14 ოქტომბერი, 2014
რისი დემონსტრირება მოახდინა ''ნიჭიერში'' ნიკა გრიგოლიას ყოფილმა ცოლმა
ასეთივე ნომრის გამეორება სცადეს ქართველმა ბიჭებმაც სიშიშვლე ''ნიჭიერში'' დიდი დოზით რომ იქნება ამაში ჩვენი რეპორტაჟებით უკვე დარწმუნდით.

ახლა ორ ნომერზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. ერთ-ერთი ამერიკული ''ნიჭიერის'' ანოლოგი იყო. ალბათ გინახავთ, ორი პირსახოცაფარებული ბიჭი, სრულიად შიშვლები, პირსახოცებს რომ ცვლიან, ატრიალებენ და ამას ისე ახერხებენ, რომ სასირცხვო ადგილები არ გამოაჩინონ.

ასეთივე ნომრის გამეორება სცადეს ქართველმა ბიჭებმაც. მართალი გითხრათ თავიდან ეს ხალათიანი და პირსახოციანი ბიჭები რომ დავინახე, ვიფიქრე ბანაობას აპირებდნენ სცენაზე, მაგრამ საბოლოოდ სახალისო ნომრით მოახერხეს ჟიურისთვის თავის
მოწონება და მაყურებლის აყოლიებაც.

ია ფარულავა, როგორც ყოველთვის, კრიტიკული იყო. ჯერ დალაქული პირსახოცები დაიწუნა, შემდეგ კი ჰკითხათ, მარცხის შემთხვევაში როგორ მოიქცეოდნენ.

ისეთს ვერაფერს ვნახავდით, რაც მე და ჭოლას არ გვინახავსო, დაამშვიდა ია ნიკა გვარამიამ.
მალე სცენაზე სამი ნახევრად შიშველი მონაწილე გამოვიდა. ორი კუნთიანი მამაკაცის შუა ნიკა გრიგოლიას ყოფილი ცოლი, ია უძილაური ამოვიცანი.

იამ საზოგადოების ყურადღება ბოლო დროს იმით მიიქცია, რომ ბიკინის ფიტნესკატეგორიების შეჯიბებრებებზე მონაწილეობს. სწორედ დაკუნთული სხეულის დემონსტრირება მოახდინა ამ სამეულმა სცენაზე. მაყურებელი განსაკუთრებულად მათი სცენიდან გასვლის დროს აღფრთოვანდა, რაც სავარაუდოდ იას ლამაზი უკანალით იყო განპირობებული.

ნინო მჭედლიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
კა
ოე ქართველი კაცები რო არ მოგწონთ სვეცკო ვითომ ქართველებო,აზრზე რო არ ხართ სპორტის და სხეულის ესთეთიკის,ნაჯდომი უკანალები რო გაქვთ ვერც მიხვალთ ამ გოგომდე ვისაც ერთი დღე მაინც უვარჯიშია მიხვდება რა მაგარ ვიდზეა ეს გოგო და რამდენი ოფლი აქვს დაღვრილი,დღეს ვითარდება ეს სპორტი და მალე დაიწყეთ ვარჯიში თორე დარჩებით ისეთ ღიპიან კაცებთან რომლებიც არ გევასებათ
21:20 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
კკკკკკკკ
არ მომწონს ეს გოგო კაცი და ქალი ერთმანეთშია არეული:)
15:42 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
სად დაინახეთ ამ ქალის სილამაზე, აგვიხსენით რა
09:48 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლილი
მისმა ყოფილმა ქმარმა გრიგოლიამ დროზე გაასწრო
20:09 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ამას წინათ ამ იას ხომ გავუიასნეთ, რომ არ მოგვწონს და წესით აღარ უნდა მოგვებლანდოს.
17:46 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
xa xa.
რა საზიზღრობააა.
16:47 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS