31 ოქტომბერი, 2014
ეკა კვალიაშვილი ავადმყოფობაზე საგანგებო მიმართვას აქვეყნებს – ''მალე მართლა ძალიან შეგრცხვებათ...''
რამდენიმე წუთის წინ ეკამ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა მომღერალ, ეკა კვალიაშვილისა და მისი ავადმყოფობის გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება. მას მერე რაც ეკას მძიმე დიაგნოზის შესახებ გახდა ცნობილი, ქალაქში ბევრს ჭორაობენ.

ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, ეკა კარგადაა, არაფერი არ სჭირს და ეს ყველაფერი ფულის გამო მოიგონაო. ეკა ხოფერია გადაცემის შემდეგ, სადაც მომღერალის ექიმებმა კოლეგებმა და მეგობრებმა ეკას ცუდად ყოფნის შესახებ მარათონი გააკეთეს, ამბობდნენ, დედა-შვილმა ძვირადღურებული ტელეფონები იყიდაო.

ამის შემდეგ მომღერალს ''რეიტინგი'' შინ ესტუმრა და თავად
ნახა დიაგნოზი, ანალიზების პასუხები და ძვირადღირებული წამლები, რომელიც ეკას საფრანგეთში დაუნიშნეს ექიმებმა.
მომღერალმა რამდენჯერმე დაანონსა ბრიფინგი, სადაც სიმართლეს იტყოდა, თუმცა დღემდე ეკას განცხადება საჯაროდ არ გაუკეთებია.

რამდენიმე წუთის წინ ეკამ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის საზოგადოებას მიმართავს.

''ჩემო ძალიან კარგებო, კეთილებო, სამართლიანებო, ძალიან ცუდი ხმები მომდის, რომ თურმე არაფერი არ მჭირს, მშვენივრად გამოვიყურები და მატყუარა ვარ. დიახ, მშვენივრად გამოვიყურები, იმიტომ რომ, არ მინდა ხალხმა ცუდ ფორმაში მნახოს. როდესაც იმდენად ცუდად ვარ, რომ ვერ მოვდივარ ფორმაში, სახლში ვარ. სახლში ვარ და ვწევარ. ალბათ ბევრს უხარია ამის მოსმენა, ეს ხომ საქართველოა...

ნუ აჰყვებით ჭორებს, ნუ დაიჯერებთ ამ სისულელეს, მალე გაირკვევა სიმართლე, დოკუმენტებით დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს და ძალიან შეგრცხვებათ. ნუ გახდით იძულებულს სამყაროს, ღმერთს, რომ იგივე გამოგაცდევინოთ... ალბათ გესმით ჩემი სუნთქვა, ამას არ ვიგონებ, მართლა ასე ვსუნთქავ...

მგონი, კარგი მაკიაჟი მაქვს. ახლაც კარგად გამოვიყურები, მაგრამ ახლაც ძალიან ცუდად ვარ... ღმერთმა გისმინოთ, ნეტავ მართლა არაფერი მაწუხებდეს... თავი დამანებეთ, ვისაც სჯერა, გაატარეთ. მალე მართლა ძალიან შეგრცხვებათ''.

ნინო მჭედლიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 70 /
μανανα
ჯანმრტელობას გისურვებტ ქალბატონო ეკა მტელი გულიტ,გმერტმა ნუ გაახაროს ტქვენი მტერი.გახარებული მენახეტ მუდამ.7-მა მნატობმა დაგიფაროტ ნატლისა სვეტიტა!
22:02 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნერვებს ნუ მოიშლით ღმერთმა კარგად გამყოფოთ. ეს საქართველოა სადაც კეთილშობილებას და სიკეთის ქმნას ვერ იგებენ ეს საქართველოა სადაც ავადმყოფობაც კი შურთ. გამოჯანმრთელებას გისურვებთ
22:02 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
es xom saqartveloa
და შენ საქართველოს ნაწილი.შენ თვითონ ფიქრობ,რომ შენი ცუდი უხარია ხალხს, რატომ? რატომ არ იტყვი რა დიაგნოზი დაგისვეს? იქნებ სხვასაც აქვს იგივე ავადმყოფობა, გაუზიარე გამოცდილება,ასწავლე ვის მიმართონ, იყავი მათთვის მაგალითი, რომ სულიერად არ დაეცნონ.შენ თუ ხალხი გიყვარს ასე უნდა გააკეთო. რატომ ხედავ ყველა ადამიანში მტერს?კომენტარების ავტორებიც რომ გეთანხმებიან მიკვირს,ძალიან მიკვირს. "მტრების ჯინაზე" ვინ შემოგესიათ ხალხო?
21:56 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ეკა, გამოჯანმრთელებასა და კარგად ყოფნას გისურვებ. ნეტა, მართლა კარგად იყო. დაე, ილაპარაკონ, იქნებ მართლაც კარგად გახდე. ყურადღებას ნურავის მიაქცევ. ღმერთს ებარებოდე ჩვენო კარგო და საუკეთესო მომღერალო, საქართველოს ბულბულო.
21:46 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მანანა
მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ.რაც შეეხება ბოროტ ხალხს და მათ ენებს არ უნდა უსმინო,ისინი თავისებური ავადმყოფები არიან და არც კი ღირს მათი განსჯა.მიყვარხარ ძალიან.
21:33 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა,კარგად უნდა იყო!
ეკა, ნეტავ კარგად იყო. ეგებ და კარგიც იყოს შენთვის, რომ ამბობენ კარგადააო, შეძახილი ხომ იცი რა არის, ხოდა შენც კარგად იქნები, მე კი გამიხარდება:)))
21:22 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია...
გამოაჯანმრთელოს მამაზეციერმა, ამინ!
21:01 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ბოღმა ხალხი რას არ იტყვის,რა უნდათ ამ გოგოსგან,ძალიან მაგარი გოგო ხარ ეკა,ჯანმრთელობას გისურვებ,ღმერთი იყოს შენი მფარველი,ლოცვებში მოგიხსენიებ აუცილებლაააააად
20:14 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინე
ქალბატონო ეკა დიახაც ეს საქართველოა რომელიც რატომღაც უკვე ბოროტი ხალხით აივსოო. თქვენ გამოჯამრთელებას გისურვებთ და დანარჩენ ბრბოსაც ვუსურვებ გამოჯამრთელებას რადგან ბოროტებაც ხომ ავადმყოფობააა. მინდა რომ დადგეს ის დრო სადაც ყველა ერთმანეთის სიკეთით გაიხარებს...( ალბად ამ კომენტარსაც მოყვება ბოროტი კომენტარებიიი :) )
20:12 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მანო
რა სასტიკი ხალხი ხარ ასეტი ოგმიანები და ცჰორიკნები რატო ხარტ....გმერტო ცჰემო რა ვუცოდო ამ ხალხს..ეკა გმერტმა მოგცეს ჯამრტელობა და მტრების ჯინაზე იმდენ ხანს ალამაზე ეს ქვეყანა სანამ სჰენ არ მოგბეზრდება...უფალი გფარავდეს....
19:56 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS