31 ოქტომბერი, 2014
მურატ ილდირიმი ნინი ბადურაშვილზე უგონოდაა შეყვარებული - ''ეს მას პირადადაც ვუთხარი...''
როგორც ვიცი, ის დაკავებულია თავისი საქმიანობით მომღერალ ნინი ბადურაშვილზე თბილისში მორიგი ჭორი გავრცელდა. ამბობენ, თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი ნინიზეა შეყვარებული. ერთმანეთი მურატის პირველი ჩამოსვლისას გაიცნეს და მას მერე ხშირად ხვდებიან ერთმანეთსო. ზოგი იმასაც ამბობს, არც ნინი არის გულგრილი მის მიმართ. საყვარელ გოგონასთან ენის ბარიერი რომ არ არსებობდეს, თურმე მურატი ქართულს აქტიურად სწავლობს. ჭორს იმითაც ამყარებენ, რომ მურატი ცოლს რამდენიმე თვის წინ, საქართველოში პირველი ვიზიტის შემდეგ დაშორდა. ჭორის გაგების შემდეგ ნინი ბადურაშვილს დავუკავშირდით.

- ნინი, როგორც
გავიგეთ, მურატი საქართველოში პირველი ჩამოსვლისას გაიცანი და მას შემდეგ შენს გამო ჩამოდის ხშირად საქართველოში.
- (იცინის) ეს მორიგი ჭორია. ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' გავიცანი. სხვა დროს არ შევხვედრილვარ. როგორც ვიცი, ის დაკავებულია თავისი საქმიანობით. ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალებს და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.
- ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' სცენის მიღმა მურატი არ გინახავს?
- პროექტის გარდა შევხვდი რესტორანში, სადაც დანარჩენ ჟიურის წევრებთან მონაწილეებთან ერთად ყველა ვიყავით.
- ამბობენ, ნინის გამო აქტიურად სწავლობს ქართულსო.
- (იცინის) გარწმუნებ, ქართულს ჩემ გამო არ სწავლობს.
- გაქვს მისი მონაწილეობით სერიალები ნანახი და მოგწონს?
- ნანახი მაქვს მხოლოდ პირველი სერიალი, რომელიც საქართველოში აჩვენეს და სადაც ის, სავაშ ბალდარს თამაშობდა. ვფიქრობ, რომ ძალიან ნიჭიერი მსახიობია და ეს მას პირადადაც ვუთხარი.

პ.ს. საინტერესოა, როგორ შეხვდება ამ ჭორს ნინის ყოფილი მეუღლე ირაკლი კუტალაძე.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 82 /
"და რატომაც არა..." -- Pირიდან გამოიღე და ისე ილაპარაკე! მერე გაიგებ რატონმაც კი თუ რატომაც არა! სენი წილიმე!
00:23 / 03-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარო
ჩემს ახალგაზრდობაში ყველგამ ბრეჟნევი იყო გაყვეტებული, სსრკ დანგრევის შემდეკ კი ბადურაშვილი. დაგვასვენეთ. მშვენიერი ბაცშვია და ნუ მოგვაბეზრეთ.
21:00 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
...
და რატომაც არა...
20:33 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
შეხედეთ თურქის ხსენებაზე გიურჯი ხათუნების რიგი დადგა! უთავმოყვარო გურჯო ხათუნები გრუზინებისგან Aრაფრით არ განსხვავდებით საერთო Eრთი Gაქვთ ,ფულის უუზომო სიყვარული!
19:55 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნუნუ
რა მოცლილი ხალხიააააა
13:28 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
fazili
ჭორს არ გავს ეს, პიარს ჰგავს
13:03 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ნინი ყველაზე ლამაზი და გამორჩეული გოგონაა, ამიტომაც შურიანები ბოღმას ანთხევენ და ლანძღავენ. ნინი,ულამაზესი ხარ
12:52 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
Raro Murat ildirimi AQ sxva saqmita dakavebuli is leikemiit daavadebul bvshvebs exmareba:-\ :-\
11:13 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
მიდი რა ნინი, გაყევი ცოლდ
01:30 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ანიანი
ამ ხალხს ხომ მეტი არ უნდა ვის ვის აჰკიდებენ მოცლოლები დაანებონ ამ გოგოს ტავი ვისაც უნდა იმას დაუახლოვდება ვისი რა საქმეა მიდი ნინი ამ ბოგმებს არ აჰყვე დასკდნენ
00:53 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS