... არ დაინდობენ და ჟურნალისტი მაია კახიძე იქნება ბედნიერი..საღოლ მაია!!!
08:34 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
ადამიანი უდავოდ ნიჭიერია და დააფასეთ ვის რა გაწუხებთ ვერ მესმის, რატო გაქვთ ამდენი ბოღმა, როდის უნდა დამთავრდეს ერთმანეთის ცუდის თხრით მიღებული სიამოვნებით ცხოვრება, შოკში ვარ ხალხის ასეთი შეცვლის გამო, მასა ცხოვრობს ასე თორემ ერთ და ორს აიტანდა კაცი...
07:51 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ამ რუსთავი 2 ზე კლასიკური დიქტატურაა თურმე,და ხალხის გაბითურებას შეეშვით.როდემდე!?
02:12 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ამალია აფერისტია
01:38 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS