13 ოქტომბერი, 2014
წერილი ჭიათურიდან – ''33 წლის გოგონა ქალიშვილობას ბრაზილიელი სექს-სიმბოლოსთვის ვინახავ''
სამჯერ მომიტაცეს და სამჯერვე უკან დავბრუნდი ''თურქული ვნება'' - ასე ჰქვია სერიალს, რომელიც ''პალიტრა ტვ''-ს ეთერში დღეს საღამოს 19:30 წუთზე გავა ეთერში. სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად სერიალში ბრაზილიელი სექს-სიმბოლო როდრიგო ლომბარდი თამაშობს. როდრიგოს მონაწეილეობით არაერთი ბრაზილიური სერიალი გასულა ქართულ ტელესივრცეში და მან უკვე დიდი ხანია დაიპყრო ქართველი ქალბატონების გულები, მაგრამ წერილმა, რომელიც ორი დღის წინ რედაქციაში მოვიდა, ყველა გაოცებული დაგვტოვა.

ქეთი, 33 წლის:

13 წლის ვიყავი როდესაც ერთ-ერთი მეზობლისგან გავიგე, რომ აყვანილი ვიყავი. ჩემს ქალაქში
გამორჩეული გარეგნობის გამო ყველა მიცნობს, მაგრამ სილამაზემ ცხოვრებაში კარგი არაფერი მომიტანა.

სამჯერ მომიტაცეს და სამჯერვე უკან დავბრუნდი. არცერთი მამაკაცი არ მიყვარდა, არადა მშობლებს ძალიან ეჩქარებოდათ ჩემი გათხოვება. ალბათ ფიქრობდნენ, რადგან აყვანილი ვიყავი, პატრონს თუ დროზე ჩამაბარებდნენ, თავადაც მშვიდად იქნებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცისთვის ჯერ არ მიკოცნია, ჩემს ქალაქში სახელი მაქვს გატეხილი და ყველას ჰგონია, რომ ადვილად ხელმისაწვდომი ქალი ვარ და ხშირად მაწუხებენ მამაკაცები.

ალბათ გაგიკვირდებათ, თუ ასეთი ლამაზი ვარ და თან 33 წლის რატომ არ მაქვს სურვილი, რომ ოჯახი შევქმნა, ან ვინმე მიყვარდეს. ამის მიზეზი კი ბრაზილიელი მსახიობი როდრიგო ლომბარდი გახლავთ. პირველად რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ სეიალში ვნახე და მას შემდეგ მიზნად დავისახე, რომ ყველაფერი გამეკეთებინა მასთან შესახვედრად.

სამი წლის წინ დედობილი გარდამეცვალა, მალე მამობილიც მიჰყვა და სამოთახიან სახლში მარტო დავრჩი. ეკონომიურად ძალიან გამიჭირდა. ოცნება ბრაზილიაზე საპნის ბუშტივით ჩამეფუშა. ერთხელ ისიც ვიფიქრე, რომ სახლი გამეყიდა, ყველა და ყველაფერი დამეკიდებინა და წავსულიყავი. თუნდაც ქუჩაში გამეთენებინა ღამეები და მსახიობამდე მაინც მიმეღწია, მაგრამ ვერ გავბედე.

რამდენიმე თვის წინ სოციალური ქსელის საშუალებით ერთი გოგონა გავიცანი. ქართველია და გერმანიაში ცხოვრობს. ძალიან დავახლოვდით და როდესაც ჩემი ოცნების შესახებ მივწერე დახმარება აღმითქვა.

მისი მეშვეობით მსახიობს წერილი ინგლისურად წერილი მივწერე. ჩემი ოცნების, სიზმრების და იმ უამრავი ღამის შესახებ მოვუყევი, რომლებიც მასზე ტირილში გამითენებია. დაახლოებით ერთ თვეში პასუხი მომივიდა, რომ ძალიან ესიამოვნა ჩემი ყურადღება და მოხარულია, რომ მისთვის უცნობ ქვეყანაში იცნობენ.

არ ვიცი, მართლა თვითონ მწერს თუ აგენტი, მაგრამ კიდევ მივწერე და საქართველოში დავპატიჟე.

პასუხის მოლოდინში ორი თვე გავიდა და ერთი კვირის წინ წერილი მივიღე, რომ თუ დაინტერესება იქნება და ვინმე მიიწვევს აუცილებლად ესტუმრება მისთვის უცნობ ქვეყანას. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი, ერთი ჭიათურელი გოგონას თხოვნით საქართველოში არ ჩამოვა და მას შემდეგ რაც ვნახე, რომ მისი მონაწილეობით სერიალს იწყებთ, იქნებ ხმა მიაწვდიონოთ და მართლა ჩამოვიდეს საქართველოში.

როდრიგო ჩემი ოცნების მამაკაცია, დიახ, ქალიშვილობას მისთვის ვინახავ და მინდა თუნდაც ერთი საათი გავატარო მსახიობთან. მათთვის კი ვინც ჩემს განკითხვას შეეცდება, ვურჩევ, რომ სავაშებს და ტატლიტუღლოებს მიხედონ, თურქ მსახიობებს, რომლებიც სერიალებში ტირილის მეტს არაფერს აკეთებენ და ამ დროს მთელი საქართველოს ქალები გაგიჟებულები არიან.

კიდევ ერთხელ გთხოვთ, იქნებ თქვენც მისწეროთ და ჩამოიყვანოთ საქართველოში როდრიგო ლომბარდი. ვიღაც ქუთაისელი ქალის გამო თუ მიხეილ სააკაშვილმა ტოტო კუტუნიო მეათასედ ჩამოიყვანა, რატომ არ შეიძლება მეც ამისრულდეს ოცნება?..

წერილი რედაქციას
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
კუკარაჩა
გატაცება აქვს მაგ გოგოს და მალე გაუვლისსსს
01:20 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მართლა გამოშტერდა ეს ხალხი მგონი.გული მერევა ამ უტვინობაზე.რაღას ბეჭდავთ? არ ჯობია ფსიქოლოგთან გააგზავნოთ?ან პირდაპირ ფსიქიატურულში/
00:06 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა.
რას ერჩით ამ გოგონას?!! :) უყვარს და რა ქნას?! :) ამაში უზნეობა რაა?!! :) თუ ტყუის, როცა ამბობს, სავაშებს და სხვა თურქული სერიალების გმირებს მიხედეთო?!!!!! :) აბა გურული ბებო გაიხსენეთ, ტელევიზორის მინას რომ უკაკუნებდა და თუ არ ვცდები, სავაშისათვის უნდოდა ხმა მიეწვდინა. :) :) :) აცადეთ ოცნება მაინც. :) და იქნებ ბედია?!!!!!!!!!!!!! :) ვინ რა იცით?!!!!!!!!!!! :) აქვს ადამიანს სიყვარულისა და ოცნების უფლება. :) :)
23:17 / 13-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ანუკაა
დედა დეიწვა ბავშვი პირველი ღამის მოლოდინში
23:15 / 13-10-2014
გამოხმაურება / 0 /
***
მაია ასათიანს დაუკავშირდით პროფილური თემაა და აუცილებლად დაგეხმარებათ:)
23:12 / 13-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ირ ინა
პირველ რიგში წადი ექიმს გაესინჯე,მეორე-ვერ ვიტან უმადურ ადამიანებს,გამზრდელ დედაზე რომ ამბობ-ჩემი მოშორება უნდოდაო,რატომ შენს ბიოლოგიურ დედაზე არ კითხულობ რატომ მოგიშორა თავიდან?ისე ეს ამბავი მაინც "ჟურნალისტის"შეთითხნილი მგონია.
22:54 / 13-10-2014
გამოხმაურება / 0 /
დატა
აბა დატრიალდიტ ეხლა ვისაც გეხებატ
22:05 / 13-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თამაზინო
რაო, რა ჰქვია, როდრიგო ლომბარდი? აქ მერე სხვა ლომბარდთან არ დაგჭირდეს საქმის დაჭერა და ქალიშვილობის გირაოში ჩადება.
22:03 / 13-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ვაი შენს პატრონს,კიდევ კარგი არ გიყურებენ
20:18 / 13-10-2014
გამოხმაურება / 0 /
nini
Oe chiaturaa
19:40 / 13-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS