„3 წლის წინ, თერჯოლაში, გავიცანი თემურ არაბიძე, ახალგაზრდა ბიჭი, ავარიის შედეგად ეტლით გადაადგილდებოდა. დედამისი ონკოლოგიური პაციენტი- ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და მისმა დამ პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლა შეწყვიტა. ამ და-ძმაში სიცოცხლის წყურვილი დავიჭირე და დავეხმარე, როგორც შემეძლო არა მარტო სამედიცინო კუთხით.
თბილისში საცხოვრებლად
პოლონეთში შევკვეთე ყველაზე მაგარი საინვალიდო ეტლი, ვიდეოკლიპში ნახავთ ამ ახალგაზრდის წარმატებას, როცა ვუყურებ ამ ცეკვას, წარმოვიდგენ იმ ურთულეს გზას რაც მათთან ერთად გამოვიარე...
ვამაყობ თქვენით და მიხარია, რომ არ შემეშალა და ის იმედი, ოპტიმიზმი და პერსპექტივა, რაც მაშინ ვიგრძენი თქვენთან სტუმრად გაგვიმართლდა. იოლი გზა ნამდვილად არ იყო და კიდევ ბევრი სირთულე გველის წინ, მაგრამ მიმართულება სწორია“. წერს სანდრა „ფეისბუქის“ გვერდზე
სალომე დადიანი




















