12 ოქტომბერი, 2014
ბიჭს, რომელიც სასქესო ორგანოთი უკრავს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან
დაიწყო მუსიკა და აცეკვდა შავი ტყავის შარვალში გამოწყობილი ახალგაზრდა „რუსთავი 2“ „ნიჭიერის“ მეხუთე სეზონისთვის ემზადება. ჩაწერები უკვე დაიწყო. პირველი გადაცემა 27 ოქტომბერს გავა ეთერში. მანამდე კი ფილარმონიაში დიდი მხიარულებაა. „ნიჭიერის“ ამ სეზონზე პროექტის მონაწილეებს ლევან წულაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ია ფარულავა და ნიკა გვარამია შეაფასებენ. წამყვანებად კი ორი მამაკაცი ვანიკო თარხნიშვილი და გიორგი ყიფშიძე მოგვევლინებიან.

პროექტს სახალისო გამომსვლელები არასდროს აკლდა. ამჯერად ერთ ახალგაზრდაზე მინდა გიამბოთ, რომელიც მაყურებელმა ფაქტობრივად სტვენით გააცილა სცენიდან. ეპატაჟურად და სექსუალურად ჩაცმულმა ახალგაზრდა ბიჭმა,
სცენა დაიკავა და ხმამაღლა გამოაცხადა ცოცრით უნდა დავუკრა როიალზეო (ცოცარი ძველქართულად მამაკაცის სასქესო ორგანოს ნიშნავს). ჟიურის ყველა მონაწილემ ცალ-ცალკე ჰკითხა ცოცარის მნიშვნელობა ტომასს, რომელმაც გვარი არ გაგვიმხილა.

დაიწყო მუსიკა და აცეკვდა შავი ტყავის შარვალში გამოწყობილი ახალგაზრდა. ჯერ ქუდი მოიხადა, მერე თეთრი პერანგი შემოიხია და სტრიპტიზის ცეკვა დაიწყო. იხუვლა დარბაზმა და უკმაყოფილების ნიშნად ცერა თითი ქვევით დაუშვა. ამასობაში ბიჭი ეშხში შევიდა, როიალთან მივიდა, შარვალი გაიხდა, ორივე ხელი მაღლა ასწია და…როიალის ხმა გაისმა.

არ ვიცი ვინმემ დაიჯერა თუ არა, როიალს ამოფარებული ტომასი კლავიშებზე ცოცრით რომ უკრავდა, მაგრამ სანახაობა აშკარად გამოუვიდა „რუსთავი 2“-ს. გადაიყვანეს თუ არა უცნაური ნიჭის მფლობელი შემდეგ ტურში, ამას „ნიჭიერის“ გადაცემებიდან გაიგებთ. ერთი ცხადია, ტომასის გამოჩენამ აშკარა აგრესია გამოიწვია მაყურებელში, ბიჭს ცემითაც კი ემუქრებოდნენ, ჩემს წინ მსხდომი მამრობითი სქესის წარმომადგენლები.

ნინო მჭედლიშვილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ვანო
ეს როიალი მაინც რაღას გარყვნეს, აწი დეზინფექცია დაჭირდება, ისე ზოგზოგიერთი ძალიან დააინტერესა მგონი
23:34 / 27-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ძალიან კარგად იცოდა ,,რუსთავი-2,,-მა, რის გაკეთებასაც ეს ბიჭი აპირებდა, მაგრამ ახალგაზრდების გარყვნა ხომ მათი მიზანია ,,დიადი ნათელი?''
12:57 / 20-10-2014
გამოხმაურება / 0 /
джени
Тквени дедеби авапетк,араприс кгцхвениат...''руставма_2_ма гарквна ахалгазрдоба!!?
02:09 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მინდია
საინტერესოა დაკვრის დროს პედლებს თუ იყენებდა. :)
17:00 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მინდია
საინტერესოა დაკვრის დროს პედლებს თუ იყენებდა. :)
16:57 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ემზარი
sacodavia es vigaca,magas pianinoze ra unda to! magitom yovel me2e qali sazgvagaret txovdeba amistana vis rat unda to tpuuuu
16:27 / 15-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
მოკლედ, ცუდია, რამე უნდა ვიღონოთ. ყველას გვეხება. ქუდზე კაცი. მალე აღარ ვიარსებებთ როგორც ქართველი ერი.
18:24 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
გადაიყვანეთ შანსი მიეცით
მეორე ტურში ცოცარით სკრიპკაზე დაუკრავს ალბად!!!
11:11 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მელანო
რა ხდება ხალხო .ქართველობას ნუ დავკარგავთ სირცხვილია ,ეს რა საზიზგრობაა,გავიხსენოთ რას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები და რა ხდება დგეს,ვინც გაიხდის ყველას პოპულარებს ხდით, ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა,ეს ბიჭი მაგარი საცემია,
09:23 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ქუთაისი
რუსთავი ორი ანტიქრისტეს ორგანიზაცია ერის გახრწნისა და გამოთაყვანების სამსახურში
21:52 / 13-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS