31 ოქტომბერი, 2014
მურატ ილდირიმი ნინი ბადურაშვილზე უგონოდაა შეყვარებული - ''ეს მას პირადადაც ვუთხარი...''
როგორც ვიცი, ის დაკავებულია თავისი საქმიანობით მომღერალ ნინი ბადურაშვილზე თბილისში მორიგი ჭორი გავრცელდა. ამბობენ, თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი ნინიზეა შეყვარებული. ერთმანეთი მურატის პირველი ჩამოსვლისას გაიცნეს და მას მერე ხშირად ხვდებიან ერთმანეთსო. ზოგი იმასაც ამბობს, არც ნინი არის გულგრილი მის მიმართ. საყვარელ გოგონასთან ენის ბარიერი რომ არ არსებობდეს, თურმე მურატი ქართულს აქტიურად სწავლობს. ჭორს იმითაც ამყარებენ, რომ მურატი ცოლს რამდენიმე თვის წინ, საქართველოში პირველი ვიზიტის შემდეგ დაშორდა. ჭორის გაგების შემდეგ ნინი ბადურაშვილს დავუკავშირდით.

- ნინი, როგორც
გავიგეთ, მურატი საქართველოში პირველი ჩამოსვლისას გაიცანი და მას შემდეგ შენს გამო ჩამოდის ხშირად საქართველოში.
- (იცინის) ეს მორიგი ჭორია. ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' გავიცანი. სხვა დროს არ შევხვედრილვარ. როგორც ვიცი, ის დაკავებულია თავისი საქმიანობით. ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალებს და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.
- ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' სცენის მიღმა მურატი არ გინახავს?
- პროექტის გარდა შევხვდი რესტორანში, სადაც დანარჩენ ჟიურის წევრებთან მონაწილეებთან ერთად ყველა ვიყავით.
- ამბობენ, ნინის გამო აქტიურად სწავლობს ქართულსო.
- (იცინის) გარწმუნებ, ქართულს ჩემ გამო არ სწავლობს.
- გაქვს მისი მონაწილეობით სერიალები ნანახი და მოგწონს?
- ნანახი მაქვს მხოლოდ პირველი სერიალი, რომელიც საქართველოში აჩვენეს და სადაც ის, სავაშ ბალდარს თამაშობდა. ვფიქრობ, რომ ძალიან ნიჭიერი მსახიობია და ეს მას პირადადაც ვუთხარი.

პ.ს. საინტერესოა, როგორ შეხვდება ამ ჭორს ნინის ყოფილი მეუღლე ირაკლი კუტალაძე.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 82 /
:)
უხდებიან ერთმანეთს:)
18:02 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
777
მეშინია ბოღმამ და შურმა არ დაგახრჩოთ.სურათი გადაიღეს ქორწილის დღე ხომ არ დაუანონსებიათ.
17:39 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ვაიმე, რატომ არ მთავრდება ამ გოგოს შეჭმა? არ მომწონს მისი სიმღერა, მაგრამ ანგელოზივით გოგოა და წესიერი. ფოტო ვეღარ გადაუღია? ცუდია ასე გაბოროტება. ნამდვილ დამნაშავეებზე ხმას ვერ იღებთ. დაიჯერეთ, ეს უზნეო საუბრები ისევ თქვენკენ მოდის.
17:28 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნდ
რა მარაზმია ამდენი აგრესია, ჭორაობა და ზიზღი...რამ გაგაბოროტათ.. მიხედეთ თქვენ ცხოვრებას და სხვისი განკითხვისთვის დრო არ დაგრჩებათ..
17:20 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
N.
და თვითონ მურატს უთხარით ახალი ამბავი?იცის ნეტავ? ^_^
17:13 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
tiko
აშკარად ჟურნალისტის ფანტაზიებია
17:07 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ვაიმე რა გჭირთ ხალხნო სულ დაშტერდით.............
16:50 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ირა
თურქებს ყოველტვის უნდოდათ ქართველი ქალები გასართობათ ..ნინისაც მეტი რა უნდა
16:38 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატია
არ გრცხვენიათ ქართველებო, მართლა პირველყოფილები ხართ. რა უბედურებაა ამდენი ჭორაობა. რამ დაგიცარიელათ თავი ასე რომ სხვაზე ვეღარაფერზე ფიქრობს. რა არ გასვენებთ. ნინი ყველაზე ჭკვიანი და ლამაზი გოგოა, ას გაღიზიანებთ და გკლავთ?. აფხარკალეთ ფეხები, ვერასდროს გახდებით მისი მსგავსი.
16:35 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მკერდი რომ მიბჯენილი აქვს ამ დედა მო..ულ თურქზე ალბად ცრემლები მოგდით ბედნიერებისგან ქართველებო!
16:25 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS