13 ოქტომბერი, 2014
წერილი ჭიათურიდან – ''33 წლის გოგონა ქალიშვილობას ბრაზილიელი სექს-სიმბოლოსთვის ვინახავ''
სამჯერ მომიტაცეს და სამჯერვე უკან დავბრუნდი ''თურქული ვნება'' - ასე ჰქვია სერიალს, რომელიც ''პალიტრა ტვ''-ს ეთერში დღეს საღამოს 19:30 წუთზე გავა ეთერში. სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად სერიალში ბრაზილიელი სექს-სიმბოლო როდრიგო ლომბარდი თამაშობს. როდრიგოს მონაწეილეობით არაერთი ბრაზილიური სერიალი გასულა ქართულ ტელესივრცეში და მან უკვე დიდი ხანია დაიპყრო ქართველი ქალბატონების გულები, მაგრამ წერილმა, რომელიც ორი დღის წინ რედაქციაში მოვიდა, ყველა გაოცებული დაგვტოვა.

ქეთი, 33 წლის:

13 წლის ვიყავი როდესაც ერთ-ერთი მეზობლისგან გავიგე, რომ აყვანილი ვიყავი. ჩემს ქალაქში
გამორჩეული გარეგნობის გამო ყველა მიცნობს, მაგრამ სილამაზემ ცხოვრებაში კარგი არაფერი მომიტანა.

სამჯერ მომიტაცეს და სამჯერვე უკან დავბრუნდი. არცერთი მამაკაცი არ მიყვარდა, არადა მშობლებს ძალიან ეჩქარებოდათ ჩემი გათხოვება. ალბათ ფიქრობდნენ, რადგან აყვანილი ვიყავი, პატრონს თუ დროზე ჩამაბარებდნენ, თავადაც მშვიდად იქნებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცისთვის ჯერ არ მიკოცნია, ჩემს ქალაქში სახელი მაქვს გატეხილი და ყველას ჰგონია, რომ ადვილად ხელმისაწვდომი ქალი ვარ და ხშირად მაწუხებენ მამაკაცები.

ალბათ გაგიკვირდებათ, თუ ასეთი ლამაზი ვარ და თან 33 წლის რატომ არ მაქვს სურვილი, რომ ოჯახი შევქმნა, ან ვინმე მიყვარდეს. ამის მიზეზი კი ბრაზილიელი მსახიობი როდრიგო ლომბარდი გახლავთ. პირველად რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ სეიალში ვნახე და მას შემდეგ მიზნად დავისახე, რომ ყველაფერი გამეკეთებინა მასთან შესახვედრად.

სამი წლის წინ დედობილი გარდამეცვალა, მალე მამობილიც მიჰყვა და სამოთახიან სახლში მარტო დავრჩი. ეკონომიურად ძალიან გამიჭირდა. ოცნება ბრაზილიაზე საპნის ბუშტივით ჩამეფუშა. ერთხელ ისიც ვიფიქრე, რომ სახლი გამეყიდა, ყველა და ყველაფერი დამეკიდებინა და წავსულიყავი. თუნდაც ქუჩაში გამეთენებინა ღამეები და მსახიობამდე მაინც მიმეღწია, მაგრამ ვერ გავბედე.

რამდენიმე თვის წინ სოციალური ქსელის საშუალებით ერთი გოგონა გავიცანი. ქართველია და გერმანიაში ცხოვრობს. ძალიან დავახლოვდით და როდესაც ჩემი ოცნების შესახებ მივწერე დახმარება აღმითქვა.

მისი მეშვეობით მსახიობს წერილი ინგლისურად წერილი მივწერე. ჩემი ოცნების, სიზმრების და იმ უამრავი ღამის შესახებ მოვუყევი, რომლებიც მასზე ტირილში გამითენებია. დაახლოებით ერთ თვეში პასუხი მომივიდა, რომ ძალიან ესიამოვნა ჩემი ყურადღება და მოხარულია, რომ მისთვის უცნობ ქვეყანაში იცნობენ.

არ ვიცი, მართლა თვითონ მწერს თუ აგენტი, მაგრამ კიდევ მივწერე და საქართველოში დავპატიჟე.

პასუხის მოლოდინში ორი თვე გავიდა და ერთი კვირის წინ წერილი მივიღე, რომ თუ დაინტერესება იქნება და ვინმე მიიწვევს აუცილებლად ესტუმრება მისთვის უცნობ ქვეყანას. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი, ერთი ჭიათურელი გოგონას თხოვნით საქართველოში არ ჩამოვა და მას შემდეგ რაც ვნახე, რომ მისი მონაწილეობით სერიალს იწყებთ, იქნებ ხმა მიაწვდიონოთ და მართლა ჩამოვიდეს საქართველოში.

როდრიგო ჩემი ოცნების მამაკაცია, დიახ, ქალიშვილობას მისთვის ვინახავ და მინდა თუნდაც ერთი საათი გავატარო მსახიობთან. მათთვის კი ვინც ჩემს განკითხვას შეეცდება, ვურჩევ, რომ სავაშებს და ტატლიტუღლოებს მიხედონ, თურქ მსახიობებს, რომლებიც სერიალებში ტირილის მეტს არაფერს აკეთებენ და ამ დროს მთელი საქართველოს ქალები გაგიჟებულები არიან.

კიდევ ერთხელ გთხოვთ, იქნებ თქვენც მისწეროთ და ჩამოიყვანოთ საქართველოში როდრიგო ლომბარდი. ვიღაც ქუთაისელი ქალის გამო თუ მიხეილ სააკაშვილმა ტოტო კუტუნიო მეათასედ ჩამოიყვანა, რატომ არ შეიძლება მეც ამისრულდეს ოცნება?..

წერილი რედაქციას
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
მანანააპხაზავა
გმერტმაარ გაგცირა,ნორმალური მşობლები მოგცა.şეიგირსე და ნორმალური ოჯახი şეკმენი,მაგრამ რატომგაც არ გავხარ ნორმალურ ადამიანს.დაჯერებაც არ მინდა, რომ ამას ცერს კარტველი კალი,ისიც ცჰიატურის სოპლიდან.მაგრამ ვინ იცის ვისი გენები გაკვს ამიტომ şენს გამო კარტველებზე ცარმოდგენა უნდა დაკარგონ. რაşი სცჰირდები ბრაზილიელ ვარსკვლავს?ცჰკუას მოუხმე,ნუ აცინებ ხალხს.
19:38 / 13-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
დიდა დიდა სულ გაგიჟდა ხალხი რას არ გაიგებ.... ,
18:38 / 13-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ინგა
როდრიგოს თუ ვერ ჩამოიყვანთ იქნებ ქეთის გაგზავნაზე იფიქროთ...ცოდოა გოგოვ:) :) :)
18:31 / 13-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS