22 ოქტომბერი, 2014
როგორ შეიცვალა აკაკი გოგიჩაიშვილისა და ნინო ხაჟომიას ცხოვრება ბავშვის აყვანის შემდეგ
როდესაც ბავშვის აყვანის აღრიცხვაზე დავდექით, სქესი არ მიგვითითებია ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილს და ნინო ხაჟომიას ერთი შვილი-საბა ჰყავთ, თუმცა რამდენიმე თვის წინ ბავშვი იშვილეს. ნიკოლოზი ცხრამეტი თვისაა. ოჯახის ახალმა წევრმა ცოლ-ქმრის ცხოვრება აბსოლუტურად შეცვალა. აკაკი გოგიჩაიშვილს ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- აკაკი, როდის გაჩნდა ბავშვის აყვანის იდეა?
- ნინოს პირველი ფეხმძიმობა ძალიან რთული ჰქონდა. ბავშვის დაკარგვის საშიშროება იყო. მაშინ ნინომ თქვა, ოღონდ ეს ბავშვი ხელში დამაჭერინა და სხვის ბავშვს აუცილებლად ვიშვილებო. საბა რომ გაჩნდა, რამდენიმე
თვეში დავდექით ბავშვის აყვანის აღრიცხვაზე. ჩვენს წინ რიგში ოთხასი ადამიანი იდგა. რომ გამოვითვალეთ დაახლოებით 70 წლის ასაკში გვიწევდა ბავშვის აყვანა. ჩავთვალეთ, რომ ამ იდეისგან არაფერი გამოვიდოდა. რომ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გვყავს ბავშვი და შეგიძლიათ, ნახოთო, გვეგონა გვეხუმრებოდნენ. არანაირად არ ველოდით, რომ ასე მოხდებოდა.
- ბავშვის სქესს არ ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა?
- როდესაც ბავშვის აყვანის აღრიცხვაზე დავდექით, სქესი არ მიგვითითებია. ანკეტაში მხოლოდ ის ჩავწერეთ, რომ ყოფილიყო ჯანმრთელი ან ისეთი დაავადება ჰქონოდა, რომ გამოსწორებადი ყოფილიყო.
- სახელი თქვენ შეურჩიეთ?
- ნიკოლოზი ერქვა და არც გვიფიქრია შეცვლაზე, ძალიან კარგი სახელია.
- ნიკოლოზმა ალბათ თქვენი ცხოვრება ძალიან შეცვალა.
- ბავშვის გაზრდის პროცესი გამოვლილი გვქონდა, მაგრამ ახლა გავიზარდეთ და ყველაფერს სხვანაირად ვუყურებთ. ნიკოლოზმა საინტერესო გახადა ჩვენი ცხოვრება.
- საბამ როგორ მიიღო ძმა?
- თავიდან ძალიან იეჭვიანა და გამიკვირდა. ფსიქოლოგებმა გვითხრეს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვლება.
- ბავშვის აყვანის სურვილი კიდევ გაქვთ?
- რა თქმა უნდა, თუ გვექნება ამის შესაძლებლობა, აუცილებლად ავიყვანთ ბავშვს და თუ ღმერთი ინებებს, საკუთარსაც დიდი სიამოვნებით გავაჩენთ.

მერი კობიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
დიანა
გმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ
20:11 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
უფალმა გამრავლოთ და გახაროთ,მისაბაძი ხალხი ყოფილხართ
17:55 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელენე
როგორ მომწონხართ,გილოცავთ. და საიდან გაჩნდა ეს იდიოტური ჭორი თქვენი ოჯახის დანგრევის შესახებ? რა იდიოტები არიან,არა და დამენანეთ მართლა.ბედნიერებას გისურვებთ
17:09 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
რუსუდან-ფერიდე სიამაშვილი
მეამაყებით!!!!!!!!!!!!!! იმრავლოს თქვენნაირმა ქართველებმა!!!!!!!!!!....წყალობა და მფარველობა არ მოაკლოს ღმერთმა თქვენს ოჯახს!!!!!!!!!!!...იმრავლეთ!!!!!! პ-ით ქედს ვიხრი თქვენს წინაშე....
10:35 / 01-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ხატია
თქვენ მისაბაძი ადამიანები ხართ ნამდვილად///
17:53 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
რუსიკო
გაიხარეთ და გამრავლდით, ემოციებს ვერ ვმალავ, უფალმა დაგლოცოთ.
06:45 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლანა
უმაგრესი ადამიანები
14:20 / 30-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მადონა
გაიხარეთ! ღმერთმა სიკეთე ნუ მოგიშალოთ!
22:58 / 29-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ანამარია
ბავსჰვმა აუცილებლად უნდა იცოდეს რომ აყვანილია..ეს გაუიოლებს ცხოვრებას ბავსჰვსაც და მსჰობლებსაც..ცივილიზებულ ქვეყნებსჰი ასე ხდება
18:38 / 29-10-2014
გამოხმაურება / 0 /
nin
ძალიან მესიამოვნა ეს რომ წავიკითხე, უდავოდ კარგი ადამიანები არიან და აუცილებლად დაუფასდებათ ეს სიკეთე მომავალში! ბევრს ამისი გაკეთება არ შეუძლია, ძალიან ვაფასებ ორივეს!
16:52 / 29-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS