13 ოქტომბერი, 2014
წერილი ჭიათურიდან – ''33 წლის გოგონა ქალიშვილობას ბრაზილიელი სექს-სიმბოლოსთვის ვინახავ''
სამჯერ მომიტაცეს და სამჯერვე უკან დავბრუნდი ''თურქული ვნება'' - ასე ჰქვია სერიალს, რომელიც ''პალიტრა ტვ''-ს ეთერში დღეს საღამოს 19:30 წუთზე გავა ეთერში. სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად სერიალში ბრაზილიელი სექს-სიმბოლო როდრიგო ლომბარდი თამაშობს. როდრიგოს მონაწეილეობით არაერთი ბრაზილიური სერიალი გასულა ქართულ ტელესივრცეში და მან უკვე დიდი ხანია დაიპყრო ქართველი ქალბატონების გულები, მაგრამ წერილმა, რომელიც ორი დღის წინ რედაქციაში მოვიდა, ყველა გაოცებული დაგვტოვა.

ქეთი, 33 წლის:

13 წლის ვიყავი როდესაც ერთ-ერთი მეზობლისგან გავიგე, რომ აყვანილი ვიყავი. ჩემს ქალაქში
გამორჩეული გარეგნობის გამო ყველა მიცნობს, მაგრამ სილამაზემ ცხოვრებაში კარგი არაფერი მომიტანა.

სამჯერ მომიტაცეს და სამჯერვე უკან დავბრუნდი. არცერთი მამაკაცი არ მიყვარდა, არადა მშობლებს ძალიან ეჩქარებოდათ ჩემი გათხოვება. ალბათ ფიქრობდნენ, რადგან აყვანილი ვიყავი, პატრონს თუ დროზე ჩამაბარებდნენ, თავადაც მშვიდად იქნებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცისთვის ჯერ არ მიკოცნია, ჩემს ქალაქში სახელი მაქვს გატეხილი და ყველას ჰგონია, რომ ადვილად ხელმისაწვდომი ქალი ვარ და ხშირად მაწუხებენ მამაკაცები.

ალბათ გაგიკვირდებათ, თუ ასეთი ლამაზი ვარ და თან 33 წლის რატომ არ მაქვს სურვილი, რომ ოჯახი შევქმნა, ან ვინმე მიყვარდეს. ამის მიზეზი კი ბრაზილიელი მსახიობი როდრიგო ლომბარდი გახლავთ. პირველად რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ სეიალში ვნახე და მას შემდეგ მიზნად დავისახე, რომ ყველაფერი გამეკეთებინა მასთან შესახვედრად.

სამი წლის წინ დედობილი გარდამეცვალა, მალე მამობილიც მიჰყვა და სამოთახიან სახლში მარტო დავრჩი. ეკონომიურად ძალიან გამიჭირდა. ოცნება ბრაზილიაზე საპნის ბუშტივით ჩამეფუშა. ერთხელ ისიც ვიფიქრე, რომ სახლი გამეყიდა, ყველა და ყველაფერი დამეკიდებინა და წავსულიყავი. თუნდაც ქუჩაში გამეთენებინა ღამეები და მსახიობამდე მაინც მიმეღწია, მაგრამ ვერ გავბედე.

რამდენიმე თვის წინ სოციალური ქსელის საშუალებით ერთი გოგონა გავიცანი. ქართველია და გერმანიაში ცხოვრობს. ძალიან დავახლოვდით და როდესაც ჩემი ოცნების შესახებ მივწერე დახმარება აღმითქვა.

მისი მეშვეობით მსახიობს წერილი ინგლისურად წერილი მივწერე. ჩემი ოცნების, სიზმრების და იმ უამრავი ღამის შესახებ მოვუყევი, რომლებიც მასზე ტირილში გამითენებია. დაახლოებით ერთ თვეში პასუხი მომივიდა, რომ ძალიან ესიამოვნა ჩემი ყურადღება და მოხარულია, რომ მისთვის უცნობ ქვეყანაში იცნობენ.

არ ვიცი, მართლა თვითონ მწერს თუ აგენტი, მაგრამ კიდევ მივწერე და საქართველოში დავპატიჟე.

პასუხის მოლოდინში ორი თვე გავიდა და ერთი კვირის წინ წერილი მივიღე, რომ თუ დაინტერესება იქნება და ვინმე მიიწვევს აუცილებლად ესტუმრება მისთვის უცნობ ქვეყანას. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი, ერთი ჭიათურელი გოგონას თხოვნით საქართველოში არ ჩამოვა და მას შემდეგ რაც ვნახე, რომ მისი მონაწილეობით სერიალს იწყებთ, იქნებ ხმა მიაწვდიონოთ და მართლა ჩამოვიდეს საქართველოში.

როდრიგო ჩემი ოცნების მამაკაცია, დიახ, ქალიშვილობას მისთვის ვინახავ და მინდა თუნდაც ერთი საათი გავატარო მსახიობთან. მათთვის კი ვინც ჩემს განკითხვას შეეცდება, ვურჩევ, რომ სავაშებს და ტატლიტუღლოებს მიხედონ, თურქ მსახიობებს, რომლებიც სერიალებში ტირილის მეტს არაფერს აკეთებენ და ამ დროს მთელი საქართველოს ქალები გაგიჟებულები არიან.

კიდევ ერთხელ გთხოვთ, იქნებ თქვენც მისწეროთ და ჩამოიყვანოთ საქართველოში როდრიგო ლომბარდი. ვიღაც ქუთაისელი ქალის გამო თუ მიხეილ სააკაშვილმა ტოტო კუტუნიო მეათასედ ჩამოიყვანა, რატომ არ შეიძლება მეც ამისრულდეს ოცნება?..

წერილი რედაქციას
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
Lazy man
:D :D :D ,cota sasaciloa magram aseti mizandasaxuloba aqamde arasdros minaxavs,sheidzleba misnairi adamianebi agarc arian saertod,sasircxvilo araferia aketo is rac ginda
17:02 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ძველი ვაჭარი
ან ჟურნალისტის ზღაპარია, ან ეს მართლაც მაგარი დეგენერატია ვიღაც
16:21 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალი
სულელი გოგო,მართლა ვაი შენს პატრონს
12:57 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნენე
ეს თუ მართალია,სერიოზულად ძალიან ცოდოა ეს გოგო იმ სხვადასხვა სერიალების პერსონაჟების ფანატებთან ერთად და მათ ყველას ერთიანად კარგი ფსიქოლოგიური დახმარება ჭირდებათ,ოღონდ სერიოზულად და ეს არ არის ნამდვილად საღადაო და სახუმარო ამბავი,მერე რა ყველას რაღაც ემართება ამ ცხოვრებაში,მათ მდგომარეობაში ნებისმიერი შეიძლება ჩავვარდეთ და ეს საქილიკო არ არის
12:00 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მათხოვარი ვის მოულავს
რუსთავი 2-მა კოშკელიშვილს ამერიკის ტუდააბრატნი ბილეთი უყიდა. დაეხამარეტ ამ გოგოს ქალიშვილად არ მოკვდეს მიზანი აქვს დასახული და ცოდვას ნუ დაიდებთ 1 სააათი ეყოფა მარტო მეტი არა ჩამოუყვანეთ ბუღა რა გახდა ერთი კაცის ჩამოყვანა. მერე ჟურნალები ააჭრელეთ იმ ბედნიერი ჭითურელი უკვეეეეეეე ქალის სურათებით!! აბა ესააააააააა ცხოვრება
10:45 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიიი
თუ მართალია რაც აქ წერია, აშკარად ცოდოა ეს ვიღაც, ნუ რა ქნას.... აი ჯურნალისტებს კიდე მეტი სხვა გამოსაქვეყნებელი არაფერი გააჩნიათ ასეთ სისულეებს რომ წერენ????
10:38 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ტასიკო
გოგო, სააკაშვილს ედრები?
10:14 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ბებო რომელიც ტელევიზორის "მინა"-ს უკაკუნებდა
ეკა გენაცვალე ტელევიზორის "მინა"-ს ეკრანი ქვია
09:44 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თაია
ვფიქრობ, რედაქციაში ვიღაცა ძაან იდეინია)))))
09:40 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ჰჰჰჰ
ეს ამბავი ნამდვილი არ მგონია და რაც გინდათ იმით დაამტკიცეტ.!!! ჯერ ერთი ძალიან ბევრ ადამიანს აყენებთ ამით ტკივილს, ვისაც მართლა არ ჰყოლია ბიოლოგიური მშOბლები!!! აბუჩად იგდებთ არაბიოლოგიურ მშობლებს, და თუ ეს ამ ქალის დაწერლია ამრთლა (რაშიც ეჭვი მეპარება) უმადური ყოფილა. ნახვამდის , მეძინება.
01:21 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS