27 ოქტომბერი, 2014
ვისთან წააგო ეროტიკული ცეკვა ნინო მუმლაძემ
ნინო თავანს აბარებს მსახიობ, ნინო მუმლაძის ''ფეისბუქის'' კედელზე პიკანტურ ფოტოებს მოვკარი თვალი. ფოტოებიდან ირკვევა, რომNნინო ერთ-ერთ კლუბში საკმაოდ თამამი მოძრაობებით მაყურებლის ყურადღებას იქცევს. ნინო თავანს აბარებსო, წერდა მისი მეგობარი და ტელემეწყვილე, მსახიობი, გიორგი გაგლოევი. ჩვენ ფოტოების წარმომავლობით დავინტერესდით და ნინოს დავურეკეთ.

- ნინო, საკმაოდ თამამი ფოტოები ვნახეთ ''ფეისბუქის'' შენს კედელზე, შეგიძლია, გვითხრა სად არის გადაღებული?
- ეს ფოტოები უკვე გამოიყენა რამდენიმე საიტმა და დღეს ორივე საიტის რედაქტორს ვესაუბრე. ვუთხარი, რომ თუ არ დააწერთ, სად და
რა ვითარებაშია გადაღებული ფოტოები, სასამართლოში გიჩივლებთ-მეთქი. ეს არის ''სპარინგ შოუს'' გადაღების პროცესი. გადაცემა ''კომედი არხზე'' გადის და ფორმატი გულისხმობს ნიძლავს ვარსკვლავთან. შესაბამისად წაგებული ასრულებს სურვილს. მე ეკა აბშილავასთან წავაგე ეროტიკული ცეკვის შესრულება შესრულება კლუბში. შემდეგ აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში ჩავაბარე წაგებული. ეს იყო დადგმული ნომერი, რომელიც ჩვენმა ოპერატორებმა გადაიღეს. შემდეგ ინტერნეტშიც განათავსეს რამდენიმე ფოტო. ყველა მათგანს ჰქონდა წარწერა, რომ ეს გადაღებული იყო გადაცემის ჩაწერის დროს.
Rating
- ეს კადრები გადაცემაშიც გავიდა?
- კი, გადაცემა გუშინ გავიდა ეთერში და ყველამ ნახა, ვისთვის ან რისთვის ვიცეკვე ეროტიკულად ბარში.
- ამის გამო გაგაკრიტიკეს ალბათ…
- ცუდი კომენტარები არ წამიკითხავს. ჩემთვის აბსოლუტურად უცხო ადამიანები წერდნენ, სიმთვრალე რა შუაშია, ადამიანი გადაცემის ჩაწერაზეაო. იმასაც წერდნენ, მთვრალიც იყოს რა მოხდა, კლუბი ისმისთვის არსებობს, დალიო და იცეკვოო.

ნინო მჭედლიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ლელა
მოდი, პირიქით ვიტყვი ახლა:''რა მაგარია, გიხდება. ულამაზესო. მიდი, მეტი ეროტიკა გამოუშვი და უფრო კარგი იქნები''. მოკლედ, ობიექტურად, პირველი კომენტარი ამომცდა და საკეკლუცოდ ეს.
18:17 / 28-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
რა საქონელია :(
14:14 / 28-10-2014
გამოხმაურება / 0 /
KAIFOO-2
ძაან მაგარი გოგო ხარ ნინი, მიყვარხარ
11:59 / 28-10-2014
გამოხმაურება / 0 /
დათო
ძალიანაც უხდება ეროტიული ცეკვები. და ვააბშე, მაგარი კაი გოგოა ნინო მუმლაძე!
10:40 / 28-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ეს რომ არ წაგეგო ჯობდა, არ მოგიხდა.
20:34 / 27-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS