ქალბატონს უკან პროექტის წამყვანები, ვანიკო თარხნიშვილი და გიორგი ყიფშიძე მოჰყვებდოდენ. სწორედ მათ ეკავათ მაგიდაზე განთავსებული ქილები, რომელიც სიუზანმა ცალი ძუძუთი დაჭყლიტა.
ქერათმიანმა ქალბატონმა ეს არ იკმარა, ხის საკმაოდ სქელი ჯოხი სამი დარტყმით გატეხა. ბოლოს კი სპეციალურ სადგამზე შემოდებულ საზამთროსაც მოუღო ბოლო.
თან ამ ყველაფერს მუსიკის ფონზე, ცეკვა-სიმღერით აკეთებდა. ნომრის

ია ფარულავამ ხელით მოსინჯა სიუზანის უნიკალური მკერდი, ნანუკამ კი მეტი დამაჯერებლობისთვის კონკურსანტს კაბა გამოუწია და შიგნით ჩაიხედა.
სცენაზე კვლავ ენერგიულად დაბრუნდა სიუზანი, მანამდე პირველ რიგში ფილარმონიის დაცვის თანამშრომელს ეამბორა მელოტ თავზე. მგონი იგივეს გაკეთებას უპირებდა, რასაც ჭოლას, მაგრამ შეშინებულმა დაცვამ უარის ნიშნად ხელები გაასავსავა.
გადაიყვანეს თუ არა ამერიკული ''ნიჭიერის'' მონაწილე სიუზანი ქართული ''ნიჭიერის'' შემდეგ ტურზე, ამას პროექტის მსვლელობისას შეიტყობთ. ''ნიჭერის'' პირველი გადაცემა 27 ოქტომბერს გავა ეთერში.
ნინო მჭედლიშვილი




















