28 ოქტომბერი, 2014
დიანა ტრაპაიძემ და თეონა გეგელიამ "მაესტრო" დატოვეს
ტელეკომპანია „მაესტროს“ როგორც ამბობენ, ფინანსური კრიზისი აქვს. გავრცელებულ ამბავს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ბოლო დროს არხს ჟურნალისტები ტოვებენ.

„მაესტრო“ რამდენიმე კვირის წინ ვახო სანაიამ დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით ვახო სანაიას საავტორო გადაცემის გაკეთებაზე უარი უთხრეს. მოგვიანებით თეონა გეგელიამ ამ ფაქტის გამო გულისტკივილი გამოთქვა, და აღნიშნა, რომ არხი ვახო სანაიას მსგავს პროფესიონალებს არ უნდა კარგავდეს.

დღეს კი ცნობილი ხდება, რომ არხი „სუბიექტური აზრის“ წამყვანებმა დიანა ტრაპაიძემ და თეონა გეგელიამ და ჟურნალისტმა სოფო ზურებიანმაც დატოვეს.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლაურა
ძალიან მომტონდა ტქვენი გადაცემა
06:45 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ბაია
მოუხდება ორივეს,ბოღმოს და ბოროტების გარდა რომ არაფერს ანთხევდნენ ეკრანიდან.ყველას დაუბრუნდება უკან ცოდვანი.
16:16 / 30-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS