15 ოქტომბერი, 2014
თაკო გაჩეჩილაძემ პიკანტური ფოტოების გადაღების ისტორიას ფარდა ახადა
ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში თაკო გაჩეჩილაძის სექსუალური ფოტოები გავრცელდა, სადაც ერთი შეხედვით ჩანდა, რომ მომღერალი მკერდმოშიშვლებული იყო.

ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. წერდნენ, რომ შიშველი პოზირება ახალი მოდა იყო და რომ მომღერალს მკერდი ჰქონდა გადიდებული. თუმცა ყველა ერთხმად თანხმდებოდა, რომ თაკო ფოტოებზე შეუდარებლად გამოიყურებოდა.

სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟის გამო თაკომ ''ფეისბუქის'' გაუქმებაც კი გადაწყვიტა, თუმცა მალევე გადაიფიქრა.

მოგვიანებით ფოტოების ავტორმა ლეკო ჭყონიამ ''რეიტინგთან'' ინტერვიუში აღნიშნა, რომ მომღერალი შიშველი არ პოზირებდა და ფოტოსესიის
დროს ბიუსტჰალტერი ეცვა.

გუშინ თაკომ ლეკო ჭყონიას გადაღებული კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა. სურათი სავარაუდოდ იმ პერიოდშია გადაღებული, როდესაც უფრო მეტად პიკანტური ფოტოები გადაიღეს. ფოტოზე აშკარად ჩანს, რომ ის შიშველი არ პოზირებს.

იხილეთ ასევე



სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლაშა
:)
10:27 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS