31 ოქტომბერი, 2014
ეკა კვალიაშვილი ავადმყოფობაზე საგანგებო მიმართვას აქვეყნებს – ''მალე მართლა ძალიან შეგრცხვებათ...''
რამდენიმე წუთის წინ ეკამ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა მომღერალ, ეკა კვალიაშვილისა და მისი ავადმყოფობის გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება. მას მერე რაც ეკას მძიმე დიაგნოზის შესახებ გახდა ცნობილი, ქალაქში ბევრს ჭორაობენ.

ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, ეკა კარგადაა, არაფერი არ სჭირს და ეს ყველაფერი ფულის გამო მოიგონაო. ეკა ხოფერია გადაცემის შემდეგ, სადაც მომღერალის ექიმებმა კოლეგებმა და მეგობრებმა ეკას ცუდად ყოფნის შესახებ მარათონი გააკეთეს, ამბობდნენ, დედა-შვილმა ძვირადღურებული ტელეფონები იყიდაო.

ამის შემდეგ მომღერალს ''რეიტინგი'' შინ ესტუმრა და თავად
ნახა დიაგნოზი, ანალიზების პასუხები და ძვირადღირებული წამლები, რომელიც ეკას საფრანგეთში დაუნიშნეს ექიმებმა.
მომღერალმა რამდენჯერმე დაანონსა ბრიფინგი, სადაც სიმართლეს იტყოდა, თუმცა დღემდე ეკას განცხადება საჯაროდ არ გაუკეთებია.

რამდენიმე წუთის წინ ეკამ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის საზოგადოებას მიმართავს.

''ჩემო ძალიან კარგებო, კეთილებო, სამართლიანებო, ძალიან ცუდი ხმები მომდის, რომ თურმე არაფერი არ მჭირს, მშვენივრად გამოვიყურები და მატყუარა ვარ. დიახ, მშვენივრად გამოვიყურები, იმიტომ რომ, არ მინდა ხალხმა ცუდ ფორმაში მნახოს. როდესაც იმდენად ცუდად ვარ, რომ ვერ მოვდივარ ფორმაში, სახლში ვარ. სახლში ვარ და ვწევარ. ალბათ ბევრს უხარია ამის მოსმენა, ეს ხომ საქართველოა...

ნუ აჰყვებით ჭორებს, ნუ დაიჯერებთ ამ სისულელეს, მალე გაირკვევა სიმართლე, დოკუმენტებით დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს და ძალიან შეგრცხვებათ. ნუ გახდით იძულებულს სამყაროს, ღმერთს, რომ იგივე გამოგაცდევინოთ... ალბათ გესმით ჩემი სუნთქვა, ამას არ ვიგონებ, მართლა ასე ვსუნთქავ...

მგონი, კარგი მაკიაჟი მაქვს. ახლაც კარგად გამოვიყურები, მაგრამ ახლაც ძალიან ცუდად ვარ... ღმერთმა გისმინოთ, ნეტავ მართლა არაფერი მაწუხებდეს... თავი დამანებეთ, ვისაც სჯერა, გაატარეთ. მალე მართლა ძალიან შეგრცხვებათ''.

ნინო მჭედლიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 70 /
ირმა
ღმერთმა კარგად გამყოფოთ,ჩემო საყვარელო მომღერალო,ერთერთო საუკეთსო და უძლიერესო საქართველოში.სირცხვილია ტელეფონებზე ლაპარაკი!რამ გაგაბოროტათ ხალხნო???
14:23 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
კატო
შეიძლება კარგი მომღერალი ხარ, შეიძლება კარგადაც გამოიყურები მაკიაჟის წყალობით, მაგრამ ბოღმა და ღვარძლი რომ გახრჩობს ამას რა ვყოთ?!
13:42 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ეთერი
ეკა გამოჯანმრთელებას გისურვებ.უფალი მოწყალეა.მე მჯერავს რომ თქვენ დასძლევთ ავადმყოფობას.ილოცეთ.ძალიან მიყვარხარ
13:31 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
.......
ეკა , მოგმართავ პატივისცემით. გისურვებ გამოჯანმრთელებას, თან გკითხავ, ხალხის ცუდ დამოკიდებულებას, ნუკის გამოხტომებს არ აბრალებთ? კარგი იქნება,თუ ინტერვიუში იმასაც აღნიშნავთ, რომ ლომის წილი მასების განწყობაში თქვენ შვილს მიუძღვის. ნუ გეწყინებატ, არ ინერვიულოთ, იხარეთ გამოჯანმრთელებით.
11:47 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თამარი
გამარჯობა ეკა მე ბორჯომიდან გცერთ ჩემი ყველაზე საყვ არელი მომგერალი ხართ და ბოლომდე ასე იქნება გამოჯამრთელებას გისურვებთ.ლამაზო ქალბატონო ჭორიკანა ხალხმა ჯობია ენა გაჩუმოს და გმერთს შეხედონ მაგლა
11:12 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანო
დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ქართველები ძალიან ბოროტი ადამიანები ვართ. ბოღმა და შური გვახრჩობს!
11:00 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მისჰელ ამასჰუკელი
მე ტკვენ ზალიან მიკვარხარტ...მჯერა ზალიან ბევრსაც.ავდმკოფობა ეგ ჰვეულებრივი პროცესია ორგნიზმსჰი,რომელსც ტკვენ უდა სზლიოტ.იმ ადამიანების ლოცვები ვისაც უკვარხარტ და სჰირდებიტ,რცმენა ,და სიცოცხლის სიკვარული,რომელიც ტკვენ სჰეგიზლიატ.ტკვენ ჰემი ფავორიტი ხარტ.მადლობა კველა დგემდე ხიტად კცეული სიმგერებისტვის.ვილოცებ ტკვენი გამოჯანმრტელებისტვის.მადლობა ,რომ ხარტ.....გაზლიერდიტ.გფარავდეტ უფალი.ბოროტსა სზლია კეტილმა,არსობა მისი გრზელია.
10:36 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ბოღმიანებს
ვერ გავიგე, ამ ქალისთვის ავადმყოფობაც გშურთ?! ან როდის იყო, ნორმალური ადამიანი ასეთ ტყუილს ამბობდა?!მაინცდამაინც დაბეჩავებული და განადგურებული გინდათ ნახოთ?!
10:25 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ბოღმიანებს
ვერ გავიგე, ამ ქალისთვის ავადმყოფობაც გშურთ?! ან როდის იყო, ნორმალური ადამიანი ასეთ ტყუილს ამბობდა?!მაინცდამაინც დაბეჩავებული და განადგურებული გინდათ ნახოთ?!
10:25 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
საქართველო
უფალი შეგეწიოს ეკა. ღმერთს ვთხოვ ყველა გაჭივრებულ ადამიანს დაეხმაროს.ბოროტ ხალხს რა გამოლევს ჩემო კარგო.
09:49 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS