31 ოქტომბერი, 2014
ეკა კვალიაშვილი ავადმყოფობაზე საგანგებო მიმართვას აქვეყნებს – ''მალე მართლა ძალიან შეგრცხვებათ...''
რამდენიმე წუთის წინ ეკამ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა მომღერალ, ეკა კვალიაშვილისა და მისი ავადმყოფობის გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება. მას მერე რაც ეკას მძიმე დიაგნოზის შესახებ გახდა ცნობილი, ქალაქში ბევრს ჭორაობენ.

ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, ეკა კარგადაა, არაფერი არ სჭირს და ეს ყველაფერი ფულის გამო მოიგონაო. ეკა ხოფერია გადაცემის შემდეგ, სადაც მომღერალის ექიმებმა კოლეგებმა და მეგობრებმა ეკას ცუდად ყოფნის შესახებ მარათონი გააკეთეს, ამბობდნენ, დედა-შვილმა ძვირადღურებული ტელეფონები იყიდაო.

ამის შემდეგ მომღერალს ''რეიტინგი'' შინ ესტუმრა და თავად
ნახა დიაგნოზი, ანალიზების პასუხები და ძვირადღირებული წამლები, რომელიც ეკას საფრანგეთში დაუნიშნეს ექიმებმა.
მომღერალმა რამდენჯერმე დაანონსა ბრიფინგი, სადაც სიმართლეს იტყოდა, თუმცა დღემდე ეკას განცხადება საჯაროდ არ გაუკეთებია.

რამდენიმე წუთის წინ ეკამ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის საზოგადოებას მიმართავს.

''ჩემო ძალიან კარგებო, კეთილებო, სამართლიანებო, ძალიან ცუდი ხმები მომდის, რომ თურმე არაფერი არ მჭირს, მშვენივრად გამოვიყურები და მატყუარა ვარ. დიახ, მშვენივრად გამოვიყურები, იმიტომ რომ, არ მინდა ხალხმა ცუდ ფორმაში მნახოს. როდესაც იმდენად ცუდად ვარ, რომ ვერ მოვდივარ ფორმაში, სახლში ვარ. სახლში ვარ და ვწევარ. ალბათ ბევრს უხარია ამის მოსმენა, ეს ხომ საქართველოა...

ნუ აჰყვებით ჭორებს, ნუ დაიჯერებთ ამ სისულელეს, მალე გაირკვევა სიმართლე, დოკუმენტებით დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს და ძალიან შეგრცხვებათ. ნუ გახდით იძულებულს სამყაროს, ღმერთს, რომ იგივე გამოგაცდევინოთ... ალბათ გესმით ჩემი სუნთქვა, ამას არ ვიგონებ, მართლა ასე ვსუნთქავ...

მგონი, კარგი მაკიაჟი მაქვს. ახლაც კარგად გამოვიყურები, მაგრამ ახლაც ძალიან ცუდად ვარ... ღმერთმა გისმინოთ, ნეტავ მართლა არაფერი მაწუხებდეს... თავი დამანებეთ, ვისაც სჯერა, გაატარეთ. მალე მართლა ძალიან შეგრცხვებათ''.

ნინო მჭედლიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 70 /
გიორგი
ვისაც ეჭვი არ გვეპარება დაუდგეთ გვერდში და მე მგონი იმდენი ვართ რომ ველაფერი კარგად დასრულდება. ეკა გისურვებ გამოჯამრთელობას, გფარავდეს უფალი.საქართველო შენ გვერდითაა.
15:10 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
უფალი გფარავდეთ! გამოჯანმრთელებას გისურვეთ.გვიყვარხარ ეკა.
14:51 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თეო
არავისი არ უნდა დაიჯერო...ფულის გულისთვის სულ გაგიჟდა ხალხი ...ვაი სირცხვილო..
08:42 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ძვირფასო ეკა, როგორ არ გვჯერა თქვენი, სამწუხაროდ...თქვენნაირი მომღერალი მართლაც სანთლით საძებნია საქართველოში, უფალი შეგეწიოთ და გამოგაჯანმრთელოთ.
01:25 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია მარუაშვილი
ვისაც არ სჯერა და ტყუილად აცხადებს ამ ამბავს, თავად არის მატყუარა. როგორ უნდა მოიტყუოს?! ბოროტება და შურია ჩვენს გარშემო. ადამიანს თავის პრობლემები ისედაც უამრავი აქვს და კიდევ უმატებენ. ნეტავ მართლა ტყუილი იყოს - მე ეს ძალიან გამიხარდებოდა. ეკა ჩვენ ძალიან გვიყვარხარ და გვენატრები. ყოველთვის შენი გულშემატკივრები ვიქნებით. შურიანებს და ბოროტებს ნუ მოუსმენ.
01:01 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
ეკა ძვირფასო გამოჯანმრტელებას გისურვებთ და ძველებური რითმით ცხოვრებას. რაც ხდება შენი ტუტრუცანა გოგოს ბრალია ენა რომ წინ უსწრებს და მერე რომ ფიქრობს (ან ფიქრობს კი საერთოდ) შენ არავინ გერჩის შენმა შვილმა გააღიზიანა ხალხი
23:54 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ირინა
არ ვიცოდი ეკას ავადმყოფობის შესახებ და მეწყინა ძალიან....უფალი გფარავდეთ ეკა!!!მამა გაბრიელის ძალა და მადლი შეგეწიოთ!!!
23:31 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
daian imqmeda chemze tqvenma gancxadebam,ra brteba triaebs xaxshi daian minda jamrtead iyot. gfaravdet gmerti///
21:21 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ეკასნაირი მომღერალი საქართველოს მეორე არ ყავს და თუ ყრუები არ ხართ უნდა ხვდებოდეთ :(( იმედია გამოჯანმრთელდებით და ისევ გაგვანებივრებთ გემოვნებიანი სიმღერებით :)
20:42 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მერიკო
ძვირფასო ეკა,მჯერა რომ ცუდად ხართ, თუმცა გაიხსენეთ, ვინმე ხომა რ გყავთ სანაცნობოში, ვინც ნაწყენია თქვენზე და დაბოღმილია თქვენზე. დამიჯერეთ, შავი მაგია არსებობს და ეს არ არის ხუმრობა. რაც შეიძლება მიენდეთ ეკლესიას, მიმართეთ რწმენით უფალს და დამიჯერეთ, ეს კოშმარული ავადმყოფობა გაქრება. თქვენ მე არ მიცნობთ, მაგრამ მე ვარ თქვენი ნიჭის თაყვანისმცემელი და არ შემეძლო ეს არ მომეწერა... სრულ გამოჯანმრთელებას გისურვებთ, საკუთარი ნიჭის წარმოჩენას.
20:07 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS