08 სექტემბერი, 2014
ქრისტინე დე ბაგრატიონი - ერთი ზარით შეცვლილი ცხოვრება
როდესაც ხუან და ქრისტინე დე ბაგრატიონებმა ესპანეთში მიგვიპატიჟეს, არც კი დავფიქრებულვართ მოდელობა რთული და საკმაოდ სარისკო პროფესიაა. მოდელობისთვის, კარგი გარეგნობის გარდა, შრომისმოყვარეობა, გამძლეობა, მიზანმიმართულება და, რა თქმა უნდა, იღბალიცაა საჭირო.

ყველა პროფესიაში არსებობს მითი, რომ წარმატების მისაღწევად საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა მოხვდე, მაგრამ ეს გამოთქმა ისე არც ერთ პროფესიაში არ ამართლებს, როგორც სამოდელო ბიზნესში.

ქრისტინე ძიძიგურის გადაღება რამდენიმე თვის წინ პარიზში გვქონდა დაგეგმილი, რომელიც რამდენიმეჯერ გადაიდო. ცრურწმენა არაფერ შუაშია, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც იმას
მაფიქრებინებს, რომ საჭირო იყო, სულ სხვა ქვეყანაში და სულ სხვა სტატუსით გადაგვეღო.

როდესაც ხუან და ქრისტინე დე ბაგრატიონებმა ესპანეთში მიგვიპატიჟეს, არც კი დავფიქრებულვართ, რადგან ჩვენთვის საინტერესო იყო, ხუანი მეორე სამშობლოში გადაგვეღო.

ფოტოსესიის სტილისტიკაზე, კოსტიუმებსა და იმიჯზე, რა თქმა უნდა, წასვლამდე ვიფიქრეთ. არც მეტი, არც ნაკლები, გრეის კელი - მონაკოს პრინცესა იყო ჩვენი ინსპირაციის წყარო.

მადრიდიდან მალაგაში მატარებლით გავემგზავრეთ, მალაგიდან კი ხუანის მშობლიურ ქალაქ მარბეიაში ჩავედით. სწორედ Mარბელლა-ში დავგეგმეთ სამდღიანი გადაღება.

ქართულ-ესპანური სტუმარ-მასპინძლობა, ექსკურსია ქალაქ რონდაში, სადაც ქრისტინემ და ხუანმა ხელი მოაწერეს, უამრავი ახალი ნაცნობი და მზე ახლდა სამუშაო პროცესს. ინტერვიუ ქრისტინესთან ბოლო საღამოს ჩავწერე, დანარჩენი დღეები ემოციებს ვაგროვებდი. 

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS