31 ოქტომბერი, 2014
ეკა კვალიაშვილი ავადმყოფობაზე საგანგებო მიმართვას აქვეყნებს – ''მალე მართლა ძალიან შეგრცხვებათ...''
რამდენიმე წუთის წინ ეკამ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა მომღერალ, ეკა კვალიაშვილისა და მისი ავადმყოფობის გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება. მას მერე რაც ეკას მძიმე დიაგნოზის შესახებ გახდა ცნობილი, ქალაქში ბევრს ჭორაობენ.

ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, ეკა კარგადაა, არაფერი არ სჭირს და ეს ყველაფერი ფულის გამო მოიგონაო. ეკა ხოფერია გადაცემის შემდეგ, სადაც მომღერალის ექიმებმა კოლეგებმა და მეგობრებმა ეკას ცუდად ყოფნის შესახებ მარათონი გააკეთეს, ამბობდნენ, დედა-შვილმა ძვირადღურებული ტელეფონები იყიდაო.

ამის შემდეგ მომღერალს ''რეიტინგი'' შინ ესტუმრა და თავად
ნახა დიაგნოზი, ანალიზების პასუხები და ძვირადღირებული წამლები, რომელიც ეკას საფრანგეთში დაუნიშნეს ექიმებმა.
მომღერალმა რამდენჯერმე დაანონსა ბრიფინგი, სადაც სიმართლეს იტყოდა, თუმცა დღემდე ეკას განცხადება საჯაროდ არ გაუკეთებია.

რამდენიმე წუთის წინ ეკამ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის საზოგადოებას მიმართავს.

''ჩემო ძალიან კარგებო, კეთილებო, სამართლიანებო, ძალიან ცუდი ხმები მომდის, რომ თურმე არაფერი არ მჭირს, მშვენივრად გამოვიყურები და მატყუარა ვარ. დიახ, მშვენივრად გამოვიყურები, იმიტომ რომ, არ მინდა ხალხმა ცუდ ფორმაში მნახოს. როდესაც იმდენად ცუდად ვარ, რომ ვერ მოვდივარ ფორმაში, სახლში ვარ. სახლში ვარ და ვწევარ. ალბათ ბევრს უხარია ამის მოსმენა, ეს ხომ საქართველოა...

ნუ აჰყვებით ჭორებს, ნუ დაიჯერებთ ამ სისულელეს, მალე გაირკვევა სიმართლე, დოკუმენტებით დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს და ძალიან შეგრცხვებათ. ნუ გახდით იძულებულს სამყაროს, ღმერთს, რომ იგივე გამოგაცდევინოთ... ალბათ გესმით ჩემი სუნთქვა, ამას არ ვიგონებ, მართლა ასე ვსუნთქავ...

მგონი, კარგი მაკიაჟი მაქვს. ახლაც კარგად გამოვიყურები, მაგრამ ახლაც ძალიან ცუდად ვარ... ღმერთმა გისმინოთ, ნეტავ მართლა არაფერი მაწუხებდეს... თავი დამანებეთ, ვისაც სჯერა, გაატარეთ. მალე მართლა ძალიან შეგრცხვებათ''.

ნინო მჭედლიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 70 /
მელანო
გამოჯამთელებას გისურვებთ.სულ ასეთი ლამაზი დამომხიბვლელი ყოფილიყავით ,დაე ეს ჭორები სიმართლედ ქცეულიყოს,ბოგმიან ხალხს ნუ უგდებთ ყურს,გმერთმა დაგლოცოთ,
09:18 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თამო
ამ ავადმყოფობას ქვია გაფანტული სკლეროზი. დაგუგლეთ ვისაც გაინტერესებთ. ან როგორ შეიზლება ნორმალურმა ადამიანმა ავადმყოფობა დაიბრალოს.ეკა ძვირფასო, გამოჯანმრთელებას გისურვებ
08:48 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ეკა მიყვარხარ უზომოდ , როგორ მინდა , რომ მართლა ჯანმრთელად და ყველაზე მაგრად იყო, ასეც იქნება ჩემო კარგო , უფალი გაგაძლიერებს და იმ ბოღმა და შურიან ქართველებსაც დაანახებს თავისი თვალით შენს კარგად ყოფნას.
08:27 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
დარეჯანი
არ გრცხვენიატ ხალხნო? რამ გაგაბოროტატ,ტუ ვერ ეხმარებიტ ენა მაინც ცჰაიგდეტ!
04:58 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
კატო
"ავსა რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიან" ჯანმთელობა და საუკეთესო სურვილები ეკა......
02:38 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მრცხვენია......ეს მერამდენედ დავამტკიცეტ, რომ, ტურმე მარტლაც ფურტხის გირსნი ვყოფილვარტ
02:01 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
გელოდი ფოცხიშვილი
მე მართლა სამარცხვინოთ მიმაჩნია ეს გაუთავებელი ჭორები ასე როგორ დაკარგა ხალხმა დაჯერების გრძნობა რომ არაფერი არ ჯერავთ?ეკა კვალიაშვილი ისეთივე ძლიერი ადამიანია როგორიც მომღერალია,ის ყოველთვის დაუფასებელი იყო ჩვენი უგუნური საზოგადოების მიერ და მასზე ბევრს ჭორაობდნენ ზუსტათ ის ხალხი ვინც თვითონ იყვნენ ყოველთვის გასაჭორი,მე მინდა ჩემს უახლოეს მეგობარს და დიდ მომღერალს უსურვო ჯამრთელობა და დიდხან სიცოცხლე....ეკა გული არა გაიტეხო შენ ძალიან დიდხანს იცოცხლებ იმიტომ რომ შენი სიმღერა ყოველთვის ჭირდება ამ ჩვენ გაუბედურებულ და ჭორიკანა საქართველოს.....
01:51 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
iako
Es saqartvelos realobaa samcuxarot. Ufalma gadmogxedot da gamogajamrtelot. Me gagebisrsnave dzalian mecyina da hutanagrdxnot.
01:25 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
დათო
კარგად გამყოფოს უფალმა ჭორიან ხალხს რა დალევს ქვეყანაზე
01:22 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
კლარა
გულწრფელად გირჩევ, ეკა, გ ა ა ტ ა რ ე ბოღმიანი ჭორები. იმიტომ, რომ ბოროტი ჭორები ნეგატიურ განწყობას მოგიტანს, ეს კი არასასურველია ავადობისას.(და არამარტო!) გისურვებ ჯანმრთელობას. შენს ხმას მრავალჯერ გავუხარებივარ და ღმერთმა სიხარულით აგავსოს, კეთილო ქალო.
01:11 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS