13 ოქტომბერი, 2014
წერილი ჭიათურიდან – ''33 წლის გოგონა ქალიშვილობას ბრაზილიელი სექს-სიმბოლოსთვის ვინახავ''
სამჯერ მომიტაცეს და სამჯერვე უკან დავბრუნდი ''თურქული ვნება'' - ასე ჰქვია სერიალს, რომელიც ''პალიტრა ტვ''-ს ეთერში დღეს საღამოს 19:30 წუთზე გავა ეთერში. სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად სერიალში ბრაზილიელი სექს-სიმბოლო როდრიგო ლომბარდი თამაშობს. როდრიგოს მონაწეილეობით არაერთი ბრაზილიური სერიალი გასულა ქართულ ტელესივრცეში და მან უკვე დიდი ხანია დაიპყრო ქართველი ქალბატონების გულები, მაგრამ წერილმა, რომელიც ორი დღის წინ რედაქციაში მოვიდა, ყველა გაოცებული დაგვტოვა.

ქეთი, 33 წლის:

13 წლის ვიყავი როდესაც ერთ-ერთი მეზობლისგან გავიგე, რომ აყვანილი ვიყავი. ჩემს ქალაქში
გამორჩეული გარეგნობის გამო ყველა მიცნობს, მაგრამ სილამაზემ ცხოვრებაში კარგი არაფერი მომიტანა.

სამჯერ მომიტაცეს და სამჯერვე უკან დავბრუნდი. არცერთი მამაკაცი არ მიყვარდა, არადა მშობლებს ძალიან ეჩქარებოდათ ჩემი გათხოვება. ალბათ ფიქრობდნენ, რადგან აყვანილი ვიყავი, პატრონს თუ დროზე ჩამაბარებდნენ, თავადაც მშვიდად იქნებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცისთვის ჯერ არ მიკოცნია, ჩემს ქალაქში სახელი მაქვს გატეხილი და ყველას ჰგონია, რომ ადვილად ხელმისაწვდომი ქალი ვარ და ხშირად მაწუხებენ მამაკაცები.

ალბათ გაგიკვირდებათ, თუ ასეთი ლამაზი ვარ და თან 33 წლის რატომ არ მაქვს სურვილი, რომ ოჯახი შევქმნა, ან ვინმე მიყვარდეს. ამის მიზეზი კი ბრაზილიელი მსახიობი როდრიგო ლომბარდი გახლავთ. პირველად რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ სეიალში ვნახე და მას შემდეგ მიზნად დავისახე, რომ ყველაფერი გამეკეთებინა მასთან შესახვედრად.

სამი წლის წინ დედობილი გარდამეცვალა, მალე მამობილიც მიჰყვა და სამოთახიან სახლში მარტო დავრჩი. ეკონომიურად ძალიან გამიჭირდა. ოცნება ბრაზილიაზე საპნის ბუშტივით ჩამეფუშა. ერთხელ ისიც ვიფიქრე, რომ სახლი გამეყიდა, ყველა და ყველაფერი დამეკიდებინა და წავსულიყავი. თუნდაც ქუჩაში გამეთენებინა ღამეები და მსახიობამდე მაინც მიმეღწია, მაგრამ ვერ გავბედე.

რამდენიმე თვის წინ სოციალური ქსელის საშუალებით ერთი გოგონა გავიცანი. ქართველია და გერმანიაში ცხოვრობს. ძალიან დავახლოვდით და როდესაც ჩემი ოცნების შესახებ მივწერე დახმარება აღმითქვა.

მისი მეშვეობით მსახიობს წერილი ინგლისურად წერილი მივწერე. ჩემი ოცნების, სიზმრების და იმ უამრავი ღამის შესახებ მოვუყევი, რომლებიც მასზე ტირილში გამითენებია. დაახლოებით ერთ თვეში პასუხი მომივიდა, რომ ძალიან ესიამოვნა ჩემი ყურადღება და მოხარულია, რომ მისთვის უცნობ ქვეყანაში იცნობენ.

არ ვიცი, მართლა თვითონ მწერს თუ აგენტი, მაგრამ კიდევ მივწერე და საქართველოში დავპატიჟე.

პასუხის მოლოდინში ორი თვე გავიდა და ერთი კვირის წინ წერილი მივიღე, რომ თუ დაინტერესება იქნება და ვინმე მიიწვევს აუცილებლად ესტუმრება მისთვის უცნობ ქვეყანას. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი, ერთი ჭიათურელი გოგონას თხოვნით საქართველოში არ ჩამოვა და მას შემდეგ რაც ვნახე, რომ მისი მონაწილეობით სერიალს იწყებთ, იქნებ ხმა მიაწვდიონოთ და მართლა ჩამოვიდეს საქართველოში.

როდრიგო ჩემი ოცნების მამაკაცია, დიახ, ქალიშვილობას მისთვის ვინახავ და მინდა თუნდაც ერთი საათი გავატარო მსახიობთან. მათთვის კი ვინც ჩემს განკითხვას შეეცდება, ვურჩევ, რომ სავაშებს და ტატლიტუღლოებს მიხედონ, თურქ მსახიობებს, რომლებიც სერიალებში ტირილის მეტს არაფერს აკეთებენ და ამ დროს მთელი საქართველოს ქალები გაგიჟებულები არიან.

კიდევ ერთხელ გთხოვთ, იქნებ თქვენც მისწეროთ და ჩამოიყვანოთ საქართველოში როდრიგო ლომბარდი. ვიღაც ქუთაისელი ქალის გამო თუ მიხეილ სააკაშვილმა ტოტო კუტუნიო მეათასედ ჩამოიყვანა, რატომ არ შეიძლება მეც ამისრულდეს ოცნება?..

წერილი რედაქციას
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
ნატალიაააააააა
ვაი სჰენს პატრონს,უცადე სჰენ მაგას და ქალისჰვილი მოკვდებიიი
21:31 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
დიეგო
ოო 33 წლის ქალიშვილისგან არც უნდა გაგიკვირდეთ სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები...ბავშვობაში მეც ვოცნებობდი პამელა ანდერსონზე სანამ ქალებში არ წამიყვანეს ;)
12:18 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მედასხვა
ეს არის ავადმყოფობა აბა მეტი რაა,მართლა რო ჩამოვიდეს ერთი მაგრად გაუდებს და ისევ გაუფრინდება ,,მერე?ამით დამთავრდება მისი ოცნება და საკუთარი თავი შეზიზღდება
17:29 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მედასხვა
მამაშენი რო გაკეტებდა არ ჯობდა ტაბურეტკა გაეკეტებინა დაჯდებოდა და დაისვენებდა მაინც
17:21 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლაქა
გამოშტერდი გოგო?! ქართველები ნაკლები ვაჟკაცები არიან თუ გარეგნობას უწუნებ ვინმეს?!!!!!!!!!!!!
16:16 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
კოლთოსპირელი
33 წლის ყოფილხართ...ასე მიამიტი რატო ხართ...დააძალეთ თავს ნახოთ კარგი ჭიათურელი,თბილისელი ან თუნდაც ვანელი კაცი და ღირსეული შვილები გაუზარდე ჭიათურას და საქართველოს...ის ბრაზილიელი ბედნიერებას ვერ მოგიტანს...შვილები მოგიტანენ...ისე თქვენ განზრახვაში ბოროტება არ ჩანს,მაგრამ, მაპატიეთ და მთლად ჯანზე არ მგონიხართ...
10:10 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
როდრიგო
აქ ვარ, მე ცჰამოვედი ცჰემო პრინცესა, მოდი დროზე ნუ მადზებნინებ ტავს.
03:02 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
çhiàturel shekvarebul gogonas
Araperia sasirtsxvilo ukvars DA ra knas,dgevàndeli dèmokratiis pirobebshi kvelaperia shesadzlebeli.Misha ROM shegènàrchunebinàt ikneb otsneba amxdariko DA dgevàndeli mtavrobis xelshi saechvoa dzàlian gachirdeba albat.
00:11 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რატომაც არა? სჯობს ერთი დღე პეპელასავით იცხოვრო, ვიდრე წლები ჩრჩილივით. წარმატებები ჩემო კარგო, ეცადე აიხდინო ოცნება.ამ მსუქანა, ღიპიანი ქართველი კაცების ცოლებო, ნუ შეგშურდებათ
22:05 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ჭიათურელი
ვაიმე ეს რა წავიკითხე ,მრცხვენია,რომ ჩემი ზემლიაკი ასეთ რამეს წერს,იმედია მართალი არ არის თორემ დავიწვი სირცხვილით და კიდევ ერთხელ მრცხვენია შენისთანა ზემლიაკი რომ მყავს.
19:52 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS