24 ოქტომბერი, 2014
გვანცა ბაგრატიონი: ''ქალებმა არ უნდა ჩაყონ ცხვირი იქ, სადაც მათი ადგილი არ არის''
არასოდეს ვყოფილვარ მსხვერპლი გვანცა ბაგრატიონის ახალი კლიპი Diamonds ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა და კრიტიკა დაიმსახურა. კლიპში გვანცა საყვარელი მამაკაცი ღალატობს და მასზე შურს იძიებს. გაბრაზებული რეპერი გოგონა სცენარის მიხედვის თავის მოკვლას დააპირებს, თუმცა საბოლოოდ ტყვიით იმ ადამიანს უსწორდება, ვინც უღალატა.

გვანცა, შენს კლიპს სოციალურ ქსელში არერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, რას ეტყვი კლიპის კრიტიკოსებს?
- თვითონ გააკეთონ უკეთესი. წარმატებებს ვუსურვებ ყველას!
ვინ თამაშობს ბიჭის როლს, ვინც გღალატობს?
- ჩემი ერთ-ერთი ფერადკანიანი მეგობარი, კარგი ადამიანია ბიჭიც და
ის გოგოც, რომელთანაც მღალატობს. ორივე ჩემი მეგობარია. გავუშიფრავ ხალხს, კიდევ რაღაც რომ არ გამოიგონონ. ხალხის გამოგონილი ზღაპრები და ბინძური ჭორები უკვე ყელში მაქვს.
- ქალთა ძალადობასთან დაკავშირებითაც გამოთქვი სოციალურ ქსელში აზრი. როდისმე ძალდობის მსხვერპლი ყოფილხარ?
- არასოდეს ვყოფილვარ მსხვერპლი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. პირიქით.
- ანუ შენ გიძალადია?
- არც მე არ მიძალადია. თანასწორუფლებიანობა დიდი ხნის წინ არ ვრცელდებოდა ქალებზე. მოკლებულნი იყვნენ პოლიტიკურ უფლებებს. სამოქალაქო უფლებებშიც მნიშვნელოვან შეზღუდვებს განიცდიდნენ. დღეს აღარ არის ასე, შედარებით...
მაგრამ მამაკაცები ყოველთვის ქალებზე მაღლა მდგომად მიიჩნევენ თავს და ეს დრო არასდროს არ მოვა, რომ თანასწორი უფლებები გვქონდეს. და არც არის საჭირო ჩემი აზრით. კაცს ყოველთვის მეტი შეუძლია და ამაში ვერავინ შემედავება და უფრო მეტის უფლება აქვს, ვიდრე ქალს. ქალებმა არ უნდა ჩაყონ ცხვირი იქ, სადაც მათი ადგილი არ არის.
- შენ სად არ ჩაყოფდი ცხვირს. როგორ ფიქრობ სად არაა შენი ადგილი?
- პირადად ჩემზე ვერ გავაკეთებ კომენტარს იმიტომ, რომ მე ბევრ რამეში არ ვყოფ ცხვირს.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 51 /
ჯიჯი
რაც არ უნდა თქვათ ვერაფერს ვერ იტყვით იმიტომ რომ მართლა მართალია : ))))))
23:59 / 25-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ციცო
მეც ქალი ვარ არ ვამართლებ ქალთა ჩაგვრას მაგრამ არც მომხრე ვარ თანასწორუფლებიანობის ! ქალთა დაჩაგვრა სხვა თემაა და თანასწორი უფლებები სხვა ერთმანეთში გერევათ კომენტარებში მოკამათენო
23:55 / 25-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია
გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობა ორიენტირებულია ძირითად მიზანზე: არსებული საერთაშორისო ვალდებულებების ეროვნულ დონეზე განხორციელების ხელშეწყობა გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული მიზნის მხარდასაჭერად UN Women საქართველოში მუშაობს შემდეგ თემებზე: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება გენდერის ჩართვა ეროვნული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში
23:53 / 25-10-2014
გამოხმაურება / 0 /
..
გაუნათლებელი ხალხი ვერ იტასნ მხოლოდ მოახზროვნეს , მართლის მთქმელს და უშიშარს , მხოლოდ ისინი ვერ იტანენ ვისაც არაფრის უნარი არ აქვს ცხოვრებაში , ყველა წარმატებული ადამიანი დიდი მოთმინებით გახდა უფრო წარმატებული და ამ გოგოს დიდი გზა აქვს წინ და საუკეთესო მომავალი
23:50 / 25-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკუშა
დააყენეთ ქალებო უკანა ადგილები და სამზარეულოს მიხედეთ მეტი მაინც არაფერი არ იცით :D :D
23:49 / 25-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თეო
არ გაუწყალეს გული ამ გოგოს ! ვერ ვიტან უსამართლობას ეს გოგო ძAლიან ბევრს მიაღწევს ჭკვიანია ლამაზი და ძAლიან ნიჭიერი დასკდით გულებზე !
23:48 / 25-10-2014
გამოხმაურება / 0 /
გრიგოლ
ჩვენ რომ არ ვიყოთ ქალები არ იარსებებდნენ ქალი რომ არ იყოს კაცები არ იარსებებდნენ ! ხელი ხელს ბანსო ნათქვამია ქალი და კაცი ერთმანეთისთვის არის შექმნილი , მაგრამ საქმეს რაც შეეხება ქალს სხვა საქმე აქვს კაცს სხვა საქმე და მართალია ეს ადამიანი'' ქალებმა არ უნდა ჩაყონ ცხვირი იქ სადაც მათი ადგილი არ არის ''
23:47 / 25-10-2014
გამოხმაურება / 0 /
რატი
მართალია და ქალებს არ გაუსწორდებათ : იმიტომ რომ ბევრი მაგარი დაუნია სახლის ჭია , ზედ არავინ უყურებს და კაცი მხოლოდ ოცნებაში დარჩა : : ()) არაფრის კეთება არ შეუძია და სკდება მარტო , აბა კაცების გარეშე რა ხართ რა შეგიძიათ ქალებო ?
23:45 / 25-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ტატა
თვითონ ეს ტიპშა რო წერს თავის საქებარ კომენტარებს ვერ ამჩნევთ თუ რა არი ?? :) :):)
22:28 / 25-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ურუშა
მართალია ! როგორც ყოველთვის :)
21:52 / 25-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS