09 სექტემბერი, 2014
პრემიერ მინისტრმა ქორწინების თერთმეტი წელი აღნიშნა
წყვილი სოციალური ქსელით უამრავ მილოცვას იღებს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა მეუღლემ 7 სექტემბერს სოციალურ ქსელში ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით ''თერტმეტი წელი ერთად''.

წყვილი სოციალური ქსელით უამრავ მილოცვას იღებს. ერთ-ერთი მეგობარი წერდა, რომ კარგად ახსოვდა, როგორ იწყებოდა მათი სიყვარულის ისტორია.

ცნობილია, რომ მათ ერთმანეთი მეცხრე კლასიდან უყვართ. ნუნუკას ბავშვობიდან უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თუმცა გოგონა ყველას იწუნებდა.

ირაკლი კი მალე შეუყვარდა. ''მათ ერთმანეთი სკოლის მერხიდან უვართ და ეს ჩემთვის უნიკალურია'', აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი
ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრად წარდგენის დროს.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS