19 ივნისი, 2013
ია ფარულავა: ჩვენი ფარული ჩანაწერებიც გვანახეთ
აღნიშნულ ფაქტზე კი შს მინისტრის განცხადებით, ცხრა პირია დაკავებული, მათ შორის ერთი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი. ასევე დაკავებულია პირი, რომელიც უშუალოდ ადამიანებს აუპატიურებდა. გუშინ ''რუსთავი 2'' -ზე გადაცემა ''პოზიციაში''  თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავში ნაპოვნმა ფარულმა ჩანაწერებმა მის მოლოდინს გადააჭარბა. კადრებზე, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ადამიანების წამება და გაუპატიურებაა აღბეჭდილი.

ღამე გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგს გამართავდა და ფირები საჯარო გახდებოდა. თუმცა, როგორც დღეს გახდა ცნობილი, საზოგადოება ვიდეოებს ვერ ნახავს.

აღნიშნულ ფაქტზე კი
შს მინისტრის განცხადებით, ცხრა პირია დაკავებული, მათ შორის ერთი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი. ასევე დაკავებულია პირი, რომელიც უშუალოდ ადამიანებს აუპატიურებდა.

წამების ახალი კადრების აღმოჩენამ სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
ამ თემაზე ია ფარულავამ ''ფეისბუქზე'' შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

''ამ ბოლო დროს ყველა დიდი მოვლენა და ხალხის აღელვება რატომ უკავშირდება სოდომაციას, რა ხდება ამ ნაწილში, ვინმემ ამიხსნას. ახლა ეს ახალი ვიდეოებიც… ოღონდ რამე გამოიძიეთ და დასაჯეთ, მიასოდომეთ, თუ გნებავთ, ბატონო. ჩვენ კი თავი დაგვანებეთ. პური გვინდა და იმისთვის რომ გავჩუმდეთ, მაშინ ჩვენი ფარული ჩანაწერებიც გვანახეთ, გექნებათ რამე სადმე'' .
Rating
ქეთი მელაძე
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 41 /
ნინო
ვინც რა უნდა თქვას და ია კაი გოგოა, ძაან ლაღი, ლამაზი და ჭკვიანიც. ყველას კომპლექსებზე მაღლა დგას და ფეხებზე ჰკიდია ყველა ჭორიც. გენაცვალე ია, მაგარი გოგო ხარ
15:16 / 19-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS