22 ოქტომბერი, 2014
როგორ შეიცვალა აკაკი გოგიჩაიშვილისა და ნინო ხაჟომიას ცხოვრება ბავშვის აყვანის შემდეგ
როდესაც ბავშვის აყვანის აღრიცხვაზე დავდექით, სქესი არ მიგვითითებია ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილს და ნინო ხაჟომიას ერთი შვილი-საბა ჰყავთ, თუმცა რამდენიმე თვის წინ ბავშვი იშვილეს. ნიკოლოზი ცხრამეტი თვისაა. ოჯახის ახალმა წევრმა ცოლ-ქმრის ცხოვრება აბსოლუტურად შეცვალა. აკაკი გოგიჩაიშვილს ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- აკაკი, როდის გაჩნდა ბავშვის აყვანის იდეა?
- ნინოს პირველი ფეხმძიმობა ძალიან რთული ჰქონდა. ბავშვის დაკარგვის საშიშროება იყო. მაშინ ნინომ თქვა, ოღონდ ეს ბავშვი ხელში დამაჭერინა და სხვის ბავშვს აუცილებლად ვიშვილებო. საბა რომ გაჩნდა, რამდენიმე
თვეში დავდექით ბავშვის აყვანის აღრიცხვაზე. ჩვენს წინ რიგში ოთხასი ადამიანი იდგა. რომ გამოვითვალეთ დაახლოებით 70 წლის ასაკში გვიწევდა ბავშვის აყვანა. ჩავთვალეთ, რომ ამ იდეისგან არაფერი გამოვიდოდა. რომ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გვყავს ბავშვი და შეგიძლიათ, ნახოთო, გვეგონა გვეხუმრებოდნენ. არანაირად არ ველოდით, რომ ასე მოხდებოდა.
- ბავშვის სქესს არ ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა?
- როდესაც ბავშვის აყვანის აღრიცხვაზე დავდექით, სქესი არ მიგვითითებია. ანკეტაში მხოლოდ ის ჩავწერეთ, რომ ყოფილიყო ჯანმრთელი ან ისეთი დაავადება ჰქონოდა, რომ გამოსწორებადი ყოფილიყო.
- სახელი თქვენ შეურჩიეთ?
- ნიკოლოზი ერქვა და არც გვიფიქრია შეცვლაზე, ძალიან კარგი სახელია.
- ნიკოლოზმა ალბათ თქვენი ცხოვრება ძალიან შეცვალა.
- ბავშვის გაზრდის პროცესი გამოვლილი გვქონდა, მაგრამ ახლა გავიზარდეთ და ყველაფერს სხვანაირად ვუყურებთ. ნიკოლოზმა საინტერესო გახადა ჩვენი ცხოვრება.
- საბამ როგორ მიიღო ძმა?
- თავიდან ძალიან იეჭვიანა და გამიკვირდა. ფსიქოლოგებმა გვითხრეს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვლება.
- ბავშვის აყვანის სურვილი კიდევ გაქვთ?
- რა თქმა უნდა, თუ გვექნება ამის შესაძლებლობა, აუცილებლად ავიყვანთ ბავშვს და თუ ღმერთი ინებებს, საკუთარსაც დიდი სიამოვნებით გავაჩენთ.

მერი კობიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
ნინო
ნუნუ, და რომ ჩაუვარდეს მერე რა? უნდა მოატყუონ ბავშვი? სიმართლე არასდროს იმალება და ბავშვების მოტყუება კიდევ ყველაზე საშინელი რამაა.... სიცრუეში არ უნდა გაზარდო.
12:11 / 28-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნონა ბრელიძე
ყოჩაღ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, გაგიმრავლოთ და გიჯანმრთელოთ თქვენი შვილები, სულ დალოცვილები ყოფილიყავით
10:52 / 28-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნუნუ
ხომ შეიძლება ეს თქვენი სტატია ერთხელაც იმ ბავშვს ჩაუვარდეს ხელში.ყველაფერი უნდა წეროთ რასაც ყურს მოკრავთ?
17:28 / 27-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ტროტუარებზე ბზარები დაითვალეთ???
11:59 / 27-10-2014
გამოხმაურება / 0 /
m-99
ისედაც მესიმპატირებოდა ეს წყვილი, ამ საქციელმა კი ერთი ორად გაზარდა ჩემი სიმპატია, ვაფასებ ასეთ ხალხს ბედნიერებას და ყოველივე კარგს გისურვებთ
11:55 / 27-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ninos da akakis
Gagaxarot DA gagamravlot upalma,es xom udidesi ketilshobiluri saqmea! Dartsmunebuli var male upàli sachukrad sakutars gamogigzavnit.
02:24 / 27-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
გმერტმა გაუზარდოტ.მაგრამ მატ ერტი ტავისი კავტ უკვე.მე ვიზი ახალგაზრდები რომლებსაზ არ კავტ და ზლებია რიგს ელოდებიან. რატომ ხდება ამდენი უსამარტლობა საქარტველოსჰი
00:35 / 27-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატო
არასოდეს აქ არ დამიწერია,ეხლა გულგრილი ნამდვილად ვერ ვიქნები და რა გიტხრატ ისიც არ ვიცი...აპერუმ ტქვენს ვაჯკაცობას. გეპერებიტ ოტხივეს. და ტურმე აკაკის ამდენ ხანს ცუდი ტვალიტ ტყუილად ვუყურებდი.
21:49 / 26-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ღმერთმა დალოცოთ კეთილი საქმისთვის. მაგრამ გასაკვირია ასე მარტივად ბავშვის აყვანა. 5 წელია რიგში ვდგავარ და 800-ს ვერ ჩამოვცდი. მე ალბათ მართლა 70 წლის ასაკში შემომთავაზებენ ბავშვს.
18:33 / 26-10-2014
გამოხმაურება / 0 /
li
იხარეთ და იმრავლეთ, ღმერთი გფარავდეთ!!!
10:27 / 26-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS