31 ოქტომბერი, 2014
ეკა კვალიაშვილი ავადმყოფობაზე საგანგებო მიმართვას აქვეყნებს – ''მალე მართლა ძალიან შეგრცხვებათ...''
რამდენიმე წუთის წინ ეკამ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა მომღერალ, ეკა კვალიაშვილისა და მისი ავადმყოფობის გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება. მას მერე რაც ეკას მძიმე დიაგნოზის შესახებ გახდა ცნობილი, ქალაქში ბევრს ჭორაობენ.

ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, ეკა კარგადაა, არაფერი არ სჭირს და ეს ყველაფერი ფულის გამო მოიგონაო. ეკა ხოფერია გადაცემის შემდეგ, სადაც მომღერალის ექიმებმა კოლეგებმა და მეგობრებმა ეკას ცუდად ყოფნის შესახებ მარათონი გააკეთეს, ამბობდნენ, დედა-შვილმა ძვირადღურებული ტელეფონები იყიდაო.

ამის შემდეგ მომღერალს ''რეიტინგი'' შინ ესტუმრა და თავად
ნახა დიაგნოზი, ანალიზების პასუხები და ძვირადღირებული წამლები, რომელიც ეკას საფრანგეთში დაუნიშნეს ექიმებმა.
მომღერალმა რამდენჯერმე დაანონსა ბრიფინგი, სადაც სიმართლეს იტყოდა, თუმცა დღემდე ეკას განცხადება საჯაროდ არ გაუკეთებია.

რამდენიმე წუთის წინ ეკამ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის საზოგადოებას მიმართავს.

''ჩემო ძალიან კარგებო, კეთილებო, სამართლიანებო, ძალიან ცუდი ხმები მომდის, რომ თურმე არაფერი არ მჭირს, მშვენივრად გამოვიყურები და მატყუარა ვარ. დიახ, მშვენივრად გამოვიყურები, იმიტომ რომ, არ მინდა ხალხმა ცუდ ფორმაში მნახოს. როდესაც იმდენად ცუდად ვარ, რომ ვერ მოვდივარ ფორმაში, სახლში ვარ. სახლში ვარ და ვწევარ. ალბათ ბევრს უხარია ამის მოსმენა, ეს ხომ საქართველოა...

ნუ აჰყვებით ჭორებს, ნუ დაიჯერებთ ამ სისულელეს, მალე გაირკვევა სიმართლე, დოკუმენტებით დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს და ძალიან შეგრცხვებათ. ნუ გახდით იძულებულს სამყაროს, ღმერთს, რომ იგივე გამოგაცდევინოთ... ალბათ გესმით ჩემი სუნთქვა, ამას არ ვიგონებ, მართლა ასე ვსუნთქავ...

მგონი, კარგი მაკიაჟი მაქვს. ახლაც კარგად გამოვიყურები, მაგრამ ახლაც ძალიან ცუდად ვარ... ღმერთმა გისმინოთ, ნეტავ მართლა არაფერი მაწუხებდეს... თავი დამანებეთ, ვისაც სჯერა, გაატარეთ. მალე მართლა ძალიან შეგრცხვებათ''.

ნინო მჭედლიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 70 /
mzeqala
Gamoganmrtelebas gisurvebt borotebs ubralod bogma gaanadgurebs....
19:54 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა ლიპარტელიანი
გმერტი სჰეეციოს ყველა უგნურს....ეკას გამოჯამრტელებას ვუსურვებ...ამ ხალხს ჰგონია ტვიტონ არასდროს სჰეეხება ავადმყოპობა...ეს ისეტი რამეა ყველას კარტან იჩოქებს...გმერტმა გაშოროთ და სხვასაც ნუ განსჯიტ
19:45 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ქალბატონ ეკას რა თქმა უნდა გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ ნება მიბოძეთ შეგახსენოთ მარტო თქვენ არ ხართ ავად და თქვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სხვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაა,უამრავი ადამიანია ვისაც არავინ არაფრით დახმარებია, ასე რომ მადლიერებით მიიღეთ დახმაერბაა თუ თანადგომა და მორჩით საზოგადოების მისამართიღთ გამოთქმულ საყვედურებს. დავიღალეთ!
18:49 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თათია
მართალი ხარ ქალბატონო ეკა ეს საქართველოა . ძლიერი ქალი ხართ და სტრესი არ მიიკაროთ ახლოს და არ ილაპარაკოთ ხშირად ავადმყოფობაზე ეს უთმავრესია საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით. უკეთესად იქნებით .
18:24 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალი
გამოჯანმრთელებას გისურვებთ, გვინდა რომ კარგად იყო და ისევ ისე გვიმღერო
17:32 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნაირა
"ვაი, რა კარგი საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო, ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო, დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო.გამოჯანმრთელებას გისურვებ კარგო ადამიანო. ყურადღება არავის მიაქციო, შენს თავს მიხედე.
17:27 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ფატი
ეკა შენ ხარ უძლიერესი მომღერალი, რაც ბევრს აღიზიანებს ალბათ. ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოს ჩემო კარგო, ჭორიკნებმა იჭორაონ, მათი საქმეც ხომ ეგაა. მე ვილოცებ შენს გამოჯანმრთელებაზე, ძალიან მიყვარხარ და მუდამ გისმენ....
16:59 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნენო
ეკა გენაცვალე მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ, გაატარე ბოროტი ადამიანების მიერ გავრცელებული ჭორები, შენ ხომ მაგარი და ძლიერი გოგო ხარ
15:56 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ჩემი საყვარელი მომღერალი ხართ ეკა,გამოჯანმრთელებას გისურვებთ,ყველას კი არ უნდა დაუგდოთ ყური, ბევრი ბოროტი ადამიანი არსებობს ამ ქვეყანაზე.
15:13 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ეკა, რა უნდა დაამტკიცოთ, რომ ავად ხართ? არც იფიქროთ, ვისაც არ ჯერა, არც დაიჯერებს. ვაი, რა სირცხვილიააააააააააააააა რამდენი წელია, თქვენი ხმითა და ნიჭიერებით ვტკბებით, ვაფრენ თქვენს სიმღერებზე, მაგრამ სიცოცხლე ყველას ერთნაირად წყურია, ხალხო, ნიჭიერსაც და უნიჭოსაც. ნუ წერთ ბოროტ კომენტარებს, ღვთის გეშინოდეთ, ნუკის რამდენიმე კომენტარი უადგილო იყო, მაგრამ არა უშავს. მიხვდება, რომ ზედმეტი მოუვიდა. დიდხანს სიცოცხლე, გაძლიერება, ბევრი ახალი სიმღერა მონატრებულო ქართულო ხმავ -ეკა კვალიაშვილო!!!!!!!!!!!!
14:26 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS