ია ფარულავა:
- ''ნიჭიერმა'' ამ ოთხი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ არის რეიტინგების მეფე, სახალხო პროექტი და სანახაობრივი გადაცემა.
- როგორც ვიცი, დღევანდელი გადაცემა რამდენიმე ეპატაჟურ ნომერს მოიცავს, როგორ ფიქრობ, გარკვეულწილად ეს ხომ არ გააღიზიანებს მაყურებელს?
- არ მგონია, ჩვენი მაყურებნელი რაღამ უნდა გააღიზიანოს? თავისუფალია ჩვენი მაყურებელი, გახსნილი, ყველაფრისთვის მზად არის, ასე მგონია.
- მათ შორის სიშიშვლისთვის?
- თუნდაც. ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ, ერთ წამში ნებისნიერი ვიდეოს მოძიება და ნახვა შეგიძლიათ. რა პრობლემაა, ვერაფრით ვეღარ გააკვირვებ დღეს მაყურებელს. ან სად იყო შიშიშვლე? მე იქ შიშველი კაცი არ დამინახავს, თქვენ თუ დაინახეთ, არ ვიცი.
- დავინახე, როიალის უკან.
- აა, ტომასს გულისხმობთ? ეგ როიალს ამოეფარა. აი, პირსახოციანი ბიჭები კი მართლაც შიშვლები იყვნენ. ხალხი დაიღალა ამდენი ნეგატივით, გართობა სჭირდება, მხიარულება, სანახაობა. და ეს სანახაობა დღეიდან იწყება.
ნინო მჭედლიშვილი




















