06 ოქტომბერი, 2014
სანდო და საიმედო RAV4
საუკეთესო ავტომობილი ქალბატონებისთვის, რომელიც ყველაზე მკაცრმა გამომცდელმა, დრომ გამოსცადა!

მამაკაცების მტკიცებით, ქალი რომ საჭეს მიუჯდება, ქალურობას კარგავს. არ დაიჯეროთ! ჭეშმარიტი ქალი ყოველთვის და ყველაფერში ქალია! და არც მოძრაობის წესებს არღვევს, როცა მანქანით მოძრაობს. და თუ სასურველ ავტომობილს მართავს, მოსახერხებელს, სანდოს და საიმედოს, ჭეშმარიტი ქალი სუპერქალად იგრძნობს თავს! სწორედ ასეთია Recreational Active Vehicle 4-Wheel Drive - ყველაფერი გაიგეთ?

ალბათ, არა! RAV4? ახლა კი ყველაფერი გასაგები იქნება - ეს ხომ "ტოიოტას" ყველასათვის კარგად ნაცნობი ქროსოვერის სახელწოდებაა. 1994 წელს
იაპონელებმა გაბედეს და უგზოობის ავტომობილისა და მსუბუქი ავტომობილის ნაზავი შემოგვთავაზეს. რეცეპტი ასეთი იყო: მუდმივი სრული ამძრაობა, ამტანი ძარა და ბენზინის მოქნილი, 4-ცილინდრიანი ძრავა. მტესტავები და კლიენტები აღფრთოვანებული იყვნენ ჯდომის პოზიციითა და საკმაოდ კარგი მანევრულობით.

RAV4-მა ძალიან მალე მოიხვეჭა პოპულარობა და ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდა.

გავიდა წლები და RAV4-მა ისიც დაამტკიცა, რომ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო, გამძლე და ხარისხიანი ავტომობილია. მისი ნებისმიერი მფლობელი გეტყვით, რომ ეს არის მანქანა, რომელიც ფაქტობრივად არ ფუჭდება და იტანს ყველაფერს, რაც ავტომობილმა უნდა აიტანოს.

აი, ასე მისცა დასაბამი TOYOTA RAV4-ის პირველმა თაობამ იმ საავტომობილო კლასს, რომელიც დღეს ყველაზე პოპულარულია - SUV-კლასს ვგულისხმობთ, ქროსოვერებს. RAV4-ის ყოველი შემდგომი მოდელი კიდევ უფრო გაუმჯობესებული იყო და ყოველთვის მინიმუმ ერთი ნაბიჯით უსწრებდა კონკურენტებს.

როგორი უნდა იყოს სრულყოფილი SUV? ქროსოვერების მოყვარულებს მრავალმხრივი ავტომობილი სურთ, რომელშიც კომფორტულად ჩასხდებიან და რომლიდანაც ყველაფერს კარგად დაინახავენ. ამასთან, სრულყოფილი SUV, მათი აზრით, უსაფრთხო და შეძლებისდაგვარად ეკონომიურიც უნდა იყოს. სწორედ ასეთ ავტომობილს დაჰპირდნენ იაპონელები თავიანთ ერთგულ და პოტენციურ კლიენტებს და ასეთია ახალი RAV4, რომლის გაყიდვები 2013 წელს დაიწყო.

ინტერიერში გამოყენებული ხარისხიანი მასალები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ახალ RAV4-ს პლუსებში უნდა ჩავუთვალოთ. "ტოიოტას" ერთერთი ბესტსელერი იაფი სერვისით და ამ კლასის კვალობაზე, საწვავის დაბალი ხარჯით გამოირჩევა. განსაკუთრებით ეკონომიურია წინა ამძრაობის მქონე RAV4. ზოგადად, რაც დრო გადის, მომხმარებლები უფრო და უფრო ხშირად ირჩევენ წინაამძრავიან SUV-ებს.

მიზეზი გასაგებია: უმრავლესობას სრული ამძრაობა, ფაქტობრივად, არაფერში სჭირდება, წინაამძრავიანი RAV4 კი არა მარტო ეკონომიურია, არამედ გაცილებით იაფიც ღირს. ავტომატური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი წინაამძრავიანი TOYOTA RAV4-ის ფასი არის მხოლოდ 24 900 დოლარის ექვივალენტი ლარში, რაც ფასთან შესაბამისობის კლასში საუკეთესო მაჩვენებელს ნიშნავს. RAV4-ის ასეთი ვერსია განსაკუთრებით მიმზიდველია ქალბატონებისთვის.

TOYOTA RAV4-ის, ისევე როგორც "ტოიოტას" სხვა მოდელების, კიდევ ერთი უმთავრესი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მეორადი ავტომობილის რანგში მისი გაყიდვა ყოველთვის ადვილია. სანდო, საიმედო და გამძლე ავტომობილის შეძენის მსურველს ადვილად იპოვით და რაც მთავარია, RAV4 გაუფასურების კრიტერიუმშიც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლით გამოირჩევა - მეორადის რანგში ყოველთვის უშუალო კონკურენტებზე ძვირად ფასობს.

ახალი RAV4 2013 წლიდან გამოდის და ამ ხნის განმავლობაში კონკურენტების უმეტესობას ახალი მოდელები ჯერ კიდევ არ შეუქმნიათ. ამას დაუმატეთ გაუმჯობესებული პირობები და მართვის მახასიათებლები, ბრენდ "ტოიოტასთვის" დამახასიათებელი სანდოობა და ხარისხი, უშუალოდ RAV4-ის საიმედოობა, რაც დრომ, კონკრეტულად კი 20-მა წელიწადმა გამოსცადა, მისი მისაღები ფასი და მიხვდებით, რომ TOYOTA RAV4-ის სახით თქვენ წინაშეა სრულყოფილი თანამედროვე ქროსოვერი, რომელიც იმედებს არავის უცრუებს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS