22 ოქტომბერი, 2014
როგორ შეიცვალა აკაკი გოგიჩაიშვილისა და ნინო ხაჟომიას ცხოვრება ბავშვის აყვანის შემდეგ
როდესაც ბავშვის აყვანის აღრიცხვაზე დავდექით, სქესი არ მიგვითითებია ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილს და ნინო ხაჟომიას ერთი შვილი-საბა ჰყავთ, თუმცა რამდენიმე თვის წინ ბავშვი იშვილეს. ნიკოლოზი ცხრამეტი თვისაა. ოჯახის ახალმა წევრმა ცოლ-ქმრის ცხოვრება აბსოლუტურად შეცვალა. აკაკი გოგიჩაიშვილს ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- აკაკი, როდის გაჩნდა ბავშვის აყვანის იდეა?
- ნინოს პირველი ფეხმძიმობა ძალიან რთული ჰქონდა. ბავშვის დაკარგვის საშიშროება იყო. მაშინ ნინომ თქვა, ოღონდ ეს ბავშვი ხელში დამაჭერინა და სხვის ბავშვს აუცილებლად ვიშვილებო. საბა რომ გაჩნდა, რამდენიმე
თვეში დავდექით ბავშვის აყვანის აღრიცხვაზე. ჩვენს წინ რიგში ოთხასი ადამიანი იდგა. რომ გამოვითვალეთ დაახლოებით 70 წლის ასაკში გვიწევდა ბავშვის აყვანა. ჩავთვალეთ, რომ ამ იდეისგან არაფერი გამოვიდოდა. რომ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გვყავს ბავშვი და შეგიძლიათ, ნახოთო, გვეგონა გვეხუმრებოდნენ. არანაირად არ ველოდით, რომ ასე მოხდებოდა.
- ბავშვის სქესს არ ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა?
- როდესაც ბავშვის აყვანის აღრიცხვაზე დავდექით, სქესი არ მიგვითითებია. ანკეტაში მხოლოდ ის ჩავწერეთ, რომ ყოფილიყო ჯანმრთელი ან ისეთი დაავადება ჰქონოდა, რომ გამოსწორებადი ყოფილიყო.
- სახელი თქვენ შეურჩიეთ?
- ნიკოლოზი ერქვა და არც გვიფიქრია შეცვლაზე, ძალიან კარგი სახელია.
- ნიკოლოზმა ალბათ თქვენი ცხოვრება ძალიან შეცვალა.
- ბავშვის გაზრდის პროცესი გამოვლილი გვქონდა, მაგრამ ახლა გავიზარდეთ და ყველაფერს სხვანაირად ვუყურებთ. ნიკოლოზმა საინტერესო გახადა ჩვენი ცხოვრება.
- საბამ როგორ მიიღო ძმა?
- თავიდან ძალიან იეჭვიანა და გამიკვირდა. ფსიქოლოგებმა გვითხრეს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვლება.
- ბავშვის აყვანის სურვილი კიდევ გაქვთ?
- რა თქმა უნდა, თუ გვექნება ამის შესაძლებლობა, აუცილებლად ავიყვანთ ბავშვს და თუ ღმერთი ინებებს, საკუთარსაც დიდი სიამოვნებით გავაჩენთ.

მერი კობიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
მარიამი
ღმერთმა დაგლოცოთ...კარგი ხალხი ყოფილა
23:36 / 25-10-2014
გამოხმაურება / 0 /
გიზო
უფლის მადლი და წყალობა ნუ მოგშლოდეთ!
19:06 / 25-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თამრიკო
ყოჩაღ!!! მართლაც სამაგალითონი ხართ! დალოცვილნი ყოფილიყავით.
18:09 / 25-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
აფერუმ....
16:41 / 25-10-2014
გამოხმაურება / 0 /
კახი
სიკეთე არ იკარგება, შეხედეთ ამ ორ კარგ ადამიანს ამათმა უკვე გააკეთეს სიკეთე. ღმერთმა ამრავლოთ და კარგათ ამყოფოს ეს ხალხი, გაიხარეთ.
14:08 / 24-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
კარგები ხართ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ სიკეთეს აკეთბთ თან ძაან დიდს ამ ბავშვს თქვენ მომავალი აჩუქეთ
23:43 / 23-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
ასე ადვილად არ ხდება ბავშვის აყვანა. 5 წელია რიგში ვარ და 1 % -იც არ მაქვს იმედი, რომ ამ ბედნიერებას მოვესწრები. მიმიხვდებით ალბათ რასაც ვგულისხმობ.
21:21 / 23-10-2014
გამოხმაურება / 0 /
დათო#
მშურს და. რა ხანია, აღარაფერი შემშურებია. ღმერთმა გამრავლოთ!
19:17 / 23-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალი
თქვენ მიმართ ინტერსი გამიძლიერდა. ყოჩაღ, კარგია...
12:23 / 23-10-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
დიდი გულის და მაღალი ზნეობის ადამიანები.რა ბედნიერებაა ასეთი ხალხი რომ არსებობს
23:06 / 22-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS