31 ოქტომბერი, 2014
ეკა კვალიაშვილი ავადმყოფობაზე საგანგებო მიმართვას აქვეყნებს – ''მალე მართლა ძალიან შეგრცხვებათ...''
რამდენიმე წუთის წინ ეკამ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა მომღერალ, ეკა კვალიაშვილისა და მისი ავადმყოფობის გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება. მას მერე რაც ეკას მძიმე დიაგნოზის შესახებ გახდა ცნობილი, ქალაქში ბევრს ჭორაობენ.

ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, ეკა კარგადაა, არაფერი არ სჭირს და ეს ყველაფერი ფულის გამო მოიგონაო. ეკა ხოფერია გადაცემის შემდეგ, სადაც მომღერალის ექიმებმა კოლეგებმა და მეგობრებმა ეკას ცუდად ყოფნის შესახებ მარათონი გააკეთეს, ამბობდნენ, დედა-შვილმა ძვირადღურებული ტელეფონები იყიდაო.

ამის შემდეგ მომღერალს ''რეიტინგი'' შინ ესტუმრა და თავად
ნახა დიაგნოზი, ანალიზების პასუხები და ძვირადღირებული წამლები, რომელიც ეკას საფრანგეთში დაუნიშნეს ექიმებმა.
მომღერალმა რამდენჯერმე დაანონსა ბრიფინგი, სადაც სიმართლეს იტყოდა, თუმცა დღემდე ეკას განცხადება საჯაროდ არ გაუკეთებია.

რამდენიმე წუთის წინ ეკამ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის საზოგადოებას მიმართავს.

''ჩემო ძალიან კარგებო, კეთილებო, სამართლიანებო, ძალიან ცუდი ხმები მომდის, რომ თურმე არაფერი არ მჭირს, მშვენივრად გამოვიყურები და მატყუარა ვარ. დიახ, მშვენივრად გამოვიყურები, იმიტომ რომ, არ მინდა ხალხმა ცუდ ფორმაში მნახოს. როდესაც იმდენად ცუდად ვარ, რომ ვერ მოვდივარ ფორმაში, სახლში ვარ. სახლში ვარ და ვწევარ. ალბათ ბევრს უხარია ამის მოსმენა, ეს ხომ საქართველოა...

ნუ აჰყვებით ჭორებს, ნუ დაიჯერებთ ამ სისულელეს, მალე გაირკვევა სიმართლე, დოკუმენტებით დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს და ძალიან შეგრცხვებათ. ნუ გახდით იძულებულს სამყაროს, ღმერთს, რომ იგივე გამოგაცდევინოთ... ალბათ გესმით ჩემი სუნთქვა, ამას არ ვიგონებ, მართლა ასე ვსუნთქავ...

მგონი, კარგი მაკიაჟი მაქვს. ახლაც კარგად გამოვიყურები, მაგრამ ახლაც ძალიან ცუდად ვარ... ღმერთმა გისმინოთ, ნეტავ მართლა არაფერი მაწუხებდეს... თავი დამანებეთ, ვისაც სჯერა, გაატარეთ. მალე მართლა ძალიან შეგრცხვებათ''.

ნინო მჭედლიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 70 /
ლია
გამოჯანმრთელებას გისურვებტ
20:29 / 07-11-2014
გამოხმაურება / 0 /
maka
Ufalmi gfaravdet
00:49 / 07-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ციური
ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ ქალბატონო ეკა,ყველაფერი კარგათ იქნება .გისურვებთ გამოჯანრმთელებას
21:09 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
გამოჯამრთელებას გისურვებთ ქალბატონო ეკა, უფალი იყოს თქვენი მფარველი გული არ გაიტეხოთ.ყურადღებას ნუ აქცევთ გაბოროტებული ხალხის განცხადებებს, არ ღის მაგაზე ტქვენი ნერვების ხარჯვა.
12:04 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
დალი
ასე ძალიან რატომ უხარიათ სხვისი ცუდი ვერ ვხვდები.განსაკუთრებით წარმატებულების.მინდა რომ ძალიან კარგათ იყოთ. ქალბატონო ეკა გამოჯამრთელებას გისურვებთ.
13:11 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მაგდა
ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება,ხალხის ჭორებზე ნუ იდარდებთ, ეგ მოსული ამბავია საქართველოში,ეხლა მნიშვნელოვანი მხოლოდ თქვენი სწორად მკურნალობაა, გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს
12:44 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
რეზო
მოგესალმებით ქალბატონო ეკა პირველ რიგში გისურვებ გამოჯამრთველებას და დიდხანს სიცოცხლეს რომ ჩვენი მსმენელების გული კიდევ ბევრჯელ გაგეხარებინოთ თქვენი სიმღერებით. ის ჭორიკნები მაგ ჭორაობით ვერაფერს დაგაკლებენ გაუშვი და იჭორაონ ყურს ნუ უგდებთ და რაც მთავარია გულთან ნუ მიიტანთ
02:04 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეიტი
ეკა ტქვენ ზირზველი ტრადიციული ოჯახიდან მოიაზრებიტ საქარტველოსჰი. სიმხნევეს სიმსჰვიდეს უპლის ცყალობას გისურვებტ. უნიკალური სმენის და ხმის ბრზანდებიტ. მზეგრზელობას გისურვებტ
17:22 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეიტი
ეკა ტქვენ ზირზველი ტრადიციული ოჯახიდან მოიაზრებიტ საქარტველოსჰი. სიმხნევეს სიმსჰვიდეს უპლის ცყალობას გისურვებტ. უნიკალური სმენის და ხმის ბრზანდებიტ. მზეგრზელობას გისურვებტ
17:21 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლამარა
გამოჯამრთელებას გისურვებ,გვტკივათქვენი ტკივილი.
15:41 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS