24 ოქტომბერი, 2014
გვანცა ბაგრატიონი: ''ქალებმა არ უნდა ჩაყონ ცხვირი იქ, სადაც მათი ადგილი არ არის''
არასოდეს ვყოფილვარ მსხვერპლი გვანცა ბაგრატიონის ახალი კლიპი Diamonds ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა და კრიტიკა დაიმსახურა. კლიპში გვანცა საყვარელი მამაკაცი ღალატობს და მასზე შურს იძიებს. გაბრაზებული რეპერი გოგონა სცენარის მიხედვის თავის მოკვლას დააპირებს, თუმცა საბოლოოდ ტყვიით იმ ადამიანს უსწორდება, ვინც უღალატა.

გვანცა, შენს კლიპს სოციალურ ქსელში არერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, რას ეტყვი კლიპის კრიტიკოსებს?
- თვითონ გააკეთონ უკეთესი. წარმატებებს ვუსურვებ ყველას!
ვინ თამაშობს ბიჭის როლს, ვინც გღალატობს?
- ჩემი ერთ-ერთი ფერადკანიანი მეგობარი, კარგი ადამიანია ბიჭიც და
ის გოგოც, რომელთანაც მღალატობს. ორივე ჩემი მეგობარია. გავუშიფრავ ხალხს, კიდევ რაღაც რომ არ გამოიგონონ. ხალხის გამოგონილი ზღაპრები და ბინძური ჭორები უკვე ყელში მაქვს.
- ქალთა ძალადობასთან დაკავშირებითაც გამოთქვი სოციალურ ქსელში აზრი. როდისმე ძალდობის მსხვერპლი ყოფილხარ?
- არასოდეს ვყოფილვარ მსხვერპლი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. პირიქით.
- ანუ შენ გიძალადია?
- არც მე არ მიძალადია. თანასწორუფლებიანობა დიდი ხნის წინ არ ვრცელდებოდა ქალებზე. მოკლებულნი იყვნენ პოლიტიკურ უფლებებს. სამოქალაქო უფლებებშიც მნიშვნელოვან შეზღუდვებს განიცდიდნენ. დღეს აღარ არის ასე, შედარებით...
მაგრამ მამაკაცები ყოველთვის ქალებზე მაღლა მდგომად მიიჩნევენ თავს და ეს დრო არასდროს არ მოვა, რომ თანასწორი უფლებები გვქონდეს. და არც არის საჭირო ჩემი აზრით. კაცს ყოველთვის მეტი შეუძლია და ამაში ვერავინ შემედავება და უფრო მეტის უფლება აქვს, ვიდრე ქალს. ქალებმა არ უნდა ჩაყონ ცხვირი იქ, სადაც მათი ადგილი არ არის.
- შენ სად არ ჩაყოფდი ცხვირს. როგორ ფიქრობ სად არაა შენი ადგილი?
- პირადად ჩემზე ვერ გავაკეთებ კომენტარს იმიტომ, რომ მე ბევრ რამეში არ ვყოფ ცხვირს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 51 /
ქეთათო
წარმატებები გვანცუკა, შენ ყოველთვის მართალიხარ, ძლიერი მამაკაცის გვერდით, ქალი ყოველთვის ყვავის....
23:45 / 24-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლამზირა
სამართლიანი ადამიანია ,მიზანდასახული , მიმწოლი ბუნების , არ რცხვენია ხმამაღლა საკუთარი აზრის დაფიქსირების ! შEმტევი ადამიანია და ასეთი ადამიანები ძAლიან ბევრს აღწევენ ცხოვრებაში , სწორედ ასეთ ადამიანებს ყავთ ბევრი მტრები და ასევე ბევრი გულშემატკივრები , მაგრამ უფრო მეტი მტრები რადგან მათ არ შესწევთ იმის ძAლა რომ მსგავსი გააკეთონ რამე , რომ ხმამაღლა თქვან თავიანთი სათქმელი ! დასაფასებელია ეს გოგო და მალე დაიმკვიდრებს თავის ადგილს და ფეხ ქვეშ გაეგებით აი ნახავთ , მე 52 წლის ქალი ვარ და ვხვდები რა ტიპის ადამიანია და რისი გაკეთება შუძლია , ვინც ამას ვერ ხვდება და საერთოდ ვერაფერს ვერ ხვდება აი ის ილანძღება , ილანძღება ის ადამიანი ვისაც საკუთარი აზრის გადმოცემის უნარი არ გააჩნია და მარტო პირიტყვივით ისვრის .. წარმატებები მინდ ავუსურვო ცხოვრებაში ამ გოგონას !
22:08 / 24-10-2014

თემო
მაგარი გოგოა და მაგიტომ ყავს ბევრი მტერი რომ უმაგრესია
21:59 / 24-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
არ გალანძღეს კაცებო, ქალებმა ,ხო ხედავთ,უფრო მეტიც , ქალების უმეტესობამ,რაოდენ საოცარის არ უნდა იყოს, გაამართლა კაცების მიერ ჩადენილი ძალადობა და კაცებმა კი არა,ნუ ნაკლებად, გაცილებით, ეს მარაზმია. ქალი რომელიც ძალადობას გაამართლებს, რა სქესისაც არ უნდა იყოს ეს მოძალდე ან მკვლელი, აშკარად პრობლემა აქვს. ქალებად და კაცებად ადამიანების დაყოფა, როცა ძალადობასთან გვაქვს საქმე, არასწორია,ძალადობა არავის მიერ ჩადენილი არ შეიძლება გაამართლო,მიზეზები საძიებელია მოძალადის ფსიქიკაში მხოლოდ და მხოლოდ და არა მსხვერპლის საქციელში!
21:19 / 24-10-2014
გამოხმაურება / 0 /
დავით მეფარიძე
მართალია ეს ადამიანი , ამ თემაშიც არ ჩაიჭრა და სწორი მოსაზრება დააფიკსირა .. სწორად მოაზროვნე ადამიანია , ეს არის საქართველოში , რომ სიმართლის მოსმენა აღიზიანებს ხალხს , მართლის მთქმელებს ვერ იტანენ , ნიჭიერებს და ლამაზებს ! ვინც ცუდს წერს ის თავად არის ცუდი ! წარმატებები მინდა ვუსურვო ამ ადამიანს ცხოვრებაში და თAვის საქმეში
19:41 / 24-10-2014
გამოხმაურება / 0 /
გივი
ამნაირი ცოლი მომცა ხელის გულზე ვატარებდი
18:32 / 24-10-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
საღოლ
18:26 / 24-10-2014
გამოხმაურება / 0 /
უსახელო
გენაცვალე ჯიგარში და სიმართლეში !
18:26 / 24-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თედო
მაგარი გოგო ხარ ყველანაირად ! შემოგევლე
18:24 / 24-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS