15 ოქტომბერი, 2014
"თქვენი უვიცი, უწიგნური, "ეპატაჟისტკა'', უნიჭო, უგემოვნებო ძროხა - თეონა კონტრიძე...''
ტყუილად არ გაისარჯოთ და აღარ შემოხვიდეთ ჩემს გვერდზე რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თეონა კონტრიძე რამდენიმე წუთის წინ სოციალური ქსელის საშუალებით ქართველ ჟურნალისტებს დაგვემშვიდობა.

''ძვირფასო ჟურნალისტებო! თქვენ მიაღწიეთ იმას, რაც ძალიან გულით გინდოდათ. ნახევარი საქართველო უბრალოდ არწყევს ჩემზე. უდიდესი მადლობა ამისთვის. ჩემი ქართული პოსტების წერა დამთავრდა.

ტყუილად არ გაისარჯოთ და აღარ შემოხვიდეთ ჩემს გვერდზე, არანაირი კითხვა ჩემი მხრიდან დასმული აღარ იქნება. ინტერვიუს არ მივცემ არავის. ტელესივრცე
დახურულია ნანუკა ჟოჟოლიანის გარდა ყველასთვის.

ჩემს ინტერესებში არც არასოდეს არ ყოფილა და არც იქნება საქართველოში პიარი, რამეთუ პიარს იმ დროს აქვს აზრი, როდესაც ლარი მაინც მოაქვს. კარგად მეყოლეთ ყველა. თქვენი უვიცი, უწიგნური, "ეპატაჟისტკა'', უნიჭო, უგემოვნებო ძროხა - თეონა კონტრიძე''- წერს მომღერალი.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ლელა
დამშვიდობებისას ის საზიზღარი სიტყვა სხვით რომ ჩაგენაცვლებინა უკეთესი იქნებოდა.
18:50 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
რუსკა
გენაცვალე თეონა,მე არ მომწონდი მაგრამ თადათან უფრო და უფრო გცემ პატივს,ქართველები ვერ იტანენ თავისუფალ და განათლებულ ხალხს,ინტელექტის სრული დეფიციტია ამ ქვეყანაში
20:18 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
სტატუს ქუო
უგრძვნია ავტორს....
16:44 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS