- 2011 წელს ჩინეთში გამართულ სილამაზის მსოფლიო ეროვნულ კონკურსზე ტოპ 8- ში შევედი. ამ დროს გავიცანი სილამაზის კონკურსის ორგანიზატორები. მიპატიჟებული ვიყავი რუმინეთში და
გავხდი სერთიფიცირებული მსოფლიო სილამაზის კონკურსების ორგანიზატორი. თათია დონაძე იყო პირველი გოგონა, რომელიც ჩემ მიერ ორგანიზებული კასტინგით შეირჩა.. მჯეროდა, რომ ის რომელიღაც ადგილს დაიკავებდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი მის ტალანტსა და სილამაზეში.
თათია დონაძე 22 სექტემბერს გავამგზავრეთ ბოდრუმში ''მის მსოფლიო პრინცესა 2014''- ზე და გუშინ ის გამარჯვებული მოგვევლინა. მან ''ვიცე მის პრინცესა 2014''- ის ტიტული მიიღო.
მან ჩემი და მთელი საქართველოს იმედები გაამართლა და დაარღვია საქართველოს სიჩუმე მსოფლიო პოდიუმზე.
ეს ცოტა არ არის მაშინ, როცა საქართველოში ტიტულები ფულზე იყიდებოდა. ახლა უკვე ნამდვილი პრინცესა გვყავს საქართველოში!
- როგორც ვხვდები, ამ კონკურში მონაწილეობის მისაღებად, არაა საჭირო, რომ მოდელები სამეფო გვარის წარმომადგენლები იყვნენ.
- გვარი არაფერ შუაშია. სილამაზე, ინტელექტი და ტალანტი უნდა გქონდეს, რაც არ აკლდა თათიას.თუ გვარზე მიდგა საქმე, არც გვარი აქვს ნაკლები დონაძეა. ბოლობოლო დონეა.
- თათია დონაძე როგორც მახსოვს, ''ნიჭიერის'' მონაწილე იყო, ტანმოვარჯიშეა.
- სილამაზის კონკურსზე ტალანტშოუშიც გავიდა და და მოწონება დაიმსახურა.
- შეგიძლია, გვითხრა, საქართველოს ნამდვილი პრინცესას პირადი ცხოვრება როგორია?
- ჯერჯერობით გასათხოვარი გოგონაა.
მერი კობიაშვილი