20 ოქტომბერი, 2014
"პატრიარქი გააკრიტიკეს რატომ თქვა ნუ გაახმაურებთ მკვლელობებსო, თურმე არ ყოფილა მტყუანი...''
დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვებმაც ნახონ კახი კალაძის მეუღლე ანუკა არეშიძე ქალებზე გახშირებულ ძალადობას და მისი გაშუქების ფორმებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"პატრიარქი გააკრიტიკეს რატომ თქვა ნუ გაახმაურებთ მკვლელობებსო. თურმე არ ყოფილა მტყუანი. ამას დიდი ხანია ვფიქრობ, მაგრამ ძალიან კარგადჩამოაყალიბა ამ ქალბატონმა . ყურადღებით წაიკითხეთ, განსაკუტრებით ჟურნალისტებმა.

ვნახე კადრები, რომელიც ძალიან მძიმე სანახავი იყო. მიცვალებული გდია, კეფიდან სისხლი მოსდის და ხალხი ძალიან მშვიდად დადის. ასეთ დეტალებს რომ უშვებ დღის განმავლობაში, როდესაც დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვებმაც ნახონ.
ვფიქრობ, არ არის რეკომენდირებული'' - წერს ანუკა.

რაც შეეხება ჟურნალისტს, რომლის მიმართვაც ანუკამ გამოაქვეყნა მაია ქვარცხავაა, რომელიც მკვლელობების გაშუქებასთან დაკავშირებით კოლეგებს მიმართავს.

"მიმართვა ჟურნალისტებს მკვლელობების გაშუქების გამო. ებოლასთან დაკავშირებით "ასოშაიტედ პრესმა" რჩევების სია გამოსცა, თუ როგორ უნდა გაშუქდეს მედიაში ვირუსის გავრცელება ისე, რომ მოსახლეობაში ზედმეტი პანიკა არ დავთესოთ.

ოჯახური ძალადობის გამო ქალების მკვლელობებთან დაკავშირებითაც კარგი იქნება თუ ჟურნალისტები გავითვალისწინებთ "ვერტერის სინდრომს" (უკავშირდება გოეთეს რომანს "ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი") და ინფორმაციას ისეთი ზედმეტად სენსაციური დრამატიზირებით არ გადავცემთ, რომ უნებურად მათი განმეორებითი და მიბაძვითი ალბათობაც გავზარდოთ.

სერიოზულ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ შეტევასთან გვაქვს საქმე და ეს მართლა ძალიან საშიში შეიძლება იყოს, თუ უკვე არ არის. ამერიკის შეერთებულ შტატებში დამნაშავეობის მსგავსი ჯაჭვური რეაქციის შემთხვევებს "ქოფიქეთსაც" უწოდებენ. "ქოფიქეთის ეფექტი" არის კრიმინალისტიკაში და ფსიქოლოგიაში კარგად ცნობილი ძალადობრივი მკვლელობის და თვითმკვლელობის სენსაციური პუბლიკაციებით შექმნილი ტენდენცია, რომელიც მათ შემდგომ იმიტაციაში გამოიხატება. ის პირველად დევიდ ფილიპსმა, ამერიკელმა სოციოლოგმა აღმოაჩინა.

1947-1968 წლების მკვლელობათა სტატისტიკის შესწავლის შემდეგ მან ნახა, რომ ყოველი გახმაურებული თვითმკვლელობის შემდეგ პირველი ორი თვის განმავლობაში საშუალოდ 58-ით მეტი ადამიანი იკლავდა თავს, ვიდრე სხვა დროს. ალბათ ბევრს სმენია მერლინ მონროს, ან სერგეი ესენინის თვითმკვლელობის შემდეგ მომხდარი სუიციდის მასობრივი შემთხვევების შესახებ.

ღმერთმა ნუ ქნას და თუ კიდევ მოხდა ცოლის მოკვლის ფაქტი საქართველოში, შესაძლოა თითო აგური ამ უაღრესად კომპლექსურ პრობლემაში და კოშმარულ დანაშაულში ჩვენი, ჟურნალისტების დადებულიც იყოს. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, ვიდრე სხვების მოვალეობებზე ვისაუბრებდეთ, ჩვენ წილ პასუხისმგებლობაზეც დავფიქრდეთ და ცოტა ფრთხილად გავაშუქოთ მსგავსი მოვლენები.

ყოველდღიურობაში ჩაფლულებს ხშირად გვავიწყდება, რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაკისრია და სიტყვის სახით ხელში შეიძლება დატენილი პისტოლეტი გვეჭიროს.
მადლობა ყურადღებისთვის.
პატივისცემით, მაია ქვარცხავა", - წერს ჟურნალისტი.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
დათო#
თურმე ნუ იტყვით, "არ ყოფილა მტყანი", რაღა თქმა უნდა, არეშიძის ქალი დარწმუნებულია, რომ პატრიარქს კოჭი გაუგორა... სამაგიეროდ ქ-ნი ასმა(არავითარი ასო არ გამომიტოვებია, თვითონ ტოვებს ასო-ბგერებს "სიბრძის" მოყვარული ქ-ნი) დარწმუნებულია, რომ "პატრიარქსაც კი ამ შემთხვევაში" ხანდახან თუ არ შეუჩიჩხინე, შეიძლება, გაზარმაცდეს და ერის დამოძღვრისას ისეთი ფუნდამენტური სიბრძნეები მოგვიტეხოს, როგორიც ხსენებული ანდაზაა. ასმა, იცი, რა არის ჭირი, ცავატანემ?
20:13 / 23-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკრინე
გაღიმებული სახით და სწრაფად მოლაპარაკე ჟურნალისტისაგან, სხვამ არ დამასწროს თქმაო რომ მკვლელობია ამბავს მოისმენს ადამიანი , იფიქრებს არაფერიაო. მკვლელობებს შოუდ გვიჩვენებენ და არა საზარელ ამბებად
16:50 / 23-10-2014
გამოხმაურება / 0 /
საშინელი ინფორმაციებით დაღლილი ქალი
არ არის აუცილებელი ტელევიზიით ასეთი მკვლელობების გამოცხადება, კომპენტენტურმა ადამიანებმა მიხედონ ამ საქმეს და მკაცრად დასახონ მკვლელი ქმრები და აღარ განმეორდება ასეთი საშინელი დანაშაულები. ინფორმაციები კი შეინახონ ჟურნალისტებმა და თუ დახმარება უნდათ მხარში იურისტებს ამოუდგნენ. ტელევიზორი ვერ ჩამირთვია ისე გვახარებენ ხოლმე ამ საშინელ ინფორმაციებს.
15:13 / 22-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ასმათი
გოგონა ერთი სიბრძე გავიწყდებათ თქვენც და პატრიარქსაც კი ამ შემთხვევაში "ჭირი ვმალე ვმალე და ჭირმა ტავი არ დამალაო"
11:16 / 22-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
მშვენიერი სტატიაა
13:20 / 21-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
სიმართლეა. მარი რა ენის წაჭრაზეა საუბარი, ასათიანს ერთი გადაცემა არ ეყო და ეხლა მთელი არხი აქვს ჭორების, ინტრიგების და როგორც თვითონ უწოდებს პროვოკაციების გასაშუქებლად. თან ამბობს საზოგადოების დაკვეთააო. რა ვიცი ამ საზოგადოების წევრად მიმაჩნია თავი და სულ არ მაინტერესებს ვის როგორი პიჯამათი სძინავს
13:12 / 21-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
მადლობა ღმერთს ჭკვიანური აზრი გამოთქვა ანუკიმ, თუ ინგა გრიგოლიასაც ჩააწევინებთ ცოთა მაინც იმ ხმას და აგრესიის დოზას უკეთესი იქნება თუმცა მაია ასათიანი სრულიად უემოციოო ტონით რომ კითხულობს როგორ ძლებთ ერთ ქმართან? ან ძნელი არაა ერთ კაცთან ცხოვრებაო ამასაც უნდა ენის წაჭრა ცოთა მაინც.
17:28 / 20-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS