30 ოქტომბერი, 2014
რა ისტორია გადახდა წლების წინ სანდრა რულოვსს „ნიჭიერის“ ერთ-ერთ მონაწილესთან
3 წლის წინ, თერჯოლაში, გავიცანი თემურ არაბიძე მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი რამდენიმე თვეა, თბილისში არ ცხოვრობს, თუმცა როგორც ჩანს, საქართველოში მიმდინარე პროცესებს აქტიურად ადევნებს თვალს. რამდენიმე საათის წინ სანდრა პროექტ „ნიჭიერს“ შემდეგი სტატუსით გამოეხმაურა.

„3 წლის წინ, თერჯოლაში, გავიცანი თემურ არაბიძე, ახალგაზრდა ბიჭი, ავარიის შედეგად ეტლით გადაადგილდებოდა. დედამისი ონკოლოგიური პაციენტი- ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და მისმა დამ პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლა შეწყვიტა. ამ და-ძმაში სიცოცხლის წყურვილი დავიჭირე და დავეხმარე, როგორც შემეძლო არა მარტო სამედიცინო კუთხით.

თბილისში საცხოვრებლად
გადმოვიყვანე თემური და თამარი. თემურმა ისწავლა ინგლისური და კომპიუტერი, თამარი დღეს მე-4 კურსზეა პედაგოგიურ ინსტიტუტში.

პოლონეთში შევკვეთე ყველაზე მაგარი საინვალიდო ეტლი, ვიდეოკლიპში ნახავთ ამ ახალგაზრდის წარმატებას, როცა ვუყურებ ამ ცეკვას, წარმოვიდგენ იმ ურთულეს გზას რაც მათთან ერთად გამოვიარე...

ვამაყობ თქვენით და მიხარია, რომ არ შემეშალა და ის იმედი, ოპტიმიზმი და პერსპექტივა, რაც მაშინ ვიგრძენი თქვენთან სტუმრად გაგვიმართლდა. იოლი გზა ნამდვილად არ იყო და კიდევ ბევრი სირთულე გველის წინ, მაგრამ მიმართულება სწორია“. წერს სანდრა „ფეისბუქის“ გვერდზე

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
shorena
gaixare qalbatono sandra,mikvarxar uzomod,gelodebit ledis ampulashi,gvikvarxar.
22:41 / 09-11-2014
გამოხმაურება / 0 /
კეთილის მსურველი
ვაი თქვენს პატრონს,მართლა ავადმკოფი ერი ვართ,მისმა ქმარმა გადაგიარათ-დედა უტირაქვეკანას,ამას სანდრა ვერ ამHნევდა? რა სიკეთეებზე საუბრობთ,თუ რამე გააკეთა გასაკვირია?ამ ოჯახმა გაძარცვა ქვეკანა-მეტის გირსი ხართ სააკოვზე უკეთესი პრეზიდენტი არ გეკუთვნით.....
20:15 / 09-11-2014
გამოხმაურება / 0 /
maia
არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ,გაიხარეთ თქვენს ოჯახთან ერთად,გელოდებით ისევ პირველი ლედის ამპლუაში
15:23 / 09-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნაირა
სანდრა რულოვსი ნამდვილი პირველი ლედი გახლდათ თავისი საქმიანობით და ქველმქმმედბით. ყოველთვის გაწონასწორებული და მშვიდი. ვისურვებდი, ეს ქალბატონი მალე დაბრუნებულიყოს საქართველოში მრავალი კეთილი საქმის გასაკეთებლად. სიკეთე არასდროს არ იკარგება. სიკეთე ყოველთვის წინ დახვდება ადამიანს.
14:21 / 09-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ქარტველი
სანდრა საქარტველოს ლედია
11:51 / 09-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მაგდა
უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ამ ქალბათონს ამას დაფასება თუ არა დანახვა მაინც უნდა ისიც ისევ თქვენი ცოდვილი სულებისთვის
08:28 / 09-11-2014
გამოხმაურება / 0 /
დატო
დიდი მადლობა, ქ-ნო სანდრა, იმ ყურადღებისთვის და სიკეთისთვის,
18:18 / 08-11-2014
გამოხმაურება / 0 /
****
აბა, წავიდა სანდრას ფან-კლუბის გამოცოცხლება. რა მაგარია, რა კარგია, რა ლამაზია და რა კეთილია...ვაი თქვენ :D
08:33 / 08-11-2014
გამოხმაურება / 0 /
Manana oniani. Qalbatono Sandra Ufalma dagloot tqveni ojaxit, didi madloba kvelafrisatvis,tqvens mshoblebs didi madloba, aseti kargi svilistvis, glocavs chemi suli, Qriste Ufalma daglocot.
00:54 / 08-11-2014
გამოხმაურება / 0 /
კობა
ყოველთვის კეთილი თბილი და მზრუნველი იყავით ქალბატონო სანდრა უფალმა დაგლოცოთ.
23:20 / 07-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS