კესარიას თქმით მისი გმირი სექსუალური და საინტერესო ქალია. გადაღებები ინტენსიურად მიმდინარეობს.
როგორც სოციალური ქსელიდან ცნობილი გახდა, სერიალის მოყვარულები ''ფსიქოპატთა თამაშებში'' ეროტიკულ სცენებსაც იხილავენ.

''სექსის სცენა ასეთი რთული სამუშაო თუ იქნებოდა, არ მეგონა, არადა ყველაზე მეტად მეიოლებოდა''- წერს კესარია საკუთარ ''ფეისბუქზე'' და სერიალში ნათამაშებ
კესარია აბრამიძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
- კესო, რამდენ ხანს იღებდით სექსის სცენას?
- ძალიან დიდხანს, თითქმის დილიდან საღამომდე. თავიდან ძალიან ადვილი მეჩვენებოდა, მაგრამ კამერების წინ ცოტა რთული აღმოჩნდა. ეროტიკული ფილმი არა არის, სულ სხვა დატვირთვა აქვს.
- როდის ვიხილავთ სერიალს?
- ოქტომბერში დაიწყებენ ჩვენებას.
სალომე დადიანი




















