30 ოქტომბერი, 2014
რა ისტორია გადახდა წლების წინ სანდრა რულოვსს „ნიჭიერის“ ერთ-ერთ მონაწილესთან
3 წლის წინ, თერჯოლაში, გავიცანი თემურ არაბიძე მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი რამდენიმე თვეა, თბილისში არ ცხოვრობს, თუმცა როგორც ჩანს, საქართველოში მიმდინარე პროცესებს აქტიურად ადევნებს თვალს. რამდენიმე საათის წინ სანდრა პროექტ „ნიჭიერს“ შემდეგი სტატუსით გამოეხმაურა.

„3 წლის წინ, თერჯოლაში, გავიცანი თემურ არაბიძე, ახალგაზრდა ბიჭი, ავარიის შედეგად ეტლით გადაადგილდებოდა. დედამისი ონკოლოგიური პაციენტი- ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და მისმა დამ პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლა შეწყვიტა. ამ და-ძმაში სიცოცხლის წყურვილი დავიჭირე და დავეხმარე, როგორც შემეძლო არა მარტო სამედიცინო კუთხით.

თბილისში საცხოვრებლად
გადმოვიყვანე თემური და თამარი. თემურმა ისწავლა ინგლისური და კომპიუტერი, თამარი დღეს მე-4 კურსზეა პედაგოგიურ ინსტიტუტში.

პოლონეთში შევკვეთე ყველაზე მაგარი საინვალიდო ეტლი, ვიდეოკლიპში ნახავთ ამ ახალგაზრდის წარმატებას, როცა ვუყურებ ამ ცეკვას, წარმოვიდგენ იმ ურთულეს გზას რაც მათთან ერთად გამოვიარე...

ვამაყობ თქვენით და მიხარია, რომ არ შემეშალა და ის იმედი, ოპტიმიზმი და პერსპექტივა, რაც მაშინ ვიგრძენი თქვენთან სტუმრად გაგვიმართლდა. იოლი გზა ნამდვილად არ იყო და კიდევ ბევრი სირთულე გველის წინ, მაგრამ მიმართულება სწორია“. წერს სანდრა „ფეისბუქის“ გვერდზე

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
ნუგზარ ბასილიძე
ქალბატონ სანდრას ბევრი ქართველი ვერ შეედრება სილამაზით,სიკეთით,ქველმოქმედებით,ნიჭით და მიმტევლებლობით.საქართველოს ასეთი ლედი არ ღირსებია და არც ასეთი სამაგალითო უცხოელი რძალი ექთნის ამპლუაში და ქველმოქმედებით დაკავებული( ამასთანავე ქართულად და მეგრულად მოსაუბრე).დიდი სიხარული და წარმატება თქვნ და თქვენს ოჯახს.გაიხარეთ.
10:06 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
შორენა
თქვენგან გაკეტებული ბევრი სიკეთე ახსოვს ქართველებს. გაიხარეთ მაგ კეთილი და სათნო გულით
13:00 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
Giuligia Mushkudiani
ქალბატონო სანდრა ყოველთვის მემახსოვრება თქვენს მიერ გაკეთებული სიკეთე და ყურადღება რასაც ხანდაზმულთა პანსიონატის მიმართ იჩენდით,სანთელ საკმაველი თავის გზას არ დაკარგავს
11:54 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
გვანცა
ყველაზე კეთილი ხალხი, გაიხარეთ:)))
15:28 / 30-10-2014
გამოხმაურება / 0 /
საქართველო
გაიხარეთ ქალ. სანდრა. თქვენ საოცარი ადამიანი ხართ
12:28 / 30-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS