05 ოქტომბერი, 2014
როგორ პასუხობს ნინი ბადურაშვილი რუსეთში გამგზავრების გამო მიყენებულ შეურაცხყოფას
ასეთმა კომენტარებმა მომღერალი თეონა კონტრიძე აღაშფოთა რუსეთში გამართული თბილისობის მოწინააღმდეგეები ნინი  ბადურაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზეც არ მალავენ თავიანთ უკმაყოფილებას.

მოგეხსენებათ, თბილისობის აღსანიშნავად ნინი, ლელა წურწუმიასთან, ნინო ჩხეიძესთან და რამდენიმე ქართულ ჯგუფთან ერთად ორი დღის წინ გაემგზავრა.

ნინიმ ჩასვლისთანავე ბავშვობის მეგობარი ქეთა თოფურია მოინახულა და მომღერალთან ერთად გადაღებული რამდენიმე ფოტო, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ნინი რუსეთში იმღერებდა, ფოტოებზე შეურაცხმყოფელმა კომენტარებმა არ დააყოვნა.

კომენტარებს თანმიმდევრობით გთავაზობთ:


„მძ..რად გექცეთ რუსებისთვის სიმღერაში ნაშოვნი ფული!!!“

„განა
რამდენი გადაგიხადეს რომ ქვეყანას და მსმენელს ესე უღალატეთ მათხოვრებო!!!“

„მიუცუცქდით ისევ უძღები შვილები რუსუკებს? ეგრეა, ყველა ლანძღავს რუსს და როცა უჭირს რუსეთში გარბის“.

„წინა ხელისუფლების დროს, არავინ არავის უწონებდა რუსეთისკენ გახედვასაც კი, მოღალატეებად რაცხავდნენ და აფურთხებდნენ.  ახლა კი ის ხალხი, ვინც სხვას აკრიტიკებდა, იგივე ნაბიჯს დგამს.

მედროვეობაა ეგ, ბიძია, სხვა არაფერი. ყველა რუსეთს ლანძღავს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება ისევ რუსეში გარბიან. მაინც წარმატებები თქვენ, მაინც ყველა საცობს ერგებით და ასეც და ისეც წარმატებულებად რჩებით. ისევ თქვენი მეგობრების თვალში ოღონდ“. 

„წარმატებები ჩვენს მომღერლებს.  არამარტო მე ძალიან ბევრი ვართ, ვისაც გვიყვარხართ და გიწონებთ ამ ნაბიჯს. ხელოვნებას საზღვრები არა აქვს.“

„ძალიან კარგი! მივესალმები ასეთ კონცერტებს! როგორც შეგვიძლია, ისე უნდა ვეცადოთ ჩატეხილი ხიდის გამთელებას! ცუდი მშვიდობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ომი, ან სად გვაქვს ომის თავი.“

„ბადურ ახლა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ალბათ რუსების სმს-ების იმედი გაქვს არაა? აბა, ნორმალურმა ქართველმა შენ როგორ უნდა დაგიმესიჯოს წარმოდგენა არ მაქვს.  ტფუიიიიიი, ღმერთს ვითომ ცოტა რაღაც სილამაზე მოუცია და ტვინი არა“.

ასეთმა კომენტარებმა მომღერალი თეონა კონტრიძე აღაშფოთა და პირველი კომენტარის ავტორს კორექტულად ჰკითხა, თუ რა პროფესიის წარმომადგენელი ბრძანდებოდა.
კომენტარის ავტორს არ უპასუხია თეონასთვის. 

თეონას მოგვიანებით თავად ნინიმ უპასუხა: „თეონა, ნუ იშლი ნერვებს, აზრი არა აქვს, მიყვარხარ.“  - წერს ბადურაშვილი ორი საათის წინ. 

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
საქართველო
მე კი ვერ წარმომიდგენია ასეთი აზრი ვის მოუვიდა თავში? თავის მაგივრად რა ადგას ნეტავ მხრებზე? რა უნდა თბილისობის აღნიშვნას რუსეთში? იქ სადაც საქართველოს დაქცევის და გადაშენების გეგმას ადგენენ. სირცხვილი სულ დაკარგეთ? ადამიანობაზე აღარაფერს ვამბობ. სადღაა ადამიანობა. ფუი.. მიმიფურთხებია ყველა მოღალატისთვის. არამი იყოს რუსული ფულები თქვენთვის.
14:08 / 06-10-2014
გამოხმაურება / 0 /
*****
ხათუნა,კითხვა მაქვს თქვენთან:) ამბობთ რომ რუს ხალხს არაფერი არ დაუშავებია ჩვენთვისო,ვიმეგობროთ ყველასთანო,თურქეთთანაც რომ ვმეგობრობთ ცალფაზიანი დებილებივით იმიტომ გათურქდა უკვე მთელი აჭარა!ყიდულობენ მიწას!,ჩინელები,ინდოელები ირანელები და ა.შ.გაუგებარი ჯიშის ხალხს მივყიდეთ პლეხანოვი და კომერციული ფართები მივყიდეთ ვიმეორებ და არა მივაქირავეთ ან იჯარით მივეცით.მეორეც რაღაც ვერ ვიხსენებ 2008 წელს ომის დროს რუსი ხალხის თუნდაც მცირე ნაწილი გამოსულიყო აქციით და გაეპროტესტებინა ეს ომი და მხარი დაეჭირა ჩვენთის თუნდაც იგივე ამ ქართველებს!!!!! ვაი ქართველებს!!ოღონდ მათ ბიზნესებს რომ საფრთხე არ მიადგეთ და ჩირგვებში რომ იყვნენ. და ისევ ფიქრობთ რომ რუსსეთთან ურთიერთობა არავის ვნებს? ნეტა ვინ გვანადგურებდა მთელი საუკუნეები,მართლმადიდებელ ძმებს რომ ეძახით ჩვენს ეკლესიას რას უშვებოდნენ,ინტელიგენციას.რომელი ერთი ჩამოვთვალო გადავირიე რააა.თუ არაფერი გაგიგიათ და წაგიკითხიათ დაგუგლეთ მაინც:)) ისიც გამახსენეთ ერთი როდის დაგვიდგა რამეში გვერდით:))ან ხელი გამოგვიწოდა,2 ბოინგით საქონელივით რომ ჩამოყარა ქართველები ალბათ მაშინ ხომ??:)))ხათუნა ან არასრულწლოვანი ხარ,ან არვიცი..არვიცი..:)) ჯერესერთიც ნაგვად და ბოღმიანად მოხსენიება ქართველების,ამ შოვინისტი რუსების ფონზე მინიმუმ სირცხვილია! არც ევროპაში,არც ამერიკაში და საერთოდ არსად რუსები არ უყვართ,ისე ცნობისთვის:) გირჩევთ გაცნობიერდეთ ქართულ-რუსულ ისტორიაში:)
13:35 / 06-10-2014
გამოხმაურება / 0 /
*****
We Don't Wanna Put In- მღეროდა და ფსოუს წყალს და ვერ გავიგეეეე ნინელიიი??ნურც გაფრინდები ნურც მოფრინდები..26 მაისს რომ იმღერა იმის მერე ისე აღარაა გასაკვირი,ოღონდ აკნავლე ფონოგრამაზე და სად იმღერებს ვის უმღერებს მაგრად კიდიათ.ყველაფერს თავისი გამართლება არ აქვს!!! არცერთი იმ დონის გაჭირვებული ქართველი არ იყო იმ შეკრებაზე რომ ბილეთის ფული არ ჰქონდეთ აქ ჩამოსასვლელი და აუცილებელი იყოს იქ ეახლოთ რომ პატარა საქართველოს წილი ჩაუტანოთ:)))პონტის ხალხი!
13:19 / 06-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
ვაი თქვენს პატრონს. ნინი, პასუხის ღირსადაც არ ჩათვალოთ ეს ნაგავი ხალხი. პოლიტიკაში იქექებიამ და სიმღერაც აერიათ პოლიტიკაში. ეს დაბოღმილი ხალხი. ეს ნაგავი ხალხი ვერც რუსეთში ვერ იშოვიან ფულს და ვერც საქართველოში. რა ხდება ხალხო, რატომ არ უნდა იმღერონ რუსეთში. იმღერონ იცეკვონ და აჩვენონ რუს ხალხს, რომ ქართველები თქვენისთანა არაფრის მაქნისები და უქნარები კი არ არიან. ნუ უსმაენთ ამათ ნინი. რუსეთთან ურთიერთობა არავის არ ავნებს. ხაკხს არაფერი დაუშავებია და უნდა ვიმეგობროთ ყველასთან.
12:18 / 06-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მე შორს ვარ პოლიტიკის და ხელოვნების ერთმანეთში არევისგან! მომღერალმა უნდა იმღეროს,საქართველოშიც,რუსეთშიც,ირანშიც და ევროპა-ამერიკაშიც! არ მესმის ,რატომ ლანძღავენ ამ ადამიანებს,ჩემთვის ისინი, მხოლოდ მომღერლები არიან და არასოდეს ვაიგივებ პოლიტიკოსებთან,ან პოლიტიკურ მოვლენებთან,ჩემი აზრით,ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს!
12:12 / 06-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რა თქვენი საქმეა ვინ სად იმღერებს თქვე გესლიანებო ფუფ
11:13 / 06-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ნუ ეხლა მერე რა მოხდა ჩვენი ბიცჰები რომ ამოჯლიტეს 2008 ში,სამაგიეროდ ნინიკოს ფულს უხდიან...არა ნინი????
10:37 / 06-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მე
ესრისონს რატომღა ლანძრავდით ზუსტად ტქვენ ნინი ლელა და..... ერისონი ნაცებამ მოღალატედ რატომ ჩათვალააააა. მე პირადად მივესალმები ვისაც სად უნდა იქ იმღეროს მაგრამ ლანძღვა შერჩევითო რატომ უნდა იყოს?? კონტრიძეს თოფურიას გვერწითელს ტაშს უკრავთ და სხვა ვინც ჩავა უნდა ლანძღოოთ?????
10:34 / 06-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ინგა
მართლაც არასცხვენიათ როგორ შეიძლება ადამიანს ასეთი შეურაწყოფა მიაყენოთ რა დედამ გშობათ ასეთი შხამიანები განკითხვის არ გეშინიათ. სადაც უფრო დააფასებენ და უგირს იქ იმგერებს ნეტა მაგაზე უარესობას არ სჩადიოდეთ.გმერტმა ხელი მოგიმართოს ნინ კაი გოგოხარ ზალიან მომწონხარ :)
10:09 / 06-10-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ვეთანხმები ქალბატონ მარინას. მომღერალმა უნდა იმგეროს. აბა რა გააკეთოს ამ ხალხმა, დღევანდელ ხელისუფლებას არცკი ახსოვს ამ უნიჭიერესი ადამიანების არსებობა. მიხედვა უნდა ამ ხალხს და ისეთი პირობის შექმნა, რომ არ დაგვეკარგონ. ნუ აკრიტიკებთ გთხოვთ. ესენი მGერიან და ძალიან ბევრი ქართველი ქალი თურქებს ემონება, ამაზე რას იტყვიით?
09:57 / 06-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS