16 ოქტომბერი, 2014
ვის მოენატრა საქართველოში სოფო ნიჟარაძის ჟღურტული - ''ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი...''
სოფო ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში ახალი სელფი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მოწყენილია. არ დააყოვნა მეგობრების კომენტარებმაც და უამრავმა მათგანმა დაწერა, რომ ძალიან ენატრებათ. იყვნენ ისეთებიც, ვინც კითხულობდა, ვინ გააბრაზა მომღერალი.

სოფია საქართველოში რომ ბევრს ენატრება, ეს სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდიდან ''ჩვენ გვიყვარს სოფო ნიჟარაძედანაც'' ჩანს, რომელსაც ათასობით მოწონება აქვს.

სოფოს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც დაუწერა კომენტარი, რომ ძალიან მოენატრა.
''ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი და შენს ჟღურტულსაც დიდი სიამოვნებით მოვისმენდი'' -
წერს ნანუკა.

სოფო ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და სავარაუდოდ საქართველოში კიდევ დიდხანს არ დაბრუნდება.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS