31 ოქტომბერი, 2014
მურატ ილდირიმი ნინი ბადურაშვილზე უგონოდაა შეყვარებული - ''ეს მას პირადადაც ვუთხარი...''
როგორც ვიცი, ის დაკავებულია თავისი საქმიანობით მომღერალ ნინი ბადურაშვილზე თბილისში მორიგი ჭორი გავრცელდა. ამბობენ, თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი ნინიზეა შეყვარებული. ერთმანეთი მურატის პირველი ჩამოსვლისას გაიცნეს და მას მერე ხშირად ხვდებიან ერთმანეთსო. ზოგი იმასაც ამბობს, არც ნინი არის გულგრილი მის მიმართ. საყვარელ გოგონასთან ენის ბარიერი რომ არ არსებობდეს, თურმე მურატი ქართულს აქტიურად სწავლობს. ჭორს იმითაც ამყარებენ, რომ მურატი ცოლს რამდენიმე თვის წინ, საქართველოში პირველი ვიზიტის შემდეგ დაშორდა. ჭორის გაგების შემდეგ ნინი ბადურაშვილს დავუკავშირდით.

- ნინი, როგორც
გავიგეთ, მურატი საქართველოში პირველი ჩამოსვლისას გაიცანი და მას შემდეგ შენს გამო ჩამოდის ხშირად საქართველოში.
- (იცინის) ეს მორიგი ჭორია. ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' გავიცანი. სხვა დროს არ შევხვედრილვარ. როგორც ვიცი, ის დაკავებულია თავისი საქმიანობით. ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალებს და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.
- ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' სცენის მიღმა მურატი არ გინახავს?
- პროექტის გარდა შევხვდი რესტორანში, სადაც დანარჩენ ჟიურის წევრებთან მონაწილეებთან ერთად ყველა ვიყავით.
- ამბობენ, ნინის გამო აქტიურად სწავლობს ქართულსო.
- (იცინის) გარწმუნებ, ქართულს ჩემ გამო არ სწავლობს.
- გაქვს მისი მონაწილეობით სერიალები ნანახი და მოგწონს?
- ნანახი მაქვს მხოლოდ პირველი სერიალი, რომელიც საქართველოში აჩვენეს და სადაც ის, სავაშ ბალდარს თამაშობდა. ვფიქრობ, რომ ძალიან ნიჭიერი მსახიობია და ეს მას პირადადაც ვუთხარი.

პ.ს. საინტერესოა, როგორ შეხვდება ამ ჭორს ნინის ყოფილი მეუღლე ირაკლი კუტალაძე.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 82 /
:D
მე ასეთი ჭორი არ გამიგონია, ჟურნალისტები თვითონ იგონებთ?
22:30 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
კიმა
ჯურნალისტს რამდენი გადაუხადეს?
22:23 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
ვინ აღარ მუშაობს ბადურაშვილის გაპიარებაზე რა გზას არ მიმართავენ. მე მგონი ასე უფრო ამცირებენ.ერტი კომპლოიმენტი უთხრა სავაშმა ზრდილობის გამო და გოიმივით ავარდა...
22:20 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
კარგით რა რა ამბავია ამდენი სიბოროტე. ნინი ,,სავაშზე,, უკეატესსაც იმსახურებს. რა დაგიშავათ ამ გოგომ რომ მუდამ ღვარძლის ობიექტია?
21:44 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ყოფილ ქმარს რა ესაქმება,გაყრილები არიან და ცალ-ცალკე განაგრძნობენ ცხოვრებას. ნინი თავისუფალი ქალია და როგორც უნდა ისე იცხოვრებს.
21:40 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
თურქებს ბევრად ლამაზი მსახიობები ყავთ.რა გახდა ეს ბადურაშვილი.უბრალოდ სიმპათიურიც არა არის,არამც თუ ლამაზი.
21:21 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯერ იყოდა თურმე ოთოს შენატროდენ ქართველი კაცები ნინისთან რომ ცეკვავდა... ვაი ქართVელ კაცებს რომ ნინსთანა ქალები თურმე აღარ დადიან საქართველოში (სილამაზეს არ ვუწუნებ) და ეხლა მურა გადარეულა , დედა საწყალი მურატს, როგორი პრობლემა აქვს სად ყავს მასეთი ლამაზი ქალი ნანახი? შეიძლება კი გადაირა და ცოლობაც ხომ არ შესთავზა ნეტა?უგონოდ ყოფილა შეყვარებული და პირადათაც უთქვამს. გრცხვენოდეთ ქართველო ვაი ჟურნალისტებო. სკანდალებით გინდათ დაიმკვიდროთ თავი ხალხში?
21:17 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
სოსო
მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება , რომ ამ ჭორებს თვითონ ნინი ავრცელებს , რომ სულ მაგაზე იყოს ლაპარაკი . ესეთი დაავადება ჭირს , უყვარს ქალს პიარი, ვერ ძლებს მაგის გარეშე. ცეკვაში აღარ იქნება , სამაგიეროდ მაინც ილაპარაკებენ, მაგარი გათვლაა. დედამისის სკოლა აქვს გოგოს გავლილი.
21:12 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
კატერინა კატია
რა მაგრათ გაკლიათ ვაი ჟურნალისტებო, უგონოდაა შეყვარებული როდის დაკარგა გონება თქვე საცოდავებო ანგელოზივით გოგო ყავს ვისაც აღმერთებს რაში ჭირდება ჟურნალისტს ასეთი პროვაკაციული ვითომ ნიუსები საცოდავები ხართ მეცოდებით ძალიან რაებს ბოდავთ. სირცხვილია, იმ ადამიანის ყურამდე არ მივიდეს ეს იდიოტური ინფორმაცია . კაცი ქველმოქმედებისთვის ჩამოსულა, გეხმარება, პატივს გცემს, რომელი ქართველი დახარჯულა და შეუწუხებია თავი ქველმოქმედებით, ერთი ათი ასეთი რომ ყავდეს საქართველოს რაღა უჭირდა
21:07 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თემური
ნატა --რაო რა თქვი? ანგელოზიო და წესიერიოო? ჰაჰაჰაჰაჰჰაჰაჰაჰაჰჰაჰა, მართლა ვაი ზოგიერთების პატრონს , რა დებილები ხართ.
20:57 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS