31 ოქტომბერი, 2014
ეკა კვალიაშვილი ავადმყოფობაზე საგანგებო მიმართვას აქვეყნებს – ''მალე მართლა ძალიან შეგრცხვებათ...''
რამდენიმე წუთის წინ ეკამ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა მომღერალ, ეკა კვალიაშვილისა და მისი ავადმყოფობის გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება. მას მერე რაც ეკას მძიმე დიაგნოზის შესახებ გახდა ცნობილი, ქალაქში ბევრს ჭორაობენ.

ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, ეკა კარგადაა, არაფერი არ სჭირს და ეს ყველაფერი ფულის გამო მოიგონაო. ეკა ხოფერია გადაცემის შემდეგ, სადაც მომღერალის ექიმებმა კოლეგებმა და მეგობრებმა ეკას ცუდად ყოფნის შესახებ მარათონი გააკეთეს, ამბობდნენ, დედა-შვილმა ძვირადღურებული ტელეფონები იყიდაო.

ამის შემდეგ მომღერალს ''რეიტინგი'' შინ ესტუმრა და თავად
ნახა დიაგნოზი, ანალიზების პასუხები და ძვირადღირებული წამლები, რომელიც ეკას საფრანგეთში დაუნიშნეს ექიმებმა.
მომღერალმა რამდენჯერმე დაანონსა ბრიფინგი, სადაც სიმართლეს იტყოდა, თუმცა დღემდე ეკას განცხადება საჯაროდ არ გაუკეთებია.

რამდენიმე წუთის წინ ეკამ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის საზოგადოებას მიმართავს.

''ჩემო ძალიან კარგებო, კეთილებო, სამართლიანებო, ძალიან ცუდი ხმები მომდის, რომ თურმე არაფერი არ მჭირს, მშვენივრად გამოვიყურები და მატყუარა ვარ. დიახ, მშვენივრად გამოვიყურები, იმიტომ რომ, არ მინდა ხალხმა ცუდ ფორმაში მნახოს. როდესაც იმდენად ცუდად ვარ, რომ ვერ მოვდივარ ფორმაში, სახლში ვარ. სახლში ვარ და ვწევარ. ალბათ ბევრს უხარია ამის მოსმენა, ეს ხომ საქართველოა...

ნუ აჰყვებით ჭორებს, ნუ დაიჯერებთ ამ სისულელეს, მალე გაირკვევა სიმართლე, დოკუმენტებით დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს და ძალიან შეგრცხვებათ. ნუ გახდით იძულებულს სამყაროს, ღმერთს, რომ იგივე გამოგაცდევინოთ... ალბათ გესმით ჩემი სუნთქვა, ამას არ ვიგონებ, მართლა ასე ვსუნთქავ...

მგონი, კარგი მაკიაჟი მაქვს. ახლაც კარგად გამოვიყურები, მაგრამ ახლაც ძალიან ცუდად ვარ... ღმერთმა გისმინოთ, ნეტავ მართლა არაფერი მაწუხებდეს... თავი დამანებეთ, ვისაც სჯერა, გაატარეთ. მალე მართლა ძალიან შეგრცხვებათ''.

ნინო მჭედლიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 70 /
ფიქრია
არ ინერვიულოთ ბოროტების ჭორაობაზე,თქვენ კი თქვენი თავი აიყვანეთ,ხალისიანად იყავით და ყველაფერი კარგად იქნება,დიახ ავადმყოფობას საკუტარი რწმენა კურნავს. თქვენ ბოროტო სულებო უფლის მრისხანების გეშინოდეთ.
00:51 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თამარი
გამოჯანმრთელებას გისურვებ ეკა!გირჩევ ყურადღების ღირსადაც არ ჩააგდო მავანთა კომენტარები,დაზოგო ენერგია ,რომ შეძლო მოერიო ავადმყოფობას?!გაუფრთხილდი გულს რომ (შენივა სიტყვებით რომ ვთქვა)მასში გატარებული ბგერები დაგვიბრუნო და კიდევ მრავალჯერ მიგვაღებინო სიამოვნება შენი უნაკლო ხმითა და ნამღერით!!!! მოუთმენლად დაველოდები შენს ახალ სიმღერებს!
00:46 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
eka
Es xom saqartveloa DA tqvents qartveli xart,am qveknis moqalaqe DA Ar shegperit eseti gamotqmebi.gamojanmrtelebas gisurvebt DA dadebiti energiis matebas-rats namdvilad gchirdebat ROM sidzneleebs gaudzlot,gparavdet upali.
00:14 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
გამოჯანმრთელებას გისურვებთ,ყველას საკუთარი ბოღმა დაახრჩობს,მარტო თქვენ თავზე იფიქრეტ,მინდა მმალე სცენაზე გიხილოთ კონცერტით "ყველაფერი ცუდი უკან დარჩა"გაიღიმეთ...
00:00 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
nina javakhishvili
Ar gcxveniat xalxni? Adamianebi ar xart? Ar gifuqriat imaze rom aravin vicit win ra gansacdeli gvelodeba? Gmertma yvela jamrtelad gvamyofos magram adamianuri gancda da tanadgoma ar dagvekargos!!!! Zogadad zalian mikvirs adamianebis amdeni da amxela bogma, gvarzli, boroteba. Eka gmettma kargad gamyofos, gvtis wyaloba ar mogaklis gmertma, guli mtkiva roca cudi mesmis magram kargad iqnebi, zalian kargaaaad!!!!
23:46 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლონდა
ღმერთმა გიხსნათ განსაცდელისაგან, ქალბატონო ეკა!რაც შეეხება მტერს:,,ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი!"მე პირადად მტკივა, მაწუხებს და მრცხვენია,იმის გამო, რომ თქვენნაირ ნიჩიერ ადამიანს,რაღაც მატერიალური პრობლემა ექმნება! მართლა ვილოცებ თქვენი ჯანმრთელობისათვის!მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
23:38 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
უფალმა დაგლოცოტ ქალბატონო ეკა.მალე გვენახე გამოჯამრტელებული,ისევ ისეტი ხალისიანი და გაგიმებული.
23:34 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ისე რა უცნაური ადამიანია ეს კვალიაშვილი,შვილიც თ ავისნაირი ჰყავს.ღმერთმა კარგად გამყოფოს ქალბატონო ეკა,მაგრამ ეს ბოღმა ხასიათი ახლა მაინც დამალე...შენ თუ გიყვარს და გეცოდება ხალხი?
23:33 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მანანა სირბილაძე
ღმერთო, რა ბოროტი ხალხი არსებობს. ეკა გამოჯანმრთელებას გისურვებ.
23:26 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ხალხნო რამ გაგაბოროტათ ასე...აქ ავადმყოფობაზეა ლაპარაკი და არა პიარ კამპანიაზე....ო ღმერთო შენ უშველე ამ მართლა საცოდავ ხალხს... ადამიანი ცუდადაა იმის მაგივრად რომ ვანუგეშოთ, გავამხნევოთ, სიყვარული ვაჩუქოთ..დგახართ და განიკითხავთ..გაახილეთ თვალები,გახსენით გულის კარები და დიდი სიყვარული შეუშვით შიგ,ისე რომ ადგილი არ დარჩეს ბოროტებისთვის....შენ კი ჩემო ეკა გისურვებ გამოჯამრთელებას..მიენდე უფალს და ყველაფერი კარგად იქნება....ამ ბოროტ ხალხს კი ნუ მოუსმენ ჩაიცინე და გაიარე უფალი ყველას მოკიტხავს თავის ცოდვებს...
23:05 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS