ცნობილი წყვილები, მით უმეტეს პოლიტიკოსები და მათი მეორე ნახევრები ყოველთვის იპყრობენ ხალხის ყურადღებას. ისინი განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ არიან, ხშირად აკრიტიკებენ მათ გარეგნობას, ჩაცმულობას, ქცევას და ა.შ. თუმცა მათ შესახებ საკუთარი კრიტიკული აზრის ხმამაღლა დაფიქსირება ბევრს არ შეუძლია. დიზაინერი და ტელეწამყვანი
გიორგი ნაზღაიძე ამ მხრივ გამონაკლისია, ის ქართულ პოლიტიკაში ყველაზე შეუფერებელ წყვილებს ასახელებს.
– რატომ თვლი, რომ მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი არის შეუფერებელი წყვილი?
– პირველ რიგში, შეუფერებელ წყვილად დავასახელებდი მიხეილ სააკაშვილს და სანდრა რულოვსს.
სააკაშვილი ძალიან ემოციურია და ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურად იქცეოდა. სანდრა გაწონასწორებული, მშვიდი ადამიანია. განსხვავდებიან ჩაცმის სტილით - მიშას უყვარს დაკუჭული, დაღეჭილი, ჭრელი სამოსი. ამის მიუხედავად, მას ყოველთვის გემოვნებიანი სამოსი აქვს შერჩეული, უბრალოდ ფერებს ვერ უხამებს ერთმანეთს, სანდრა კი ყოველთვის სადად იმოსება. სანდრას ყოველთვის უგემოვნოდ აცვია.
– დავით სერგეენკოს და მის მეუღლეს რატომღა თვლი შეუფერებლად?
– მახსენდება მარგველაშვილის ინაუგურაციის დროს, პარლამენტის წინ რომ აძლევდა ინტერვიუს სერგეენკოს მეუღლე. ამ შემთხვევაში, პირიქით არის, ქმარი გაწონასწორებული ადამიანია. ჩემი აზრით, სერგეენკოს მეუღლე რომ იყოს სააკაშვილის მეუღლე და სანდრა რულოვსი სერგეენკოს ცოლი, უფრო დაცული იქნება ბალანსი. თმის ფერზე თუ ვიმსჯელებთ, მოსწონს ალბათ წითელი თმა და წითური ლოყები.
იხილეთ სრულად