"ცოლის მკვლელი კაცები ხომ ამაზრზენები არიან, მაგრამ ქალებო, თქვენც დაფიქრდით, სანამ ვინმეს ცოლად გაყვებით, კარგად გაიცანით, ყველა გიჟსს კი არ უნდა გაეკიდოთ! ბლატნოი და ძველი ბიჭები რომ მოგწონთ, მერე ასე მთავრდება მათთან ურთიერთობა!", - წერს მეტრეველი.
ჟურნალისტის პოსტს კოლეგები და რიგითი ადამიანები ეხმაურებიან:
თეა ადეიშვილი: არ გეკადრება მერაბ! შენს ადგილას წავშლიდი ამ ზედაპირულ ნაბოდვარს!-შემრცხვა რო წავიკითხე-შენი საქმისა შენ იცი!
ნანუკა ჟორჟოლიანი: :))
ეკა მიშველაძე: ხომ კარგად ხარ?!
- ბლატნოი და ძველი ბიჭი რა შუაშია? ზესტაფონში ცოლი რომ მოკლა პოლიციელი იყო.
- პოლიციაში არიან ახლა ყველაზე მეტი ბლატნოი და ძველი ბიჭები
- ვაიმეე როდის გადავალთ 21-ე საუკუნეში?
- მტერიც შეგნებული შეგხვდესო.... არაფერი გვეშველება, ავადაა ნაცია (((
- ქართველი კაცები ვერ ეგუებიან დაკარგულ პოზიციებს ოჯახში, ცოლებთან ურთიერთობაში. კომპლექსები. მეტს მე ვერაფერს ვხედავ.
- "ბლატნოი და ძველი" - პრობლემის ძალიან გამარტივებაა, აქ გაცილებით რთულადაა საქმე - სოციალურ-ფსიქოლოგიურ-ეკონომიკური პრობლემების მთელი თაიგულია.
- მერაბ, რა გამოდის შენი სტატუსიდან? ამ ქალის ბრალი ყოფილა, "ბლატნოის გაეკიდა"? საიდან ასეთი ზედაპირული დასკვნა? ვინ გითხრა რომ ვიღაც ვიღაცას გაეკიდა? ან რატომ ბლატნოი? იქნებ ფსიქიკური პრობლემები? რა ვიცი. თუმცა ვიცი. საქართველოში ქალებს დიდი არჩევანი არ აქვთ ინტელექტუალი, კულტურული და ჰუმანური პარტნიორის პოვნის ალბათობა ძალიან მცირეა.
- მართალი ხარ!!! ამათ ემარიაჟებათ ბლატნოი ქმრები და თავიდანვე უნდა შეატყო, ვისგან რაა მოსალოდნელი.
- ფსიქიკა აქვთ შავ დღეში, აბა რა.ძველი ბიჭია თუ,პოლიციელია სტატუსს არ ააქვს მნიშვნელობა.ძველი ბიჭი პოლიციელი გახდა, პოლიციელი ძველი ბიჭი.ასეა.ერთი სიტყვით,ორივე შემთხვევაში ავად არიან. მერაბის აზრს ნაწილობრივ ვეთანხმები.გაეცანი მის ფსიქიკურ სიჯანსაღეს,რომ მსხვერპლი არ აღმოჩნდე მანიაკის.
იხილეთ გაგრძელება




















